არგენტინაში, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე 389 კგ კოკაინი აღმოაჩინეს
ბუენოს აირესში, რუსეთის საელჩოს შენობაში 22 თებერვალს, არგენტინელმა სამართალდამცავებმას ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი, დაფასოებული 389 კგ კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ გამოცემა Todo Noticias-ზე დაყრდნობით, Fox News-ი ავრცელებს.
მედიაში არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაგეგმვაში, მონაწილეობა რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმაც მიიღეს. როგორც ვარაუდობენ, სულ დანაშაულებრივ ჯგუფში ხუთი ადამიანი იყო ჩართული, რუსეთისა და არგენტინის მოქალაქეები. არგენტინელმა სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს ორი მათგანის დაკავება. ერთი მათგანი, ბუენოს აირესის პოლიციის ოფიცერია, ხოლო მეორე, რუსი ყოფილი ჩინოვნიკი. კიდევ ერთი მათგანი, სავარაუდოდ, თავს გერმანიას აფარებს. სამართალდამცავებისთვის ჯერჯერობით უცნობია, კრიმინალურ სქემაში მონაწილე სხვა პირების ადგილსამყოფელი.
არგენიტინის ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, გახსნილია სქემა, რომლითაც დიპლომატიური სამსახურის დახმარებით ნარკოტიკები არგენტინიდან ევროპისა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ. ამოღებული კოკაინის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია. 389 კგ კოკაინი სულ 360 პაკეტში იყო დაფასოებული, სამართალდამცავების თქმით, დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით იგეგმებოდა კოკაინის ეტაპობრივი გადაგზავნა რუსეთისა და ევროპის კონკრეტული ქვეყნების მიმართულებით.
ფაქტს ტვიტერის პირად გვერდზე გამოეხმაურა, არგენტინის უშიშროების მინისტრი პატრიცია ბურლიჩი. მინისტრის თქმით, ოპერაციაში ჩართული იყო რუსული მხარეც და არგენტინულ მხარესთან ერთად აწარმოებდა გამოძიებას, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
სპეცოპერიაციში რუსი სამართალდამცავების მონაწილეობა, ასევე, დაადასტურა რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსამსახურმა, თუმცა ოპერაციის დეტალების გამხელისგან უწყებაში თავი შეიკავეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები