დაესწარით კიმბერლი დევის კინგის სატრენინგო კურსს მეწარმეობაში
18-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამერიკის საელჩო საქართველოში ლევინის სამეწარემო ცენტრთან (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ) თანამშრომლობით გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაესწროთ კიმბერლი დევის კინგის სატრენინგო კურსს მეწარმეობაში.
ტრენინგი ხორციელდება ამერიკის საელჩოს პროგრამის "გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის კონსორციუმის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რას მომცემს ტრენინგში მონაწილეობა?
ინოვაციები თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. 3D პრინტერებიდან დაწყებული, რომლებიც ადამიანების ორგანოებს ქმნიან, დამთავრებული მარსის კოლონიზაციის განზრახვით შექმნილი კერძო კომპანიით, ინოვაციები მსოფლიო ეკონომიკის და მეცნიერების განვითარების მამოძრავებელ ძალად იქცა.
მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიონი ახალი სტარტაპი იქმნება, ამ რაოდენობიდან კი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა თუ აღწევს წარმატებას. წარუმატებლობის პირველი მიზეზი კი არასწორი გადაწყვეტილებები, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის არქონაა.
კიმბერლი დევის კინგის ტრენინგი დაგეხმარებათ იდეის სწორად ფორმირებასა და ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში.
კიმბერლი დევის კინგის შესახებ
კიმბერლი დევის კინგს აქვს მაღალრისკიანი სტარტაპების დაფინანსებისა და მენტორობის 17 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.
კიმი ამჟამად მუშაობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დამხმარე პროფესორის თანამდებობაზე და კითხულობს ლექციებს მეწარმეობასა და ლავინის პროგრამაში. ამასთან ემსახურება ადგილობრივი ტექნოლოგიური ინკუბატორის EvoNexus-ის შერჩევისა და განხილვის კომიტეტს. კინგი აგრეთვე არის UCSD (სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი) რედი ბიზნესსკოლის ლექტორი და თანახელმძღვანელობს StartR, mystartupxx-ს და სოციალური ვენჩორ აქსელერატორების პროგრამას რედი ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებისა და UCSD-ის სტუდენტებისთვის.
იგი ფლობს სტენფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს ინდუსტირული ინჟინერიის მეცნიერებაში და ჰარვადის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.
ტრეინინგის თემატიკა
- ლინ სტარტაპ მეთოდოლოგია;
- ბიზნეს კანვას მოდელი;
- როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ისეთი იდეები, რომლებიც პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს;
- სტარტაპ ღირებულების შექმნა;
- კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
იდეების სწორ ვალიდაციას, ბიზნეს მოდელის შექმნას, პროტოტიპების ვალიდაციას, მომხმარებლის განსაზღვრას, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნას, სტარტაპის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნას. სამიზნე ბაზრის კვლევას, კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრას.
ვისთვის არის განკუთვნილი სატრენინგო კურსი?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა კანდიდატი:
- იყოს მოტივირებული და შრომისმოყვარე (სატრენინგო კურსი მოითხოვს მონაწილეთა ინტერაქციას);
- ფლობდეს საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას (სატრენინგო კურსის სამუშაო ენა არის ინგლისური);
- როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?
შეავსეთ მარტივი სარეგისტრაცი ფორმა არაუგვიანეს 14 მაისისა. სარეგისტრაციო ფორმისთვის მიჰყევით ბმულს:
შერჩევის პროცედურები
განაცხადების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის. გასაუბრების პროცესი იქნება სტარტაპთა შერჩევის პროცესის მსგავსი – მონაწილეები გამართავენ 2-3-წუთიან პრეზენტაციებს შემრჩევი კომისიის წინაშე.
კომისია დაკომპლექტებული იქნება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის – ლავინის ცენტრის (SDSU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – პრე-აქსელერატორი „ზუმაუთის“ (ZoomOut), საქართველოშიამერიკის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 მაისი.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
კომენტარები