დიმიტრი ცქიტიშვილი: დაუშვებელია ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზების მცდელობა
ფოტო: Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზების მცდელობა. დეპუტატის თქმით, ამ სოციალურ გარემოში საზოგადოების გათანამედროვება, გაევროპულება ხდება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ტრაგიკული შემთხვევები იყო კლუბებშიც არ უნდა განიხილებოდეს ეს დაწესებულებები პრობლემის მიზეზად.
"ცალსახად ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ და მათ ძალიან ჯანსაღად, ობიექტურად უნდა შევხედოთ. კლუბის მეპატრონეები ძალიან ცდილობენ, ქვეყნის გათანამედროვებას და პროგრესს შეუწყონ ხელი და მათი დადანაშაულება ასეთ საკითხებში არ შეიძლება არანაირად ისევე, როგორც არ შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება ამ კონკრეტულ, რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონკრეტულ ფაქტში, რადგან ეს არის გარემოებები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის მოხდება. სამწუხაროდ, მაგრამ რეალურად ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს ამ რისკის ზონაში შედის", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ტრაგიკული შემთხვევებს თავიდან ვერ აირიდებდნენ, რადგან ყველა ახალი ნარკოტიკი ახალი საფრთხე, ახალი რისკია.
"ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სახელმწიფო უძლური აღმოჩნდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ნარკოდამოკიდებული იყოს და გვქონდეს მექანიზმი, ასეთ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებული როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რაშიც შესაძლოა, ის აღმოჩნდეს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში უცნობი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათამდე კი ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საზოგადოების ერთი ჯგუფი ამ შემთხვევებს ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს უკავშირებს და ღამის კლუბებისა და ბარების დახურვას ითხოვს. თუმცა საგამოძიებო უწყებებს ჯერ არცერთ შემთხვევაზე უთქვამთ, რომ გარდაცვალების მიზეზი "კლუბური ნარკოტიკი" იყო.
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
კომენტარები