აფხაზეთში ახალი ბიზნესი გაჩნდა - აზიური ფაროსანების შეგროვება
ერთი კილოგრამ მავნებელში 18 დოლარს იხდიან
სტატია პირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორის, JAMnews-ის ვებსაიტზე.
როგორც გაირკვა, სასოფლო-სამეურნეო მავნებლის საშუალებით ფულის შოვნა შეიძლება - აფხაზეთში სამეცნიერო კვლევებისთვის აზიური ფაროსანების შეგროვება დაიწყეს. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვინც ერთ კილოგრამ აზიურ ფაროსანას ჩააბარებს, მას ათას რუბლს (18 დოლარს) გადაუხდიან.
ამის შესახებ სოხუმში გამართულ თათბირზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულატ ხატუოვმა განაცხადა. თათბირი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში აფხაზი და რუსი სპეციალისტების კოორდინირების საკითხებს ეძღვნებოდა.
"უახლოეს პერიოდში ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა ფაროსანების დიდი მასა, და რუსული მხარე, მოსახლეობის დამატებითი სტიმულირების მიზნით, ფასს აცხადებს - ათასი რუბლი ერთ კილოგრამ აზიურ ფაროსანაში, რომელიც უახლოეს ორ კვირაში შეგროვდება. ფაროსანა საჭიროა დამატებითი სამეცნიერო კვლევისთვის, რომელიც სწრაფად უნდა ჩატარდეს. კვლევა მანამდე უნდა ჩავატაროთ, ვიდრე ძალიან დათბება", - აღნიშნა ჯამბულატ ხატუოვმა.
რუსი ჩინოვნიკის თქმით, კვლევების შედეგებს აფხაზეთში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების სახით, აფხაზეთში ხუთი სახეობის ქიმიურ პრეპარატს და შესაწამლ ხელსაწყოებს ჩამოიტანს.
მანამდე, რუსი სპეციალისტების დახმარებით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგი ჩატარდა: "ყველა რაიონში აღმოჩენილია ფაროსანა, რომელიც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გააქტიურებას იწყებს. დასკვნა: აფხაზეთის ტერიტორიაზე მავნებელი არსებობს და მასთან ბრძოლაა საჭირო", - ამბობს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორი პიოტრ ჩეკმარიოვი:
"რუსეთის ფედერაციას აფხაზეთთან ვრცელი საზღვარი აქვს. ამიტომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა არამხოლოდ აფხაზეთისთვის არის აქტუალური, არამედ მთელი რუსეთისთვისაც. სხვა შემთხვევაში, მავნებელი, შესაძლოა, სამხრეთი და ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქებშიც გამოჩნდეს, და შეიძლება ვორონეჟამდე მიაღწიოს."
12 მარტიდან რუსეთის საზღვართან საგანგებო საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. რუსეთში აფხაზეთიდან ხილისა და ბოსტნეულის ხელით შეტანა დროებით აკრძალულია.
აზიური ფაროსანა აფხაზეთში ოთხი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში ადგილობრივ სოფლის მეურნეობას მძიმე ზიანი მიაყენა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აფხაზეთში წარმოებული მანდარინების, თხილისა და ნიგვზის რაოდენობა, რაც აფხაზეთის ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებს წარმოადგენს, 70 პროცენტით შემცირდა.
აფხაზეთის ბიუჯეტიდან 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 20 მილიონი რუბლი გამოიყო (დაახლოებით $400 ათასი). აფხაზეთს მავნებელთან ბრძოლისთვის ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ, კერძოდ კი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ მოსახლეობას მიმართა მოწოდებით, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა, ჩვენი სასოფლო -სამეურნეო პროდუქციისთვის საზღვარი ჩაიკეტოს".
"აპრილში აზიური ფაროსანა გამოიღვიძებს და ფრენას დაიწყებს. ჯერჯერობით მათი რაოდენობა დიდი არ იქნება. ძირითადი შემოტევა ივლისში დაიწყება", - უთხრა JAMnews-ს ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა.
ეკოლოგს მიაჩნია, რომ სხვადასხვა მავნებელთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია მცენარეთა დაცვის მთელი სისტემის მოდერნიზაცია. აუცილებელია კვალიფიციური კადრების, აგრონომების, ენტომოლოგების მომზადება, სპეციალიზებული ტექნიკის მოძველებული პარკის განახლება - "შედეგი მხოლოდ მაშინ გვექნება", - ამბობს დბარი.
სოციალურ ქსელებში მოსახლეობისგან აზიური ფაროსანას შესყიდვის ინიციატივას იუმორით შეხვდნენ:
- "რამდენს იწონის ერთი ცალი ფაროსანა? ვფიქრობ, ზამთრის შიმშილობის შემდეგ - ალბათ 1 გრამზე ნაკლებს. 1 000 ფაროსანაზე მეტი როგორ უნდა შევაგროვოთ? რომ გვცოდნოდა, ზამთარშივე დავიწყებდით შეგროვებას. აფსუს, რამდენი გავანადგურეთ და გადავყარეთ სულ ტყუილად."
- "ისე არ მოხდეს, რომ ამ კეთილშობილურმა ინიციატივამ ჩვენს ბიზნესმენებს ფაროსანების ფერმის შექმნისკენ უბიძგოს".
- "სასწრაფოდ უნდა დაწესდეს მუხლი აზიური ფაროსანას კონტრაბანდაზე".
სტატია მომზადებულია სოხუმელი კორესპონდენტის მიერ. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის, On.ge-სა და მათი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები