ლარა თორნტონი

ლარა თორნტონი

10 Mar. 2025, 17:20

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით, არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია.

[დემოკრატიის] ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა . ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა [რუსეთში], რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება.

ვფიქრობ დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდნენ, ახლა გაქრა. ასე რომ, ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ [მედიები] ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ა.შ. ვფიქრობ ბევრ მედია საშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…