თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ მინისტრებთან სამაგიდო ფორმატს წყვეტს და დასასვენებლად მიდის. "მიმაქვს დიდ ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართ", - განაცხადა წიქარიშვილმა.

წიქარიშვილმა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ მოლაპარაკების მაგიდა სიმულაციაა და თუ ცვლილებებს აპირებენ მის გარეშეც შეძლებენ:

წიქარიშვილის თქმით, ის დემორალიზებულია, მაგრამ არა დემოტივირებული.

"პირიქით, უფრო დიდზე მეფიქრება, უფრო ყოვლისმომცველზე, ახალზე. ჯერ არ ვიცი რისი, მაგრამ ახალი მშობიარობა იწყება. ასე ვიყავი მაშინაც, "თეთრი ხმაური" რომ იბადებოდა."

მას შემდეგ, რაც 11-12 მაისის ღამეს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა თეთრი ხმაურის აქტივისტებმა სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად აქცია გამართეს. აქციის მთვარი მოთხოვნები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, ნარკოპოლიტიკის შეცვლა და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა იყო.

13 მაისს აქციაზე გიორგი გახარია მივიდა ბოდიში მოიხადა და აქციის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები შესთვაზ რის შემდეგაც აქცია დაიშალა. წიქარიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 1 კვირიან ვადას აძლევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები განახლდებოდა.

აქციები არ განახლებულა. გუშინ 27 მაისს, წიქარიშვილმა მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა, დღეს კი განაცხადა, რომ დასვენება სჭირდება.

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო "ბექა წიქარიშვილი ცვლილებები თუ უნდათ-უჩემოდაც მიიღებენ დასასვენებლად მივდივარ", რაც არასწორი ინტერპრეტაციის გამო შეიცვალა.