ჩვენი თავისუფლებისთვის - რუსთაველის გამზირზე თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია დაიწყო
ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge
"ჩვენი თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდების აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. თეთრი ხმაუროს მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ მკაცრი ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია დაგეგმეს.
რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია, რომელიც აქციას ესწრება On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების ადეკვატური ღონისძიება იქნებოდა, რეალური გამსაღებლები და მათი მფარველები დააკავოს და არ გადატეხოს ჯოხი ყველაზე დაბალ რგოლზე:
"ჩაატარეს სრულიად არაადეკვატური სპეცოპერაცია, როდესაც საჭირო არ იყო. 70-მდე ადამიანი წაასხეს, მერე ისევ გამოუშვეს. ხელისუფლება გადავიდა მკაცრი ხელის პოლიტიკის განხორციელებაზე, რაც უკვე კრიზისში მყოფი ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი. ხელისუფლება უშვებს შეცდომას და ეს იქნება ფატალური. არაფრის გულისთვის დარბევა და ცემა არ ეპატიება არცერთ ხელისუფლებას".
აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია:
- დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა;
- გადადგეს შს მინისტრი;
- დაისაჯოს 12 მაისის "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
- "მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს".
თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებმა კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 12 მაისის ღამის მოვლენები ძალიან ახლოს იდგა წინა ხელისუფლების პერიოდის გამოცდილებასთან.
12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. შსს-ს განმარტებით, მათ კლუბის ტერიტორიაზე რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კლუბ ბასიანთან და პარლამენტის წინ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 50-მდე პირი.
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა



კომენტარები