როგორ გავზარდოთ ფემინისტი ბიჭი
ჩვენ გოგოებს ვასწავლით სტერეოტიპებთან ბრძოლას და ოცნებებისკენ სწრაფვას, მაგრამ იგივეს არ ვასწავლით ბიჭებს
დღესდღეობით გოგოებს ვეუბნებით, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ასტრონავტი და დედა, იყვნენ თავზეხელაღებულები ან ნაზები, მაგრამ იმავეს არ ვასწავლით ბიჭებს. სოციოლოგები ამბობენ, რომ გოგოებს მეტ არჩევანს ვაძლევთ როლების არჩევისას, ბიჭებს კი ტრადიციული როლებით ვზღუდავთ. საზოგადოება არ ახალისებს მათ ისეთ ინტერესებს, რომლებიც ქალურად მიიჩნევა. მათ ეუბნებიან, რომ ამტანები და უემოციები უნდა იყვნენ ან სხვა შემთხვევაში, "ბიჭური" ენერგია დაიოკონ.
თუ გვინდა, რომ თანასწორი საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ, სადაც ყველას შეუძლია იყოს წარმატებული, ბიჭებს მეტი უნდა ვესაუბროთ. როგორც გლორია სტაინემმა თქვა, "ჩვენ გოგოების აღზრდა ბიჭების მსგავსად დავიწყეთ, მაგრამ ეს არ გაამართლებს, სანამ ბიჭებსაც არ აღვზრდით გოგოებივით".
ეს იმიტომ, რომ ქალების როლები ვერ გაფართოვდება, თუ კაცებისაც არ გაფართოვდება. თანამედროვე ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო დაფასებული ხდება თვისებები, რომლებიც ტრადიციულად ქალურად მიიჩნეოდა: თანამშრომლობა, თანაგრძნობა, შრომისმოყვარეობა. იმატებს ისეთი სამსახურების რიცხვი, რომლებიც ამ უნარებს მოითხოვს. შეძლებენ ბიჭები ახალ მოდელზე გადაწყობას?
ნიგერიელი მწერალი ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი ახალ წიგნში მშობლებს ინსტრუქციას აძლევს, როგორ გაზარდონ ფემინისტი გოგო, მაგრამ როგორ გავზარდოთ ფემინისტი ბიჭი?
ხსფემინისტის განმარტება მარტივია - ეს არის ადამიანი, რომელსაც სჯერა ქალებისა და კაცების სრული თანასწორობის. ქვემოთ მოცემული რჩევები გამოადგება ყველას, ვისაც უნდა, რომ კეთილი, თავდაჯერებული და მიზანდასახული შვილი ჰყავდეს.
ნება მიეცით, იტიროს
ფოტო: Agnes Lee
კვლევების მიხედვით, ბიჭები და გოგოები თანაბარი სიხშირით ტირიან, როდესაც ჩვილები არიან. დაახლოებით 5 წლის ასაკში ბიჭებს ეუბნებიან, რომ ბრაზი მისაღებია, მაგრამ მათ სხვა გრძნობები არ უნდა გამოხატონ.
"ჩვენს ქალიშვილებს ემოციების გამოხატვის უფლებას ვაძლევთ, ბიჭებს კი რობოტებად ვზრდით", - ამბობს ტონი პორტერი, აქტივისტი, - "ასწავლეთ ბავშვს, რომ მას აქვს ყველანაირი ემოცია და შეუძლია თქვას, "არ ვარ გაბრაზებული, შეშინებული ვარ, რაღაც მეწყინა, ან დახმარება მჭირდება".
აჩვენეთ მაგალითი
ფოტო: Agnes Lee
კვლევები გვიჩვენებს, რომ ბიჭები განსაკუთრებით რეაგირებენ სწორ როლურ მოდელებზე, გოგოებზე მეტადაც კი. არსებობს მტკიცებულებები, რომ იმ ბიჭებს, რომლებიც მამების გარეშე იზრდებიან, უარესი აკადემიური მოსწრება, ქცევითი პრობლემები და ზრდასრულობაში ნაკლები შემოსავალი აქვთ. ეკონომისტების, დევიტ ოტორისა და მელანი ვასერმენის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი ვერ ხედავენ კაცებს, რომლებიც პასუხისმგებლობას თავიანთ თავზე იღებენ. "ამყოფეთ თქვენი ბიჭი კარგი კაცების გარემოცვაში", - ასეთია მათი რეკომენდაცია.
მნიშვნელოვანია ბიჭების ცხოვრებაში ქალური როლური მოდელების არსებობაც: ისაუბრეთ იმ ქალების მიღწევებზე, რომლებსაც იცნობთ. მოუყევით მათ სპორტში, პოლიტიკასა და მედიაში წარმატებული ქალების შესახებ. მარტოხელა დედების მიერ გაზრდილი ბიჭები, როგორც წესი, მათ მიერ გაწეულ შრომას დიდ პატივს სცემენ. საჭიროა, რომ ეს მიდგომა სხვა ქალებზეც გავრცელდეს.
მიეცით უფლება, იყოს საკუთარი თავი
მიუხედავად გენდერული როლების დაახლოებისა, გოგოებისა და ბიჭების პროდუქტები ახლა უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე 50 წლის წინ: ვარდისფერი პრინცესები და ლურჯი სატვირთო მანქანები - ასეთი დაყოფა არა მხოლოდ სათამაშოების თაროებზე გვხვდება, არამედ ჭიქებსა და კბილის ჯაგრისებზეც. გასაკვირი არაა, რომ მოგვიანებით გოგოების და ბიჭების ინტერესები რადიკალურად განსხვავებული გზებით ვითარდება.
ნეირომეცნიერების თქმით, ჩვენი მიდრეკილებები თანდაყოლილი არაა. მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ვარდისფერი ბიჭების ფერი იყო, ლურჯი კი - გოგოების. კვლევებით, ჩვილები რომელიმე ფერის მიმართ განსაკუთრებით მიზიდულობას არ ამჟღავნებენ, თუმცა დაახლოებით იმ ასაკში, როცა ბავშვები საკუთარ სქესს აცნობიერებენ (2-3 წელი), საზოგადოების მოლოდინი მათ რეალურ ინტერესებზე ძლიერი ხდება. მრავალწლიანი კვლევებით დასტურდება, რომ სათამაშოების დაყოფას გრძელვადიანი ეფექტი აქვს პროფესიებზე, კოორდინაციისა თუ კომუნიკაციის უნარებზე.
იმისთვის, რომ ბავშვებმა თავიანთი პოტენციალი სრულად აღმოაჩინონ, ისინი საკუთარ ინტერესებს უნდა მიჰყვნენ: იქნება ეს სტანდარტული, თუ არასტანდარტული. ამისთვის კი მათ ნება უნდა დავრთოთ, ბევრი რამ მოსინჯონ და დავრწმუნდეთ, რომ არჩევანს ტრადიციული როლებით არ ვუზღუდავთ.
შესთავაზეთ თავისუფალი აქტივობები, როგორიც არის კუბიკებით ან თიხით თამაში, წაახალისეთ ბიჭები, სცადონ ისეთი აქტივობები, როგორიცა არის ხელოვნება, მაშინაც კი, თუ ამას არ ეძებენ.
შესთავაზეთ ბავშვებს თავისუფალი აქტივობები, მაგალითად, კუბებით ან თიხით თამაში. წაახალისეთ ბიჭები, რომ ხატონ ან ტანსაცმლით ექსპერიმენტები ჩაატარონ, მაშინაც კი, თუ ინიციატივას არ იჩენენ. ამას გვირჩევენ ფსიქოლოგები. დაუპირისპირდით სტერეოტიპებს ("ცუდია, რომ სათამაშოების ყუთს მხოლოდ გოგოები ახატია, რადგან ვიცნობ ისეთ ბიჭებს, თოჯინებით თამაში რომ უყვართ"). ეს ქალების მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. მკვლევრების აზრით, მიზეზი, რის გამოც მშობლები გოგოებს ახალისებენ, ფეხბურთი ითამაშონ ან ექიმები გახდნენ, მაგრამ ბიჭებს არ უბიძგებენ, ბალეტი ან მასწავლებლობა მოსინჯონ, ისაა, რომ "ქალური" დაბალ სტატუსს აღნიშნავს.
ასწავლეთ თავის თავზე ზრუნვა
ფოტო: Agnes Lee
"ზოგი დედა ზრდის საკუთარ გოგოს, ბიჭი კი უბრალოდ უყვარს", - ამბობს ჯავანცა კუნჯუფუ, აფროამერიკელი ბიჭების აღზრდის საკითხებზე მომუშავე ავტორი, - "გოგოები ვალდებულები არიან ისწავლონ, სახლის საქმეები აკეთონ, ეკლესიაში იარონ - თუმცა იგივე ბიჭებზე არ ვრცელდება".
განსხვავება რიცხვებშიც ჩანს: 10-დან 17 წლამდე ამერიკელი გოგოები ყოველ კვირას ორი საათით მეტს ხარჯავენ დალაგებაზე, ვიდრე ბიჭები. მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბიჭებს 15%-ით უფრო ხშირად უხდიან ფულს საოჯახო საქმის შესრულებისათვის.
"ასწავლეთ ბიჭებს საჭმლის კეთება, დალაგება და თავის მოწესრიგება - რათა მომავალში ისეთივე "კომპეტენტურები" იყვნენ სახლში, როგორც გოგოები - სამსახურში", - ამბობს ან-მარი სლოთერი, ორგანიზაცია New America-ს დირექტორი.
ასწავლეთ სხვებზე ზრუნვა
ფოტო: Agnes Lee
ქალები მეტად ზრუნავენ ბავშვებსა და მოხუცებზე. მაშინაც კი, როცა ცოლიც და ქმარიც დასაქმებულია, სახლის საქმეებს უმეტესად ქალები აკეთებენ. ასე რომ, ასწავლეთ ბიჭებს სხვებზე ზრუნვა, რადგან ეს მომავალში ნამდვილად დასჭირდებათ.
ესაუბრეთ იმაზე, როგორ აბალანსებენ კაცები სახლსა და სამსახურს და რომ მოხუც მშობლებსა და ნათესავებზე ზრუნვა მხოლოდ გოგოების საქმე არაა. ჩართეთ ბიჭები ოჯახის გაციებული წევრისთვის წვნიანის მომზადებაში ან წაიყვანეთ თან საავადმყოფოში ნათესავის მონახულებისას. დაავალეთ შინაურ ცხოველებზე, ან პატარა და-ძმაზე ზრუნვა. წაახალისეთ, რომ ასაკით უმცროს ბავშვებს მიხედოს ან ცოდნა გაუზიაროს. ერთ-ერთი პროგრამა დაწყებით კლასებში ჩვილების მიყვანას გულისხმობს, რაც ბავშვებში თანაგრძნობას ზრდის და აგრესიას ამცირებს.
გაუნაწილეთ საქმე
ფოტო: Agnes Lee
თუკი შესაძლებელია, თავი აარიდეთ სახლის საქმეებისა და ბავშვებზე ზრუნვის გენდერულად დაყოფას. "ქმედებები სიტყვებზე ეფექტიანია", - ამბობს დენ კლაუსონი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სოციოლოგი, - "თუ სახლში მუდამ დედა ამზადებს და ალაგებს, მამა კი გაზონს კრეჭს, მაშინ ბავშვებიც ამ მოდელს იმეორებენ".
ასევე ეცადეთ, ოჯახში ფულის შემოტანა მხოლოდ კაცის საქმე არ იყოს. ერთი კვლევის თანახმად, კაცები, რომელთა თინეიჯერობის დროსაც დედები სულ მცირე ერთი წელი მაინც მუშაობდნენ, დიდი შანსია, დასაქმებულ ქალზე დაქორწინდნენ. სხვა კვლევის თანახმად კი, კაცები, რომლებმაც ბავშვობა დასაქმებულ დედასთან ერთად გაატარეს, სახლის საქმეებსა და ბავშვებზე ზრუნვას საკუთარ ოჯახში მეტ დროს უთმობენ.
"კაცები, რომლებიც დასაქმებულმა დედებმა გაზარდეს, ბევრად უფრო ემხრობიან შრომის თანაბრად განაწილებას", - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი კეტლინ მაკგრინი.
წაახალისეთ, რომ გოგოებთან იმეგობროს
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაღის ასაკის დასრულებასთან ერთად ბავშვები სქესის მიხედვით იწყებენ დაყოფას და ეს გენდერულ სტერეოტიპებს მხოლოდ აძლიერებს, თუმცა ის ბავშვები, რომლებიც საპირისპირო სქესის თანატოლებთან თამაშობენ, უკეთესები ხდებიან პრობლემების გადაჭრასა და კომუნიკაციაში.
"რაც უფრო აშკარად ვყოფთ ჯგუფებსა და საქმიანობებს სქესის მიხედვით, მით მეტი შანსია, გენდერული სტერეოტიპები მოვახვიოთ ბავშვებს თავზე", - ამბობს რიჩარდ ფეიბსი, სენფორდის სკოლის დირექტორი.
დაპატიჟეთ ბავშვის დაბადების დღეზე შერეული აუდიტორია, არ დაყოთ სპორტული შეჯიბრების დროს გოგოები და ბიჭები, რათა ბავშვები თავიდანვე მიხვდნენ, რომ სქესის მიხედვით ჯგუფის განცალკევება არასწორია. ეცადეთ, საუბრისასაც არ გაუსვათ ხაზი სქესს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ საბავშვო ბაღის მასწავლებელი მიმართვისას "ბავშვებოს" ნაცვლად "გოგონებო და ბიჭებოს" იყენებს, აღსაზრდელები მეტი შანსია, სტერეოტიპებს ეთანხმებოდნენ და შესაბამისად, ნაკლებს თამაშობდნენ საპირისპირო სქესის თანატოლებთან.
ბიჭები, რომლებიც გოგოებთან მეგობრობენ, ქალებს მოსაპოვებელ ჯილდოდ არ აღიქვამენ.
ასწავლეთ, რომ არა ნიშნავს არას
არსებობს სხვა გზებიც პატივისცემისა და თანხმობის მნიშვნელობის საჩვენებლად: ბაღის ასაკიდანვე მოსთხოვეთ ბავშვებს, ჯერ ნებართვა აიღონ, სანამ სხვას სხეულზე შეეხებიან. აგრეთვე აჩვენეთ "არას" ძალა, მაშინვე შეწყვიტეთ ღიტინი ან ჭიდაობა, როგორც კი ამას მოითხოვენ.
შექმენით პრობლემების გადაჭრის ჯანსაღი მოდელი სახლში.
ხმა ამოიღეთ, როცა უსამართლობას აწყდებით
არ დატოვოთ უყურადღებოდ შევიწროების ან შეურაცხყოფის შემთხვევები. ითამაშეთ ბიჭებთან ერთად როლური თამაში: როგორ მოიქცეოდნენ, თუ ასეთ სიტუაციას წააწყდებოდნენ.
ხმა ამოიღეთ, როცა ისინი თვითონ იქცევიან ცუდად. "ბიჭები ბიჭებად დარჩებიან" ცუდ საქციელს არ ამართლებს. უფრო მაღალი სტანდარტები დაუყენეთ. პრინციპული იყავით, როცა საქმე არატოლერანტობას, უპატივცემულობას ან დამცირებას შეეხება.
შეაყვარეთ კითხვა
ალბათ, მოგისმენიათ, რომ ბიჭებს მათემატიკა და მეცნიერება უკეთ გამოსდით, გოგოებს - უცხო ენები და კითხვა. სტერეოტიპები ხშირად თვითასრულებადია. მეტა-ანალიზის თანახმად, დედები გოგოებს მეტს ესაუბრებიან, ვიდრე ბიჭებს. შეებრძოლეთ წინასწაგანწყობას ბიჭებთან საუბრითა და მათთვის წიგნების წაკითხვით.
წაუკითხეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანების შესახებ და მოუყევით ისტორიები, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ განწყობას არღვევს. თუ ამბავი სტერეოტიპულია, მაგალითად, პრინცები სამყაროს გადარჩენაზე ზრუნავენ, პრინცესები კი მათ დახმარებას ელიან, ისაუბრეთ ამ თემაზე და ისე ნუ მიაწვდით, თითქოს თავისთავადი სიმართლე იყოს.
"ეს 3 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს", - ამბობს კრისტინა ბრაუნი, კენტუკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, - "თუ არ დაარქმევთ სტერეოტიპებს საკუთარ სახელს, ბიჭები უბრალოდ იფიქრებენ, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს".
-
ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ? ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
-
ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
გადახედვა
-
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა" პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი
გადახედვა
კომენტარები