უძილობა გაწუხებთ? - ნახეთ 7 საჭმელი, რომელიც ძილის წინ არ უნდა ჭამოთ
უძილობა ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას. როგორც წესი, შფოთვა, გაღიზიანება და ნევროზი მისი გამომწვევი მთავარი მიზეზებია ხოლმე.
გაინტერესებთ თუ რა შუაშია ამ ყველაფერთან ჯანსაღი და ამავდროულად სწორი კვება? მაშინ ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ გაქვთ.
გაგიკვირდებათ და თქვენი უძილობის მიზეზი, არა მხოლოდ რომელიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა ან გაღიზიანება, არამედ, უბრალოდ არასწორად შერჩეული ვახშამი შეიძლება იყოს და თუ ასე გააგრძელებთ, დაძინებამდე ცხვრების დათვლას ვერც ვერასდროს შეწყვეტთ.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 7 საჭმელს, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელია, მაგრამ ძილის წინ არ უნდა ჭამოთ და აი ისინიც:
1. ხორცი
დიდი და წვნიანი სტეიკი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ ძილის წინ საჭმელად საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის. მეტიც, ისეთი მძიმე საკვები, როგორიც ხორცია, ორგანიზმში აქტიური საკვების გადამუშავების დაწყებას პროვოცირებს, რის ფონზე დაძინებაც საკმაოდ რთული ხდება.
2. ბოსტნეული
დიახ, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო თუ სტაფილო ძალიან სასარგებლო საკვებია, მაგრამ არა ძილის წინ. ბოსტნეული ყველაზე დიდი რაოდენობით ბოჭკოებს შეიცავს, რაც მართალია კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აგვარებს და საკვების მონელებას ამარტივებს, მაგრამ გააქტიურებული კუჭით, მშვიდი ძილის საშუალება არასდროს მოგეცემათ.
3. კარტოფილის ჩიფსები
იყიდი ჩიფსებს, გახსნი, შეჭამ და დაუოკებელი შიმშილის გრძნობაც უკვალოდ ქრება, მაგრამ ძილი? სამწუხაროდ, კარტოფილის ჩიფსი ან სხვა ნებისმიერი მსგავსი გადამუშავებული პროდუქტი, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ძილის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.
4. მაკარონი
როდესაც გშია, მიირთვით მაკარონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და რაც მთავარია ნოყიერი საკვებია, მაგრამ არა ძილის წინ. გარდა იმისა, რომ დაძინებამდე მაკარონის ჭამა საკმაოდ დაგამძიმებთ, ის წონაში მომატების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
5. პიცა
მაცივარში თუ რამდენიმე ნაჭერი პიცა გაქვთ, აუცილებლად მოითმინეთ და მომდევნო დღეს, მაგალითად ლანჩზე მიირთვით. ღამის საათებში სხვადასხვა ნოყიერი პროდუქტებით მომზადებული პიცა, წონის მომატებისა და გულის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც თქვენს ძილზე პირდაპირ და თან უარყოფითად აისახება.
6. სიმინდის ფანტელები
სიმინდის ფანტელები დილით მიირთვით და ენერგიული დღე გარანტირებული გექნებათ, მაგრამ ამ საკვების დაძინებამდე ჭამით ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ, რადგან როგორც წესი სიმინდის ფანტელები დიდი რაოდენობით შაქარსა და ნახშირწყლებს შეიცავს, რაც დასვენების შესაძლებლობას არ მოგცემთ.
7. შოკოლადი
გაგიკვირდებათ და არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ შოკოლადი კოფეინს შეიცავს. დაძინებამდე შოკოლადის ჭამა კი თითქმის იგივეა, რომ ადგეთ და ჭიქა ყავა დალიოთ.
საკვები, რომელიც დაძინებამდე თავისუფლად შეგვიძლია მივირთვათ
აკრძალული საჭმელების პარალელურად არსებობს ისეთი საკვები პროდუქტებიც, რომელიც დაძინებამდე თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ. მაგალითად თბილი რძე, რომელიც დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს შეიცავს და დაძინებაში ხელს გვიწყობს. ეს სასარგებლო ნივთიერება სხვა ყოველდღიურ პროდუქტებში, მარცვლელულში, თაფლში, კვერცხსა და ბანანშიც კი გვხვდება.
-
გადახედვაროთის მიმართვა ქართველ ხალხს: ჩემი გზავნილი ასეთია: არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა როთის მიმართვა ქართველ ხალხს: ჩემი გზავნილი ასეთია: არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა
-
გადახედვარეკომენდაციები პრეზიდენტს — კიდევ 5 სერიალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოეწონება რეკომენდაციები პრეზიდენტს — კიდევ 5 სერიალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოეწონება
-
გადახედვაგახარია: ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო გახარია: ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო
-
გადახედვახაზარაძე: მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა ხაზარაძე: მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა
-
გადახედვა"აბსოლუტურად მცდარი" — სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ბრალდებებზე ეუთო/ოდირის თაობაზე "აბსოლუტურად მცდარი" — სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ბრალდებებზე ეუთო/ოდირის თაობაზე
-
გადახედვაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
-
გადახედვაირანული მედია: ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაშავდა ირანული მედია: ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაშავდა
-
გადახედვაგირჩმა საარჩევნო სია გამოაქვეყნა გირჩმა საარჩევნო სია გამოაქვეყნა
-
გადახედვადავითულიანი: იქნება ცოტა მიტინგი, ცოტა შეკრება, მაგრამ გამარჯვება დარჩება ჩვენს მხარეს დავითულიანი: იქნება ცოტა მიტინგი, ცოტა შეკრება, მაგრამ გამარჯვება დარჩება ჩვენს მხარეს
-
გადახედვაReuters: ლიბანში, "ჰეზბოლას" ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ Reuters: ლიბანში, "ჰეზბოლას" ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ
-
გადახედვაLGBTQ "პროპაგანდა" — მართვის იარაღად ქცეული ტყუილი LGBTQ "პროპაგანდა" — მართვის იარაღად ქცეული ტყუილი
-
გადახედვაEU-ის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ე.წ. საზღვართან ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს EU-ის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ე.წ. საზღვართან ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს
-
გადახედვავრცელდება პირველი ფოტო, რომელიც განადგურებულ წყალქვეშა ნავ ტიტანს ასახავს ვრცელდება პირველი ფოტო, რომელიც განადგურებულ წყალქვეშა ნავ ტიტანს ასახავს
-
გადახედვაომბუდსმენი შუქრუთელებზე: მოვუწოდებთ შსს-ს, მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა ომბუდსმენი შუქრუთელებზე: მოვუწოდებთ შსს-ს, მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა
-
გადახედვამე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა
-
-
-
გადახედვახაზარაძე-გახარიას შეხვედრა დასრულდა ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა დასრულდა
-
-
გადახედვამიხაილ როთი საქართველოს პრეზიდენტს "მამაც პოლიტიკოსს" უწოდებს მიხაილ როთი საქართველოს პრეზიდენტს "მამაც პოლიტიკოსს" უწოდებს
-
გადახედვასაბანკო ასოციაცია: საქართველოს საბანკო სისტემა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს დაიცავს საბანკო ასოციაცია: საქართველოს საბანკო სისტემა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს დაიცავს
კომენტარები