გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბოდიში მოიხადა
გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა. მან ბოდიში მოიხადა იმ სამართალდამცველების სახელითაც, რომლებმაც ბასიანის და გალერის სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს.
მან აქციის მონაწილეებსაც მოსთხოვა ბოდიშის მოხდა იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"თქვენი არჩევანია, მოუხდით თუ არა პოლიციელებს ბოდიშს", - თქვა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, რომ დღეს აქციები დაასრულონ.
"უკვე მეორე დღეა, თქვენი გამოხატვის თავისუფლებას ხელი არ შეშლია. ასევე იცით, რომ დღეს აქ თითოეული პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე", - თქვა გიორგი გახარიამ.
"იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ერთ საერთო მიზანს, ვიპოვოთ გამოსავალი, იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენს წინაშე ერთობლივად დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში", - აცხადებს გიორგი გახარია.
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ ხვალ დილით ათ საათზე, შეხვდება აქციის ორგანიზატორებს, იქ სადაც თავად გადაწყვეტენ. მინისტრის თქმით, ის დეტალურად განიხილავს პარასკევის სპეცოპერაციის ყოველ წუთს.
"ყველა ის ადამიანები, რომლეზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომელთა უფლებებიც დაირღვა, იქნება უფლება აღდგენილი. ასევე გპირდებით, რომ ჩვენ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ასევე შევიკრიბოთ, ან ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას", - ამბობს გიორგი გახარია.
მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს და გაუფრთხილდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მინისტრმა კონტრაქციის მონაწილეებსაც მიმართა და მოუწოდა ერთად შეინარჩუნონ გამოხატვის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს და არ შევიდნენ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დროს დააკარგვინებს მათ.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები