რესპუბლიკური პარტიის ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს, რადგან მას კორეის ომის დასრულებაში, ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასა და მშვიდობის დამყარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ნობელის პრემიაზე ნომინირების წესების თანახმად, კანდიდატურის წამოყენება შეუძლიათ ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და ყოფილ გამარჯვებულებს. 2017 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ მიიღო.

ბოლო დროს ტრამპისთვის პრემიის მინიჭებაზე საუბარი გააქტიურდა. რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯეი ინმა განაცხადა, რომ ნობელის პრემია სწორედ დონალდ ტრამპს უნდა გადაეცეს.