ქართველ მესაზღვრეს შეეძლება მოქალაქეს შენგენის ზონაში გამგზავრების ნება არ მისცეს - კანონპროექტი
ქართული ოცნების რვა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივით, შესაძლოა, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, საქართველოს მოქალაქეს უარი უთხრან გამგზავრებაზე. შემთხვევა განიხილება იმ დროს, თუკი მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართულებით, იქ სადაც უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ქართველმა მესაზღვრემ მოქალაქეს შეიძლება გამგზავრებაზე უარი უთხრას იმ შემთხვევაში, თუ:
- არ აქვს ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა.
- უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
- სასტუმროს/საცხოვრებლის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი ან ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცვლილების ინიციატორები არიან დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ოთარ დანელია, კახა კუკავა, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე. ინიციატივა პარლამენტში ჯერ არ არის დარეგისტრირებული.
ცვლილება დაგეგმილია საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შესვლის წესების შესახებ საქართველოს კანონში.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პროექტის მიზანია არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.
ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის, გია ვოლსკის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ ვერ გაიგო, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო შენგენის ზონაში შესასვლელად.
დეპუტატი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ იმ დოკუმენტების ნუსხა დგინდება, რაც მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ მაშინ, როცა სამოგზაუროდ მიდიან ევროკავშირის მიმართულებით:
"ეს კარგი საშუალებაა, რომ საქართველოს საზღვართან მოხდეს მნიშვნელოვანი პრობლემის პრევენცია".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივას შეიძლება კარგი მიზანი აქვს, თუმცა ვერავინ განსაზღვრავს, ადამიანი როდესაც მიემგზავრება, ის დარჩება სამ თვეზე მეტი ხნით, თუ არა:
"ბარიერების აღმართვა, დამატებითი დოკუმენტების შემოწმება და სასაზღვრო ფილტრის გავლება - ეს არის დაუშვებელი. შეიძლება ეს გამოიყენონ, როგორც კორუფციული, ასევე პოლიტიკური დევნის კუთხით. რომელიღაც მესაზღვრე თუ ჩინოვნიკი ხდება ადამიანის გადაადგილების განმსაზღვრელი".
ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ასევე აკრიტიკებს პროექტს და ამბობს, რომ მიუღებელია ასეთი ცვლილება.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები