დღეს თბილისსა და ქუთაისში, 2 საათში, 5 მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა
ფოტო: NEWS.On.ge
დღეს, 24 ოქტომბერს, 2 საათის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე პირის სახლში და ორგანიზაციაში ჩაატარა ჩხრეკა.
I ჩხრეკა
ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია ჯერ პარტია ფედერალისტების წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ჩხრეკა მისი ცოლის, რუსული დეზინფორმაციის მკვლევარ სოფო გელავას სამსახურს — Atlantic Council-ს უკავშირდებოდა.
"ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი — Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა [გელავა]", — ვკითხულობთ გიორგი ნანობაშვილის პოსტში.
ჩხრეკის შედეგად ფინანსურმა პოლიციამ წაიღო სოფო გელავას პერსონალური კომპიუტერი, პირადი ტელეფონი, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპი და მათი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი.
ჩხრეკის ფაქტს სოფო გელავა ტელეკომპანია ფორმულასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, მის სახლში ჩხრეკა Atlantic Council-ის კონტრაქტორ კომპანიასთანაა დაკავშირებული.
სოფო გელავას თქმით, ჩხრეკა დაკავშირებულია Atlantic Council-თან, კომპანიასთან, რომელსაც ის დაკონტრაქტებული ჰყავს.
"ამიხსნეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა, რეალურად მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკაში დაფუძნებული და ჩემი საქმიანობა არის პირდაპირ დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან. ამიტომ, ჩემთვის, ამ წუთას ძალიან საეჭვოა, რა ხდება და რასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი. უბრალოდ მითხრეს, რომ ამ კომპანიასთან არის დაკავშირებული ფინანსური გამოძიება, რეალურად, ეს არის HR კომპანია, რომელიც არის დაკონტრაქტებული ატლანტიკური საბჭოს მიერ", — აცხადებს სოფო გელავა TV პირველთან.
გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მისი პირადი კომპიუტერული ტექნიკის ამოღება გაუმართლებელია, რადგან არანაირ კავშირში არ არის მისი ცოლის სამსახურებრივ საქმიანობასთან.
"არ ვარ ხოლმე მომხრე შეთქმულების თეორიების, მაგრამ ჩემი ყველა კუთვნილნი დივაისი წაიღო საგამოძიებო სამსახურმა იმ პირობებში, როცა პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი და იმ პირობებში, როცა ჩემს მიერ კუთვნილი დივაისები იყო. თუნდაც ფორმალურად რომ წავიკითხოთ საგამოძიებო პროცესი, არანაირ კავშირში არ იყო, თუნდაც, ჩემი ცოლის სამსახურებრივ საქმიანობასთან კონტრაქტორ კომპანიებთან", — განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა ტვ პირველთან.
II ჩხრეკა
ნანობაშვილის და გელავას სახლის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა Atlantic Council-ის მეორე თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლში.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახსენეს, რომ ჩხრეკა იმ ორგანიზაციას უკავშირდება, სადაც ის მუშაობს.
"გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ერთადერთი, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს", — განაცხადა ეთო ბუზიაშვილმა ფორმულასთან.
ბუზიაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
III ჩხრეკა
ამის პარალელურად, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკეს.
"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან, რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი, რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათმა საიდან გაიგეს, სად ვცხოვრობთ არ ვიცი. თანდათან გავიხსენებ კიდე", წერს ონისე ცხადაძე სოციალურ ქსელში“, — წერს ონისე ცხადაძე.
IV ჩხრეკა
რიგით მეოთხე ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა Concentrix Georgia-ს ოფისში ჩაატარა. ეს უკანასკნელი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ უწევს კონსულტაციებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
V ჩხრეკა
თბილისის გარდა, დღეს დილით ჩხრეკა ჩატარდა ქუთაისში, ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ვალერი ტყეშელაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირი ჩართვით ავრცელებს.
მოქალაქის თქმით, ის საქართველოში წლებია, არ ყოფილა და ჩხრეკა, სავარაუდოდ, მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. ტყეშელაშვილის განცხადებით, მას განემარტა, რომ ჩხრეკა ქოლ-ცენტრების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები