არ დაგვიტბოროთ სოფლები - თბილისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
"არა ჰესებს", "არ დაგვინგრიოთ სოფლები", "შეინარჩუნე რაჭა", სვანეთი ჩემი სახლია არ დამიტბორო, - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომელიც ჰესების აშენების საწინააღმდეგო აქციაზე გააჟღერეს. აქცია-მსვლელობა დღეს, 14 მარტს, თბილისში გაიმართა. აქციიაზე დასასწრებად თბილისის გარდა, სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, მთიულეთიდან და ხევიდან ჩამოვიდნენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილის თქმით, თუკი მთავრობა არ შეწყვეტს ჰესების მშენებლობას ისინი პრობლემის მოგვარებას თავად შეეცდებიან და მშენებლებს სვანეთის ტერიორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.
აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო და მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ. მათ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მოითხოვეს შეხვედრა. მათი განცხადებით, მთავრობამ უნდა შეასრულოს დაპირება და შეწყვიტოს დიდი ჰესების მშენებლობა.
მოგვიანებით, მსვლელობამ თბილისის პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პარლამენტის წევრებს სოლიდარობა გამოეხატათ აქციის მიმართ. მათი თქმით, ეს არის ბრძოლა არამხოლოდ ჰესების წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჰესების მშენებლობა ბიომრავალფეროვნების, სოფლების ისტორიის და კულტურის განადგურებას ემუქრება.
საბოლოოდ, აქცია ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) ოფისთან დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ადგილი იმიტომ აარჩიეს, რომ მოუწოდონ ბანკის თანამშრომლებს და პასუხისმგებელ პირებს არ დააფინანსონ ჰესების მშენებლობა და გაითვალისწინონ ზარალი, რომელსაც ეს პროექტები საქართველოს მიაყენებს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები