ცვლილებებს ქალების ხმა აქვს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის მესიჯი ქართველ ქალებს
ფოტო: UN Women Georgia
ორ დღეში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, თითოეული ამომრჩევლის ხმა უნიკალური და გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოქალაქეებს საქართველოს ისტორიული მისიის, პროევროპული მიმართულების დაცვისკენ, არჩევნებზე წასვლისა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
ამომრჩეველთა მობილიზაციისკენ მიმართული ერთ-ერთი გამორჩეული კამპანიაა "ცვლილებებს ქალების ხმა აქვს", რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ავტორობით შეიქმნა. კამპანია ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობას და ჩვენს ისტორიულ მისიას, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.
კამპანიის მისიის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის და მონაწილეობის პროგრამის ხელმძღვანელს, თამარ ვაშაკიძეს ვესაუბრეთ:
მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რა არის UN Women-ის მთავარი მისია?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2010 წელს დააფუძნა. მას შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე მუშაობს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერებისთვის.
გლორია სტეინემს აქვს ნათქვამი „საარჩევნო ჯიხური ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ყველა თანასწორია.“
საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია წინამორბედი ორგანიზაცია 2001 წლიდან მუშაობს. მოგვიანებით, 2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში თავისი წარმომადგენელი დანიშნა და ოფისი დააფუძნა. უკვე რამდენიმე ათეული წელია ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალების ჩართულობის გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გენდერული მეინსტრიმინგი მმართველობის პროცესებში; ასევე, ქალების ინტერესების ასახვა მშვიდობისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ბუნებრივი კატასტროფების შემცირების დღის წესრიგში.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, რადგან საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით ძალიან არასახარბიელო ვითარებაა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, მაგრამ პარლამენტის წევრების მხოლოდ 19%-ია ქალი. ამ კუთხით მსოფლიოს 185 ქვეყნიდან 126-ე ადგილზე ვართ და ჩამოვრჩებით როგორც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს (26,9%), ისე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (26,3%) საშუალო მაჩვენებელს.
რა სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგანან ქალები, რომელთა მოგვარებასაც ისახავთ მიზნად?
ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობა ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ თუკი ამ პრობლემებს გენდერული პრიზმით შევხედავთ, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ეს პრობლემები ქალებზე უფრო მტკივნეულად აისახება, კაცებთან შედარებით.
მაგალითად, სიღარიბე და უმუშევრობა ზოგადი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ქალები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე კაცები. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ კაცებს უფრო მეტად მიუწვდებათ სამუშაო ადგილებზე ხელი და ქალებთან შედარებით, ხელფასსაც უფრო მეტს იღებენ. ძალიან მტკივნეული პრობლემაა ქალების და გოგოების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა. 2023 წლის გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქსტატის ერთობლივი კვლევა გვიჩვენებს, რომ ყოველი მეორე ქალს საქართველოში, გენდერული ნიშნით ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია; ყოველ მეოთხე ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს.
"საშინაო და ზრუნვის ტვირთის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია, ვისაუბროთ ქალების გაძლიერებაზე და მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩაბმაზე."
ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებად არიან ჩართულები ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვა საკითხებთან ერთად, ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა საშინაო და ზრუნვის შრომის ტვირთი, რომელიც საქართველოში თითქმის მთლიანად ქალებსა და გოგოებს აწევს მხრებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის 2021 წლის ერთობლივმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ქალები კაცებთან შედარებით ხუთჯერ მეტ დროს უთმობენ ამ შრომას. შედეგად, მათ არ რჩებათ დრო, რომ ჩაებან ეკონომიკურად სასარგებლო შრომაში და აქტიურები იყვნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, ყოველწლიურად 2.9 მილიარდი საათი — საქართველოს მშპ-ს 15% — იხარჯება აუნაზღაურებელ ზრუნვისა და საშინაო შრომაზე, რომლის 80%-საც ქალები ასრულებენ. საშინაო და ზრუნვის ტვირთის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია, ვისაუბროთ ქალების გაძლიერებაზე და მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩაბმაზე. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალები ამომრჩეველთა უმრავლესობას შეადგენენ, საარჩევნო ყუთებთან ყოველთვის მეტი კაცი მიდის. როგორ ფიქრობთ, რა აბრკოლებს ქალებს? რატომ ვერ ახერხებენ ისინი ხმის მიცემას?
ამ ზაფხულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ვეწვიეთ ქალი ამომრჩევლების განათლების ძალისხმევის ფარგლებში. შევხვდით ისეთ ქალებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან არჩევნებზე. მათ თემში ითვლება, რომ არჩევნები ქალების საქმე არ არის. ამ თემებში არჩევნების დღეს ხმის მისაცემად კაცები მიდიან, ქალები კი შინ რჩებიან და საშინაო საქმით კავდებიან. მართალია, ასე ყველგან არ ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ასეთი მოცემულობა საქართველოში მცხოვრები არაერთი ქალისთვისაა რეალობა.
კიდევ ერთი შემაფერხებელი საკითხი რეგისტრაციის პრობლემაა. ბევრი ქალი, რომელიც ოჯახს ქმნის და საცხოვრებლად სხვა სოფელში ან ქალაქში გადადის, რეგისტრირებული რჩება მშობლების სახლის მისამართზე. რეგისტრაციის შეცვლა ბიუროკრატიული პროცედურაა, რისთვისაც ქალები ხშირად ვერ იცლიან, ხოლო არჩევნების დღეს სხვა ქალაქში თუ სოფელში გამგზავრებას ხმის მისაცემად ვერ ახერხებენ. დაბალი აქტივობის კიდევ ერთი მიზეზი ემიგრაციის ფემინიზაციაა.
არჩევნებზე ქალების დაბალი აქტიურობის თემა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, აკადემიურად არ გვიკვლევია. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ, რომ ეს საკითხი უფრო საფუძვლიანად შევისწავლოთ, რადგან ქალთა პოლიტიკური გაძლიერება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო პროგრამული პრიორიტეტია, ხმის მიცემის უფლება კი ყველაზე საბაზისო პოლიტიკური უფლებაა.
იყენებთ თუ არა განსხვავებულ სტრატეგიას რეგიონებში მცხოვრები ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩასართველად?
ჩვენი კამპანია ძირითადად სოციალური მედიის არხების მეშვეობით ხორციელდება. იმისათვის, რომ ქალთა სხვადასხვა ჯგუფებს მივწვდომოდით, მათ შორის მათ, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურები არ არიან, 2024 წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ ქალებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათთან ვსაუბრობდით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე. ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო უფლებების საკითხებზე ქალების განათლება და არჩევნებზე ქალების აქტივობის გაზრდა იყო.
"არჩევნებზე ქალთა დაბალი აქტივობის კიდევ ერთი მიზეზი ემიგრაციის ფემინიზაციაა."
როგორ შეუძლიათ კაცებს ამ კამპანიის მხარდაჭერა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნაში მონაწილეობა?
ზოგადად, კაცებს დიდი როლი აქვთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობაში. კონკრეტულად ამ კამპანიას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ მათი როლი უფრო მეტად მოსმენა, ამ საკითხებზე დაფიქრება, და მხარდაჭერის გამოხატვაა. მთავარი მოქმედი პირები, ამ კამპანიის მიზნებისთვის, ქალები და გოგოები არიან.
"საქართველოში ქალები ყოველთვის იდგნენ ქვეყნის მომავლის, სამშობლოსთვის სასიკეთო ცვლილებების სადარაჯოზე."
როგორ ფიქრობთ, რა როლი უნდა შეასრულონ ქალებმა საქართველოს მომავლის განსაზღვრაში?
ხშირად გაიგონებთ, რომ გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა არ არის ორგანული ქართული ტრადიციებისთვის და რომ ეს საკითხები „გარედან“ თავსმოხვეული დღის წესრიგია.
ეს არის მითი, რომელსაც ამსხვრევს ჩვენი ისტორიული წარსულიც და დღევანდელობაც. სინამდვილეში, საქართველოში ქალები ყოველთვის იდგნენ ქვეყნის მომავლის, სამშობლოსთვის სასიკეთო ცვლილებების სადარაჯოზე. განსაკუთრებით ამაღელვებელია ქართველი ქალების აქტივიზმი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე. ამ პერიოდის საქართველოში, უამრავი ქალი, ევროპელი დების მხარდამხარ, იბრძოდა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი სამშობლოსთვის. ასეთი ქალები იყვნენ ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი, მარო მაყაშვილი. ამ ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ შეტანილი როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ისე სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ბრძოლაში.
"ის, რომ ქალებს დღეს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი ხმა ნაკლებად ისმის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, არჩევნებში მონაწილეობის დამატებითი სტიმული უნდა იყოს ქალებისთვის."
ქალების როლი გადამწყვეტი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში და ე.წ. 90-იან წლებშიც, როდესაც ქალებმა იმარჯვეს, გამოავლინეს ადაპტირების საოცარი უნარი და ფეხზე დააყენეს წაქცეული ქვეყანა. დღესაც, თუ მიმოვიხედავთ, სწორედ ქალები უდგანან სათავეში ბევრ სასიკეთო ცვლილებას. უფლებადამცველების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების უდიდესი ნაწილი სწორედ ქალები არიან. ამ ქალების წვლილი ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, მაგრამ მათი როლი და წვლილი საქართველოს თანამედროვე, ევროპული ღირებულებების ერთგულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაში განუზომელია.
დარწმუნებული ვარ, მომავალშიც საქართველოს ქალები გააგრძელებენ ქვეყნისათვის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე დგომას. „ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“ — ასეთია ჩვენი კამპანიის სლოგანი. სწორედ ასე ვხედავთ ქალების როლს, გვჯერა, რომ ცვლილებებს ქალების ხმა აქვს და რომ მომავალი ქალებისაა.
თქვენი აზრით, რატომ აქვთ ქალებს მეტი მიზეზი არჩევნებზე წასასვლელად?
თუ ქალებს გვსურს სიტყვა გვეთქმოდეს იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, როგორ სკოლებში გვინდა ჩვენმა შვილებმა იარონ, როგორი ჯანდაცვის სერვისებით გვინდა ისარგებლონ ჩვენმა ოჯახებმა და რა ფერის დროშა გვინდა, რომ ფრიალებდეს ჩვენი ქალაქების შენობებზე, მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. ის, რომ ქალებს დღეს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი ხმა ნაკლებად ისმის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, არჩევნებში მონაწილეობის დამატებითი სტიმული უნდა იყოს ქალებისთვის.
გლორია სტეინემს აქვს ნათქვამი „საარჩევნო ჯიხური ერთადერთია ადგილია დედამიწაზე, სადაც ყველა თანასწორია.“ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი მაგრამ იმედი მაქვს, რომ საარჩევნო პროცესებში ქალების გააქტიურების შესახებ კამპანიები, რომლებიც ბოლო თვეები განმავლობაში ხორციელდებოდა, შედეგს გამოიღებს; და რომ სულ რამდენიმე დღეში ქალები იტყვიან თანასწორ სიტყვას ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მნიშვნელოვანია, გავიაზროთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი მესიჯი — ქალთა ხმები მნიშვნელოვანია, ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე. ამ კამპანიის მიზანი არა არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობის გაზრდა, არამედ იმის უზრუნველყოფაა, რომ საქართველოს მომავალი ქალთა პერსპექტივიდან განისაზღვრება, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ.
თითოეული ქალის ხმა მნიშვნელოვანია — მოდი არჩევნებზე!
კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით განახორციელა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
-
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა
გადახედვა
-
ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
-
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
გადახედვა
-
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
-
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
გადახედვა
-
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

კომენტარები