მეხსიერების შემობრუნება
სტატიის გმირების შვილებმა, რომლებიც მშობლების დაავადების ისტორიებს მოგვიყვნენ, სახელებისა და საცხოვრებელი ადგილების შეცვლა გვთხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ თემში, სადაც მათი ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტი ცხოვრობს, ან ცხოვრობდა, ეს დაავადება "სიგიჟესთან" ასოცირდება და ამიტომ ამაზე ღიად საუბარი უხერხულობას ქმნის.
ფოტო: მარიამ ზალდასტანიშვილი
2010 წლის მაისის ერთ-ერთ შაბათს ნუცა ქავთარაძეს არსად ეჩქარებოდა. სამზარეულოში შევიდა, ტელევიზორი ჩართო, სტაფილოს გახეხვა დაიწყო და შვილებისთვის – ლევანისა და მიშოსთვის სადილის მომზადებას შეუდგა. ამ დროს მანგლისიდან ნათესავმა დაურეკა და უთხრა, რომ მაღაზიის წინ შილიფად ჩაცმული დედამისი შენიშნა, რომელიც სოფლის ბოლოსკენ მიდიოდა. მართალია, უკვე მაისი იდგა, მაგრამ მანგლისში ჯერ კიდევ ციოდა. ნუცას დედა კი, 72 წლის ქეთევან ლომთაძე, რუხი ფულეს პალტოსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე, სახლიდან არასდროს გადიოდა. წლების განმავლობაში მანგლისის განათლების მართვის სამსახურის უფროსს მოუწესრიგებლად გარეთ გასვლა ვერც კი წარმოედგინა.
- რაო, რა გითხრა, სად მივდივარო?
- წიწილებს ავედევნეო.
ქეთევანს ნამდვილად ჰყავდა საყვარელი შვილიშვილის, მიშოს წიწილები, რომლებიც ადრეულ გაზაფხულზე გამოიჩეკნენ.
მაღაზიამდე რომ მიეღწია, დედას კენჭებით მოკირწყლული გზა უნდა აევლო, ჯერ ორხაზიანი და შემდეგ ოთხხაზიანი მაგისტრალი გადაეჭრა, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი კიდევ გაევლო და მაღაზიასთან აღმოჩენილიყო. წიწილები ასე შორს ვერ წავიდოდნენ და ნეტა რატომ გადაწყვიტა მათ მოსაძებნად სოფლის ბოლოში გასვლა?
ნუცამ სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და მანგლისის გზას დაადგა. ერთი საათის სავალი მანძილი ოცდაათ წუთში გაიარა. სახლამდე რომ ჩააღწია, დედა უკვე შინ იყო – მაღაზიის მეპატრონის შვილს, თინიკოს დაბნეული მოხუცი კარამდე მიეცილებინა.
- დედა, ზედა უბანში რას აკეთებდი?
შვილის ამ კითხვას დედამ ჯერ წაუყრუა, მერე კი კითხვას ასე უპასუხა:
- მიშოს წიწილების საძებნად წავედი და გზა დავკარგე. აქეთობისას გზაზე ლევანი [შვილიშვილი] შემხვდა. ბიჭებთან ერთად იდგა და ზურგი შემაქცია.
- დედა, ლევანმა შენ გნახა და ზურგი შეგაქცია?! ასეთი რამ გამორიცხულია!
- შენ არ იცი – ახალგაზრდაა და დაბნეული ბებოს ნახვა ეუხერხულა.
- ნუცამ იცოდა, რომ ლევანი თბილისში იყო და არა მანგლისში.
- დედი, არ ინერვიულო. მეც მემართება ხოლმე ეგეთები. შენ აქ, უბანში, ყველა გიცნობს. ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხო, სახლს ყველა მოგასწავლის.
- რას ლაპარაკობ?! სხვებს ვუთხრა, რომ ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა, რომელზეც 45 წელია დავდივარ, დამავიწყდა?!
ალცჰაიმერის დაავადება, როგორც დემენციის ერთ-ერთი განვითარება, მეხსიერების, ყოველდღიური ნორმალური ქცევების, ფიქრების აშლილობაა. იგი არ იკურნება, თანამედროვე მედიცინაში მხოლოდ დაავადებას მართავენ.
საწყის ეტაპზე დაავადებას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზება ნელა, გამოუცდელი თვალისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეუქცევადად პროგრესირებს: პაციენტი ჯერ გულმავიწყი ხდება, დრო და ორიენტაცია ერევა, ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები ეწყება და ბოლოს საკუთარ სახლშიც კი შეიძლება თავი უცხოდ იგრძნოს
ქეთევანს ქმარი წიწილების ძებნის შემთხვევიდან დაახლოებით ორი წლით ადრე, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაეცვალა. შვილები მაშინ დედის გულმავიწყობასა და გახშირებულ უმიზეზო გაღიზიანებას ქმრის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესით ხსნიდნენ და ეგონათ, რომ მალე ყველაფერი გადაივლიდა.
თუმცა იმ დღიდან ნუცა მიხვდა, რომ დედის ქცევაში შესამჩნევი ძვრები ხდებოდა და მისი სახლში მარტო დატოვება უკვე აღარ იყო უსაფრთხო.
დღემდე დემენცია მსოფლიოში დაახლოებით 47 მილიონ ადამიანს აქვს, ყოველ წელს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაახლოებით 10 მილიონ ახალ შემთხვევას აღრიცხავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, 2030 წლისთვის დემენციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 75 მილიონს მიაღწევს და 2050 წლისთვის გასამმაგდება; ორგანიზაციის პროგნოზით, შემთხვევების უმეტესი წილი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიზრდება.
ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა საქართველოშიც მატულობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012-დან 2016 წლამდე, გამოვლენილი შემთხვევები 725 პაციენტით გაიზარდა.
-
"ოცნების" ხელისუფლებამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა "ოცნების" ხელისუფლებამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა
გადახედვა
-
"მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე" "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
გადახედვა
-
კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი? კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი?
-
ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე? ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე?
-
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა
გადახედვა
-
არქის გრანდიოზული საახალწლო დღესასწაული გრანდ ავენიუზე — მხოლოდ არქელებისთვის არქის გრანდიოზული საახალწლო დღესასწაული გრანდ ავენიუზე — მხოლოდ არქელებისთვის
-
დოდონატი — ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება დოდონატი — ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება
-
400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება 400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება
-
2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?
-
თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
გადახედვა
-
TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს
გადახედვა
- ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი? ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი?
-
გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
გადახედვა
-
სახალხო დამცველი ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს სახალხო დამცველი ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს
გადახედვა
-
ჩინელი მომღერლის კონცერტზე გამოჩნდნენ რობოტები, რომლებიც ჩვენზე უკეთ ცეკვავენ — იხილეთ ვიდეო ჩინელი მომღერლის კონცერტზე გამოჩნდნენ რობოტები, რომლებიც ჩვენზე უკეთ ცეკვავენ — იხილეთ ვიდეო
გადახედვა
-
"სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა "სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა
გადახედვა
-
შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa
-
სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან "კონსტრუქციული ურთიერთობებს დაამყარებს". ახსარ ჯიოევი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან "კონსტრუქციული ურთიერთობებს დაამყარებს".
გადახედვა

კომენტარები