ქალთა უფლებების დაცვა - რა კეთდება კაცების ცნობიერების ასამაღლებლად?
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები თაჰმინა საკუთარი სახლის ეზოდან მოიტაცეს. შემდეგ სცენარი ისე განვითარდა, როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში ხდება ხოლმე, გამტაცებლის ოჯახმა თაჰმინას მშობლებთან შუამავლები გაგზავნა. შუამავლებმა, ტრადიციისამებრ, ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ თუ გატაცებულ გოგოს ოჯახი უკან დააბრუნებდა, თაჰმინას სახელი გაუტყდებოდა, სახელგატეხილ გოგოს კი შემდეგ აღარავინ ითხოვდა.
რჩევაც ტრადიციული იყო. უთხრეს, რომ პოლიციისთვის მიმართვის ნაცვლად სჯობდა, ბიჭის ოჯახს შერიგებოდნენ და მამა-პაპური ქორწილი გადაეხადათ. შუამავლები უკან გაწბილებულები წავიდნენ - ოჯახი თაჰმინას სურვილის წინააღმდეგ არ წავიდა და მოძალადეზე მის გათხოვებას არ დათანხმდა. ახლა საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. თაჰმინა, რომელიც კოლეჯში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სწავლობს და სიყვარულით გათხოვებაზე ოცნებობს, იღბლიანი გამონაკლისია - ეთნიკური აზერბაიჯანელები, როგორც წესი, მოტაცებულ გოგოს ოჯახში უკან არ აბრუნებენ.
ქვემო ქართლში გოგონების მოტაცება და ადრეულ ასაკში მათი გათხოვება ჩვეულებრივი ამბავია და ბევრმა ადამიანმა ქალთა უფლებებსა და გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე არაფერი იცის.
ადრეულ ასაკში დაფეხმძიმების და ბავშვის გაჩენის გამო, საფრთხე შეიძლება შეექმნას როგორც მომავალ დედას, ისე ნაყოფს. გარდა ამისა, გოგონა, რომელიც უმაღლესი განთლების მიღებას კი არა, სკოლის დამთავრებასაც ვერ ახერხებს, მუდმივად სიღარიბეში ცხოვრებისთვის იწირება. ასეთი ქალები, როგორც წესი, შემდეგ იძულებულები არიან "შავ მუშად" იმუშაონ ან მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმრის კმაყოფაზე მყოფ დიასახლისებად დარჩნენ და მისი ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა აიტანონ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ქალთა 3/4-ზე მეტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მათი დიდი ნაწილი ადრეულ ასაკშია გათხოვილი.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში გოგოები 17 პროცენტი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება. ნაადრევი ქორწინების შემთხვევათა დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლზე მოდის.
ამ პრობლემის აღმოფხვრისა და ქალთა ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მოდით, აქვე ვიკითხოთ, მამაკაცების ცნობიერების ამაღლებისთვის რა კეთდება?
ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსს ძირითადად მამაკაცები განსაზღვრავენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პრობლემებზეც ძირითადად ისინი მსჯელობენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ. სწორედ ამიტომ, ქალთა უფლებების დაცვის პოპულარიზაცია ყველაზე მეტად მამაკაცებშია საჭირო.
ქალთა მოტაცება, მკვლელობა, გაუპატიურება და ძალადობა რომ აღარ იყოს, ეს მხოლოდ მამაკაცების აზროვნების შეცვლითაა შესაძლებელი. მსოფლიოში ქალებზე ძალადობის წინაღმდეგ მიმართული არაერთი ისეთი კამპანია იმართება, სადაც კაცებიც მონაწილეობენ. კაცები თუ არ გააცნობიერებენ და არ იბრძოლებენ ქალთა უფლებების დაცვისათვის, ქალებზე ძალადობა და მათზე ტერორი არასოდეს დასრულდება.
საქართველოში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების მთავარი პრობლემაც სწორედ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ქალები საკუთარ უფლებების დაცვისთვის აქტიურად იბრძვიან, მათი ხმა საკმარისად არ ისმის.
აუცილებელია, რომ ასეთ კამპანიებში კაცებიც, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი კაცებიც მონაწილეობდნენ და ქალთა უფლებების დამცველ მამაკაცებს მხარი აქტიურად დავუჭიროთ. დღეს ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი მამაკაცი ქალთა უფლებების დაცვის კამპანიებს და ქალთა უფლებების დამცველ მამაკაცებს ირონიით უყურებს. სამწუხაროდ, ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ასეთი მამაკაცი ბევრია. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კაცი ოჯახის მართვის სადავეს კარგავს და ქალს "თავის ჭკუაზე" სიარულის უფლებას აძლევს, ეს მისი სისუსტის ნიშანია.
ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ ქალების კი არა, კაცების ცნობიერების ამაღლებისთვისაც სერიოზულად უნდა მუშაობდნენ.
მჯერა, თუ მამაკაცები ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობას გაიზიარებენ და მათი უფლებებისთვის იბრძოლებენ, ქალთა მიმართ ძალადობის პანდემია დასრულდება. მსოფლიო გამოცდილებაც ამას ადასტურებს.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები