ცნობილი ნაწარმოებები რომ 13-15 წლის ადმინ-თამბლერა გოგო-ბიჭებს დაეწერათ
ფოტო: A. and I. Kruk / Shutterstock
ვინც არ იცით, ვინ არიან თამბლერა-ადმინ 13-15 წლის გოგო ბიჭები, ახლავე აგიხსნით:
ისინი არიან დეპრესიული, ცხოვრებით იმედგაცრუებული, პოეტური და მგრძნობიარე სულის, სიყვარულზე დანატრებული და თინიეჯერულ ასაკში ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი ყოვლად გაუგებარი არსებები, რომლებიც წერენ ისეთ მოთხრობებს, როგორიცაა:
"გოგოს ბიჭის მკერდზე ეძინა. გოგოს რომ არ გაღვიძებოდა, ბიჭმა გული გააჩერა" - და მოკვდა. ანუ მთელი მათი რომანტიზმი გადის სიკვდილზე, ტკივილზე, ადამიანის დაკარგვაზე, მარტოობასა და სხვა ასეთ დეპრესიულ ემოობაზე. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ დაწერდნენ ეს ადამიანები სხვადასხვა ნაწარმოებს.
ანა კარენინა - ლევ ტოლსტოი
ფოტო: Universal
გოგოს ბიჭი უყვარდა.
ბიჭსაც უყვარდა გოგო, მაგრამ ცოლად ვერ მოჰყავდა.
"ჯერ სამსახური უნდა ვიშოვოო და მერე მოგიყვან ცოლადო."- ეუბნებოდა. ერთ დღესაც, ბიჭი მოსკოვში წასასვლელად ემზადებოდა. ქალაქში მატარებლით წასვლა უწევდა, ის კი სადგურიდან შორს ცხოვრობდა და თუ მატარებელს ვერ მიასწრებდა, გასაუბრებაზე დააგვიანდებოდა.
ბიჭმა იმ დილას მატარებელს მიუსწრო.
სადგურზე რაღაც ჩოჩქოლი იყო, მაგრამ ამისთვის დრო არ ჰქონდა.
ჩავიდა ბიჭი მოსკოვში, მიიღეს სამსახურში და უკან დაბრუნდა.
გოგონა სადგურზე არ დახვდა. სამაგიეროდ, დახვდა ძმაკაცი, რომელმაც უთხრა:
"შენ რომ მატარებელზე არ დაგეგვიანა, ლიანდაგში ჩახტა, რომ შეეჩერებინა, მაგრამ მატარებელმა გადაუარა და შენი ცოლი ახლა სამოთხეში გელოდებაო."
ბეჭდების მბრძანებელი - ჯ.რ.რ. ტოლკინი
ფოტო: New Line Cinema
საურონს გოგო უყვარდა.
მაგრამ გოგო თავს იფასებდა. ცოლად არ გამოგყვები, სანამ ისილდურმა რომ ბეჭედი წაგართვა იმას არ დამიბრუნებო.
საურონი სევდისგან მხოლოდ თვალიღა იყო დარჩენილი.
აფრინა თავისი ნაზგულები, ორკები და ურუკ-ჰაები ბეჭდის მოსატანად.
მოუტანეს ბეჭედი და მისცეს ქუთუთოებში, მას ხომ ხელები არ ჰქონდა.
საურონი გახარებული ელოდებოდა გოგოს მოსვლას, მაგრამ ის არ ჩანდა, ის ხომ დილამდე არ მოდიოდა ხოლმე.
საყვარელის ლოდინში საურონს დააცემინა და ბეჭედი გაუვარდა და ლავაში ჩაუვარდა.
მეორე დილას გოგო მოვიდა, მაგრამ მორდორის შავი კარიბჭე დაკეტილი დახვდა, იქ კი საურონის ძმაკაცი სარუმანი იდგა და უთხრა:
"შენ რომ ბეჭედი მოინდომე, ის იპოვა, მაგრამ ლავაში ჩაუვარდა და მთელი მორდორი მიწაში ჩაინთქაო".
სამეფო კარის თამაშები - ჯორჯ მარტინი
ფოტო: HBO
ერთხელ ჯონ სნოუს სამი ყორანი მიუვიდა.
1. "მამაშენის მკვლელი დავიჭირეთ, ჰარენჰალში მოდი".
2. "ძმებს მაგარი სუფრა გვაქვს გაშლილი, რივერრანში გელით".
და
3. "გასაჭირში ვარ ძმაო, ტრიდენტთან გელოდები".
ჯონ სნოუ დედამისთან ვერ მივიდა რჩევის საკითხად, იმიტომ რომ არ ჰყავდა და არც იცოდა ვინ იყო.
ამიტომ რაინდულად მოქცევა გადაწყვიტა და წავიდა ტრიდენტთან.
იქ მისულს თავისი საძმაკაცო დახვდა, მათ ეტლის საბარგულში ილაი პეინი და ჯოფრი ბარათეონი ჰყავდათ გამომწყვდეული, რომლებსაც თავები დააჭრეს და ბოლოს საქეიფოდ წავიდნენ რივერრანში.
მაგრამ ჯონ სნოუს გაუტყდა, რომ ძმაკაცებმა ასე გამოსცადეს და გზაში ყველა დახოცა.
ჰარი პოტერი - ჯოან როულინგი
ბიჭს გოგო უყვარდა.
გოგოს არ უყვარდა. გოგოს სხვა უყვარდა და ეს ბიჭი დაფრენდზონებული ჰყავდა, მას ხომ ნამდვილ მეგობრად თვლიდა.
გოგო პრინცზე ოცნებობდა. პრინცი კი არ ჩანდა, პრინცები ხომ არ არსებობენ.
ბიჭი ჯადოქარი იყო, ანიმაგუსი, მას ხომ ცხოველად გადაქცევა შეეძლო.
ერთ დღეს ბიჭმა გოგოს cuteness overload-ით თავის მოწონება გადაწყვიტა. მის ოთახში შევიდა და ბაყაყად გადაიქცა, მერე იქვე ტუმბოზე შემოჯდა.
იფიქრა, გოგო მაკოცებს, მე კი ამ დროს ადამიანად გადმოვიქცევი, პრინცად ჩამთვლის და შემიყვარებსო.
გოგო ოთახში შემოვიდა.
ტუმბოზე ბაყაყი დაინახა.
და უცებ იკივლა, მას ხომ ბაყაყების ეშინოდა.
ხელში მომარჯვებული წიგნი აიღო და ბაყაყი ადგილზე მიაჭყლიტა.
"always" ამოიყიყინა ბაყაყმა.
წვიმა წამოვიდა.
რომეო და ჯულიეტა - უილიამ შექსპირი
ფოტო: BHE Films
ნუ პრინციპში იგივე იქნებოდა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

დისკუსია: რომელი ნაწარმოების თამბლერ-ადმინურ ვერსიას იხილავდით?