მარსი - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Medium.com-ზე
ამ წლებში SapaceX-მა გაგვანებივრა სენსაციებით. ბოლო სანახაობა, სამნაწილიანი Falcon Heavy-ს გაშვება თავისთავადაც დიდი მოვლენაა, მაგრამ ვისაც გამორჩა, შევახსენებ, რომ ეს და კიდევ რამდენიმე პროექტი ერთი დიდი გეგმის ნაწილია — კაცობრიობას მარსის კოლონიზაცია აქვს განზრახული. როდესაც 2017-ის სექტემბერში ილონ მასკმა თავისი მარსის კოლონიზაციის გეგმის ტექნიკური მონახაზი გაგვაცნო, ყველაზე ოპტიმისტებსაც კი გაგვაჟრჟოლა. ნუთუ მართლა ზედმეტად ამბიციური და უტოპიურია მისი მიზანი, 2030 წელს მარსზე შეხვდეს? წლებია, არაფერი განსაკუთრებული აღარ მომხდარა კოსმოსის ათვისების საკითხში და უცებ ასეთი განცხადება! იქნებ ეს კაცი მართლა არანორმალურია და თავის სამყაროში ცხოვრობს?
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რატომ არ არის მარსის კოლონიზაცია სიგიჟე. პირიქითაც, ისაა გასაკვირი და სირცხვილი დღეს მარსზე რომ არ ვართ. ეს მოსაზრება მე არ მეკუთვნის. 2007 წელს ნასას ადმინისტრატორმა Michael D. Griffin-მა თავის ინტერვიუში განაცხადა:
We could have been on Mars by now easily, and the paper demonstrates that as well.
ამ ინტერვიუში ის ადასტურებს, რომ ამერიკელებს თავისუფლად შეეძლოთ, 90-იანი წლებიდან მარსზე კოლონიის ქონა ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე, ძალზე არახელსაყრელი მოვლენებისა და გადაწყვეტილებების ჯაჭვს რომ არ აერია კოსმოსის ათვისების ბუნებრივი და თანამიმდევრული მიმდინარეობა. ზემოთმოხსენიებულ ციტატაში ის NASA-ს ნახსენები კვლევა ერთ-ერთია სამიდან, რომელთა მიზანიც იყო NASA-ს შესაძლო ჩამორჩენის და მისი მიზეზების გამოკვლევა. ანუ ეს ჩამორჩენის შესახებ დებულება და 1990-წელში მარსზე კოლონია ამ ერთ ინტერვიუში შემთხვევით წამოროშილი ფანტაზია კი არა, არამედ NASA-ს საკუთარი შეცდომების კვლევის შედეგად დადგენილი მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებაა.
Das Marsprojekt
ეს არის იმ წიგნის The Mars Project გერმანული სათაური, რომელიც ილონ მასკისა და მისი გუნდის სამაგიდო წიგნი გახლდათ მარსის კოლონიზაციის გეგმებზე მუშაობის საწყის ეტაპზე.
წიგნი დაწერილია 1948 წელს. იგი პირველად გერმანულად გამოიცა, რადგან მისი ავტორი ვერნერ ფონ ბრაუნი (Werner von Braun), გერმანული წარმოშობის ამერიკელი, მაშინ ჯერ კიდევ არ ფლობდა ინგლისურ ენას სრულყოფილად. თავისი ნაცისტური ლაქებითა და SS-ის დაღდასმული წარსულის მიუხედავად, ის ამერიკელი ხალხის გმირი გახდა. მის სახელთანაა დაკავშირებული Apollo-ს პროგრამა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ადამიანს პირველად დაედგა ფეხი მთვარეზე.
ვერნერ ფონ ბრაუნი გენიოსი იყო. მისი ვიზიონერული მარსის კოლონიზაციის გეგმა ამ წიგნში ძალზე დეტალურადაა გაწერილი, შემდეგ, NASA-ში მუშაობის წლებში ეს გეგმა კიდევ უფრო დაიხვეწა და სახელით Integrated Program Plan (IPP) ნაწილობრივ გამოქვეყნდა. მისთვის, ვინც მასკისა და ფონ ბრაუნის გეგმების შედარებას დაიწყებს, პირველივე შეხედვისთანავე თვალშისაცემია მსგავსებები და პარალელები.
Apollo პროგრამისათვის ვერნერ ფონ ბრაუნმა უკვე შექმნა რაკეტა, სახელად Saturn. ეს Saturn რაკეტა ისევე, როგორც Falcon Heavy მარსის კოლონიზაციის მუშა ცხენი უნდა გამხდარიყო. ეს ორი რაკეტა დღემდე მსოფლიოში ორი ყველაზე მძლავრი და დიდი რაკეტაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 50 წელია.
მოკლედ გეგმა ასეთი იყო. ამ Saturn-ს ორბიტაზე გაჰქონდა ტვირთი. იქ იწყობოდა ორბიტალური სადგური, რომელიც შუალედურ სადგომსა და საწვავით გასამართ ადგილს წარმოადგენდა ექსპედიციების გამგზავრების წინ. რა თქმა უნდა, ვერნერ ფონ ბრაუნის გათვლები იმდროინდელ ცოდნას ეყრდნობოდა და ამის გამო რამდენიმე პრინციპულ უზუსტობას შეიცავდა. მაგალითად, მარსზე დაშვებას ფონ ბრაუნი აეროპლანერით აპირებდა, რადგან იმდროინდელი შეფასებით, მარსის ატმოსფერო ბევრად უფრო მკვრივი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ წლებში აღმოჩნდა. ბრაუნი აგრეთვე ბირთვული რეაქტორების აქტიურ გამოყენებას გეგმავდა, რადგანაც მაშინ კაცობრობას ბირთვული ენერგიის საშიში მხარეები და რისკები ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული.
გეგმის დეტალურ განხილვას არ დავიწყებ, სამაგიეროდ, ერთ ძალზე მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას. ხალხის გაყვანა ორბიტაზე და უკან დაბრუნება ამ Saturn რაკეტის თავზე დამონტაჟებული თვითმფრინავისმაგვარი აპარატით უნდა მომხდარიყო რომელსაც ბრაუნმა Shuttle-ი უწოდა. ანალოგიური მოთვითმფრინავო მოწყობილობა მაგრდება აგრეთვე Falcon Heavy-ს თავზე ხალხის გადასაყვანად.
კიდევ ერთი სახალისო ფაქტი: მარსელი ვისაც გაქვთ წაკითხული (ან ფილმი ნანახი, ისე, წიგნი იხევს ფილმს) იცნობთ ალბათ ექსპედიციებს, რომლებიც რამდენიმე წლის ინტერვალით მიდი-მოდიან დედამიწასა და მარსს შორის. დასაშვები და უკან წამომყვანი რაკეტებიც გეხსომებათ რომლებიც, წინასწარ "სხდებიან" მარსზე დასატენად. ეს ყველაფერი NASA-ს გეგმებიდანაა აღებული. მეტიც, სახელებიც კი ემთხვევა. მაგალითად, იმ დიდ ხომალდსა და ექსპედიციებს იქაც Ares ჰქვიათ.
ახლა გადავინაცვლოთ 1970 წელში
Apollo-ს პროგრამა დასრულებას უახლოვდება. ბრაუნი NASA-ში ახალ მარსის პროგრამაზე მუშაობს. თეთრ სახლში მოვიდა ახალი პრეზიდენტი ნიქსონი და მისი გაპრეზიდენტებიდან სულ მალე (სავარაუდოდ ძლიერ ვამარტივებ, მაგრამ მომიტევეთ) მის კაბინეტში შემდეგი ხასიათის საუბარი შედგა:
საუბრის მონაწილეები WvB (ვერნერ ფონ ბრაუნი), NX (პრეზიდენტ ნიქსონი), *** მაღალი რანგის სამხედრო თუ სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი (სხვათა შორის, NASA პირდაპირ პრეზიდენტს ექვემდებარება).
WvB: აი, ბატონო პრეზიდენტო, მარსზე გაფრენის გეგმები, სულ რაღაც 100 მილიარდი და 15 წელი გვჭირდება.
NX: Apollo საკმარისი დაუჯდა ამერიკელ ხალხს. მართალია, სახელი და ნაციონალური ღირსება კვლავ აღვიდგინეთ მას მერე, რაც საბჭოთა სპუტნიკმა და გაგარინმა საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს წინაშე შარვალი ჩაგვხადა, მაგრამ ახლა 100 მილიონის მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებაში გადახდა აღარ გვიღირს! რუსებს უკვე მინიმუმ 15 წლით უსწრებთ, ასე რომ …
WvB: გეთანხმებით, ბატონო პრეზიდენტო. ამჯერად მართლაც დიდი უპირატესობა გვაქვს კოსმოსურ ტექნოლოგიებში და მე ვთვლი, რომ ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. კოსმოსს დიდი კომერციული სარგებლობის პოტენციალი აქვს. ჩვენ თუ გავასაიდუმლოებთ ზოგიერთ ტექნოლოგიას და ამერიკულ კომპანიებს კოსმოსში კომერციული საქმიანობის უფლებას მივცემთ, დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი თავის თავს თავიდან ბოლომდე დააფინანსებს.
NX: ჰმმმ, საინტერესოა, მაშ უბრალოდ რაღაცეები უნდა გავასაიდუმლოოთ და კანონით დავუშვათ კოსმოსში ეკონომიკური საქმიანობა?
***: პროტესტს ვაცხადებ! კოსმოსი სტრატეგიული სფეროა, ვერ დაუშვებთ იქ სახელმწიფოს კონტროლის გარეშე ბოგინს და ქაოსს. თანაც ჩვენი ტექნოლოგიები საიდუმლო უნდა დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო კომპანიების მეშვეობით ტექნოლოგია გაედინება რუსეთში და ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს საფრთხე შეექმნება.
NX: მაშ როგორ მოვიქცეთ?
***: ჩვენ, სამხედროები, დავაფინანსებთ შემდგომ პროექტებს დიდწილად, დაკვეთებსაც მოგცემთ. სახელმწიფომ თავის წვლილი უნდა იკისროს. ოღონდ ჩვენი მოთხოვნები უნდა იქნას გათვალისწინებული.
WvB: რა მოთხოვნები.
***: აი ეს შატლის იდეა მოგვწონს, მაგრამ დანარჩენი - მარსზე ბოდიალი და ეგეთები სისულელედ მიგვაჩნია. მოკლედ შატლი გვინდა, ოღონდ ისეთი, ხალხიც რომ გადაიტანოს და ტვირთებიც. ჰო მართლა უკან დაბრუნება ხო შეუძლია მაგ შატლს? ჰოდა აი ეს ფუნქციაც დაამატეთ აუცილებლად. უნდა შეეძლოს ორბიტაზე ასვლა იქ რუსული ან რაიმე სხვა ქვეყნის სატელიტის ორბიტიდან მოხსნა და უკან ჩამოტანა.
WvB: მოპარვა? კი მაგრამ, შატლი მარტო ხალხისთვისაა განკუთვნილი და სატვირთო სექციას თუ დავამატებთ, ვეღარ დამაგრდება Saturn რაკეტის თავზე. ძალზე მნიშვნელოვანია გამოცდილი და სტაბილური ტექნოლოგიის გამოყენება საფუძვლად, მხოლოდ ასე შევძლებთ წინსვლას. მთელს ჩემს გეგმას Saturn რაკეტის გამოყენება უდევს საფუძვლად.
***: Saturn თუ არ გამოდგება, სხვა რამე გააკეთეთ. შატლს უნდა შეეძლოს ტვირთების გატანა, მოხსნა და დაბრუნება. ჰო მართლა, კინაღამ სულ დამავიწყდა. ბომბის ორბიტაზე გატანა და იქიდან შეუმჩნევლად ე.წ. ჩაყვინთვის მანევრით უნდა შეეძლოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩამოგდება.
WvB: (იგინება გერმანულად)
ცხადია, ზუსტად ამ ფორმით ეს საუბარი არ შემდგარა, მაგრამ პრეზიდენტ ნიქსონის მოსვლის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა:
- Apollo პროგრამა დაიხურა. Saturn რაკეტის წარმოება შეწყდა.
- NASA-მ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა სამხედროებთან. მიიღეს დაკვეთა, შეექმნათ შატლი, რომელიც ხალხსაც გადაიყვანდა და ტვირთსაც, უკანაც დაბრუნდებოდა, სატელიტებსაც მოხსნიდა და თუ საჭირო იქნებოდა, ბომბებსაც ჩამოაგდებდა.
- ვერნერ ფონ ბრაუნმა ქუდი დაიხურა და NASA-დან წამოვიდა.
შევაჯამოთ: Space Shuttle-ით რომ მოხდა ფონ ბრაუნის პროგრამის ჩანაცვლება, ძირითადად, სამხედროებისა და პრეზიდენტ ნიქსონის ბრალია:
წიგნი ამ თემაზე: How We’ll Live on Mars by Stephen Petranek
მოკლე ვიდეო ავტორისგან: Why Don’t We Have a Mars Colony Yet? Blame Nixon.
რატომ არ ვარგა ტექნოლოგიების გასაიდუმლოება?
ზემოთხსენებული ერთ-ერთი იდეა იყო ტექნოლოგიების გასაიდუმლოება. ეს თითქოს უმნიშვნელო მომენტი ძლიერ ცვლის სურათს. ვთქვათ, NASA-მ გარღვევა მოახდინა და შექმნა ძალზე წინწასული ძრავი. ეს ტექნოლოგია თუ გასაიდუმლოებულია, ამ ძრავის დამზადება მხოლოდ საიდუმლო სახელმწიფო, ან სახელმწიფოსთან დაახლოებულ საწარმოშია შესაძლებელი. ასეთ საწარმოს კონკურენცია არ გააჩნია. იგი არაა დაინტერესებული, რომ ტექნოლოგია დახვეწოს ან უფრო დაბალ ფასად აწარმოოს.შედეგად, ეს ძრავი რჩება წლების განმავლობაში ძველი, ძვირი და უხარისხო.
პირველად მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის პატენტები რომ გახსნა, ძალზე გამიკვირდა, რას შვება, თავს იკლავს-მეთქი? თურმე არა. როცა კომპონენტების შეძენა თავისუფალ ბაზარზე შეგიძლია, როცა უამრავი კომპანია ცდილობს, მოგაწოდოს ერთი მეორეზე უკეთესი ნაწილი, ერთი მეორეზე დაბალ ფასად, საბოლოო ჯამში ხეირობ შენ, მწარმოებელი!
NASA-ს გადაწყვეტილებამ, კოსმოსური ინდუსტრია თავისი მონოპოლიის ქვეშ დაეტოვებინა, ლახვარი ჩასცა ამ სფეროს ზოგადად და ძალიან ძვირი დაუჯდა ამერიკელ გადამხდელს.
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ აპატენტებს SpaceX არაფერს, არის ის, რომ არ უნდათ კონკურენტების ყურადღება მიიქციონ:
ამ თემაზე: All Our Patent Are Belong To You — Elon Musk, CEO June 12, 2014
Space Shuttle
ასე დაიწყო ნაცრისფერი ერა კოსმოსის ათვისებაში. ვერნერ ფონ ბრაუნის მიერ შემოთავაზებული პატარა შატლის ნაცვლად, რომელიც არსებული რაკეტის Saturn-ის თავზე დამაგრებდა, ამერიკელებმა შექმნეს შატლი, რომელიც ზომის გამო რაკეტის წვერზე ვეღარ დამაგრდა.
ამით დაარღვიეს რაკეტმშენებლობის პირველი მცნება: “არა ქმნა თავსა შენსა რაკეტაი იგი ასიმეტრიული”. Saturn, FalconHeavy, Soyuz-ი ყველა ვერტიკალურად სიმეტრიული საფრენი აპარატებია, რაც სტაბილურობას ქმნის და ძალიან ბევრ თავის ტკივილს აცილებს სისტემის შემქმნელებს.
ამ გვერდიდან "მიტყეპების" გადაწყვეტილებას მეორე ნეგატიური მხარეც ჰქონდა. ზედაპირი იზრდებოდა, იზრდებოდა ხახუნი, იზრდებოდა საწვავის ხარჯი, რაც რაკეტის შემთხვევაში კიდევ დამატებითი საწვავის ასაწევ დამატებით საწვავს ითხოვდა. მოუწიათ გვერდითი ბუსტერების დამატება.
ამ მონსტრის ორივე კატასტროფაც ამ გვერდიდან მიტყეპების ირიბი შედეგი აღმოჩნდა. მოკლედ დიდხანს არ შევჩერდები, უბრალოდ გაგაცნობთ შატლის ექსპლოატაციის მოკლე სტატისტიკას :
- შეცდომის ალბათობა Space Shuttle-ზე 1500-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საწყისი შეფასება. სულ 6 ცალი დამზადდა, აქედან ერთი საცდელი. დანარჩენი ხუთიდან 2 ჩამოვარდა. ამის შედეგად, შატლი ყველა დროის ყველაზე ცუდი საფრენი აპარატია სავარაუდოდ.
- ერთი ფუნტი ტვირთის ღირებულებამ შეადგინა 27.000$, საწყისი შეფასება იყო 118$ (დღევანდელზე გადაანგარიშებით 700$) ანუ ფინანსურად 40-ჯერ ძვირი დაჯდა. შედარებისათვის, რუსები თავისი 1960-იანი ტექნოლოგიებით 2.300$-ს ახერხებენ.
- დაგეგმილი იყო თითო შატლით 50 მისიის შესრულება წელიწადში, რეალობაში იმდენად ბევრი შეკეთება სჭირდებოდა ფრენებს შორის, რომ სულ რაღაც 5 ფრენაღა იყო შესაძლებელი მთელი ფლოტის გამოყენებით.
- ამის გამო, ვერც სამხედროები იყენებდნენ შატლს წესიერად დაგეგმილი ასობით მისიის ნაცვლად სულ 11 საიდუმლო მისია იქნა შესრულებული, რომლის დეტალებიც დღემდე გასაიდუმლოებულია.
CCCP
რა ხდება ამ დროს საბჭოთა კავშირში. 1966 წელს კვდება საბჭოთა კოსმოსის წარმატებების მამა სერგეი კოროლევი. ის იყო ფაქტიურად ვერნერ ფონ ბრაუნის შესატყვისი საბჭოთა კავშირში. ბრაუნისაგან განსხვავებით, რომელიც ცხოვრებაშივე აღიარებული გმირი იყო, რომელიც სიმდიდრეს, კეთილდღეობასა და პოპულარობას სიცოცხლის ბოლო დღეებამდე არ იყო მოკლებული, სამწუხაროდ (და ეს ძალზე დამახასიათებელია რუსული სახელმწიფოსათვის) კოროლიოვის სახელი, და მისი არსებობა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი. მან მთელი თავისი ცხოვრება საიდუმლო ქალაქში ისე გაატარა, რომ მისი სურათიც კი არ უნახავს საბჭოთა მოქალაქეს. სხვათა შორის, საცოდავ კოროლიოვს საბჭოთა გულაგშიც კი მოუხდა უდანაშაულოდ ჯდომა. რამხელა ირონიაა, ვერნერ ფონ ბრაუნს ეპატიება თავისი უმძიმესი ნაცისტური დანაშაული მეცნიერების ხათრით და კოროლიოვი კი უდანაშაულოდ გულაგში ლპება.
ბრაუნის მაგვარად, კოროლიოვსაც ქონდა შორს მიმავალი გეგმები. მოკლედ რუსებმა, ისევე როგორც ამერიკელებმა, ნაგავში გადაყარეს კოროლიოვის მთვარეზე გაფრენის გეგმები და სულ სხვა ინჟინრების ჯგუფს ახალი ტექნოლოგიის შექმნა უბრძანეს. რაკეტას ერქვა N1. N1-ს უნდა შეძლებოდა მარსზე და ვენერაზე გაფრენა, მთვარე მეორეხარისხოვანი იყო.
N1 — რომელსაც საბჭოთა კავშირი მარსზე უნდა მიეყვანა
ერთ-ერთი წარუმატებელი სტარტის შედეგად შხამიანმა აფეთქებამ მთელი საინჟინრო პერსონალი ამოწყვიტა. პარტიისა და იდეის ერთგულების დასადასტურებლად მთავარი კონსტრუქტორი რაკეტის ქვეშ დაჯდა გაშვების წინ და ბუნებრივია, x$% #3@-ა. N1-მა, იმის გარდა, რომ წარუმატებელი რამ იყო, სერიოზული ფინანსური ზარალი და დარტყმა მიაყენა რუსულ კოსმოსურ საქმეს.
ამასობაში რუსებმა გაიგეს ამერიკელები Shuttle-ს აკეთებენო. სავარაუდოდ, მოიპარეს ნახაზები და ალბათ მაგარი ვეშიაო, ეცნენ და თვითონაც დაიწყეს კეთება. პროექტს Buran ერქვა. ერთი პრინციპული განსხვავების გარდა (Buran-ს Shuttle-ისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი მზიდავი რაკეტა ქონდა, სახელად Energia, შატლი კი თვითონ იყო სუსტი მზიდავი რაკეტა, ამიტომ ესაჭიროებოდა ბუსტერები) რუსი დაიკო თავის ამერიკელ ძმას, ფორმის გარდა, თავისი ჭირვეული ხასიათითა და უაზრო მფლანგველობითაც ძალზე დაემსგავსა.
დადგა 90-იანი წლებიც. ჩვენთან გაზი და შუქი გაქრა, ნავთით მოვაჭრეები გამოჩნდნენ ქუჩებში და მწვანე ნავთქურა სამზარეულოებში. არც რუსულ კოსმოსს ულხინდა მაგ დროს. Buran და Energia შეაჩერეს, ამდენი ფული ქონდათ ჩაყრილი, წვიმაში ხომ არ დატოვებდნენ ღია ცის ქვეშ, ჰოდა აუშენეს ფარეხი სახელდახელოდ. ძალიან სახელდახელოდ კი მოუვიდათ. 2002 წელს ფარეხის ჭერი ჩამოინგრა და ქვესკნელში ჩაიტანა მილიარდობით ჩემი და შენი მშობლების ფულები. მეტი ინფო: The life and death of Buran, the USSR shuttle built on faulty assumptions.
ბურანისა და ენერგიის ბედს მთელი საბჭოთა კოსმოსური ინდუსტრია იზიარებდა. დაჭაობებულ საწყობში მილიარდობით ღირებულების ტექნიკა ჟანგდებოდა, მაგრამ ეს არ გახლდათ ყველაზე დიდი პრობლემა. ჩრდილო კორეა, ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ნადირობდნენ დამშეულ რუს კოსმოსურ ინჟინრებზე, რომლებიც უმუშევრად დარჩენილები მხოლოდ ოჯახის გამოკვებაზე ფიქრობდნენ. ეს საშიშროება დაინახა შტატებმა და კიდევ ერთი უბანძესი გდაწყვეტილება მიიღეს.
გადაწყვიტეს როსკოსმოსის გადარჩენა. კოსმოსური სადგურ MIR-ის ერთობლივი გამოყენება, Soyuz-ის პროგრამის გაგრძელება, ISS-ის ერთობლივი შექმნა და ა.შ. პირველმა დაკვეთებმაც არ დააყოვნა და ამერიკული გადამხდელის მილიონები გადაეშვა როსკოსმოსის ხახაში. წავიდა ყოფილი სამხედრო სატელიტების გადაპროექტებისა და ადაპტაციის სამუშაოები. რა იცოდა იმ დროს NASA-მ, რომ თურმე რის დემოკრატია, რა დემოკრატია, KGB-ს არ სძინავს. გავა წლები და ეს დახმარება უკან შემოუბრუნდება და მძიმე პოლიტიკურ და ფინანსურ ტვირთად დააწვება შტატებსა და ევროპას.
შევაჯამოთ შეცდომები
- Apollo-ს პროგრამის გაგრძელებისა და Saturn რაკეტის განვითარების ნაცვლად გადაწყდა 0-დან ახალი სისტემის შექმნა.
- გადაწყდა ტექნოლოგიების გასაიდუმლოების პოლიტიკის გაგრძელება და კოსმოსი დახურული რჩებოდა კომერციული გამოყენებისათვის.
- Space Shuttle უნდა გამხდარიყო მრავალფუნქციური სუპერ მანქანა, რის შედეგადაც ერთმანეთის გამომრიცხავმა მოთხოვნებმა უსაგებლო ქიმერა მოგვცა შედეგად.
- 90-იანი წლების რუსული კოსმოსური ტექნოლოგიების გადასარჩენად მოხდა უზარმაზარი ფულის ჩატუმბვა კონკურენტში (სიგიჟე!).
ამ ძირითადი მიზეზების გამო მარსის კოლონიზაცია გადაიდო და ზოგადად კოსმოსური ტექნოლოგიები ჩამორჩა თავის შესაძლო განვითარების მარშრუტს მინიმუმ 30–40 წლით.
P.S. ამ სტატიის წერა დავამთავრე თვითმფრინავში, აბსოლუტურად შემთხვევით შევხედე ეკრანს და დავადგინე რომ ამ წამს, გზად პეკინიდან მიუნხენში, დაახლოებით ბაიკანურის, ყაზახეთში მდებარე რუსული აეროდრომის თავზე ვიმყოფები.
P.P.S. სასაცილო ფაქტი: მარსის კოლონიზატორს ვერნერ ფონ ბრაუნის წიგნში ილონი ჰქვია.
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
კომენტარები