შინაგან საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ 24 საათში სიგარეტის კანონდარღვევით მოწევაზე 12 შეტყობინება მიიღო. სტატისტიკური მონაცემები, პირველი მაისის დილის 7 საათიდან 24 საათის განმავლობაში შესულ შეტყობინებებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში მიაწოდეს.

"საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე. 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა", - აცხადებენ შსს-ში.

ამავე თემაზე: