თავშესაფრის მაძიებელ ქრისტიან ერაყელს საქართველომ უთხრა, რომ სამშობლოში საფრთხე არ ემუქრება
ფოტო: wnd.com
"პირველად რომ ჩამოვედი მაშინვე შემიყვარდა. ქართველი ხალხი, მათი რწმენა განსაკუთრებულია. საქართველო ჩემი არჩევანია," - ამბობს აბდულმუნაემ ჯებურ საბრ ალ-სვაიეადი და იქვე აგრძელებს - "თავშესაფარზე უარი მითხრეს. ალბათ, არ იციან, რამდენად სახიფათოა ერაყში ისლამიდან ქრისტიანობაზე გადასვლა."
აბდულმუნაემი საქართველოში უკანასკნელად 2016 წლის აგვისტოში ჩამოვიდა, ტურისტული კომპანია დააფუძნა, მოინათლა და აბო დაირქვა. იხსენებს, რომ ისლამის მიტოვებასა და ქრისტიანად მონათვლამდე ბევრი იფიქრა და დიდი გზა გაიარა. თუმცა ყოველთვის იცოდა, რომ სარწმუნოების შეცვლა უნდოდა.
"ზოგადად, მუსლიმებისთვის, ქრისტიანობა და იუდაიზმი წითელი ხაზია. შეგიძლია იყო ბუდისტი, ამის გამოც მოგკლავენ, მაგრამ თუ ქრისტიანი ან იუდეველი ხარ - შენს სისხლს დალევენ", - უთხრა აბომ On.ge-ს.
საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროში ოთხსაათიანი გასაუბრების შემდეგ უთხრეს, რომ ქრისტიანობის მოძღვრების საბაზისო, ელემენტარულ და ზოგად დებულებებში ვერ ერკვეოდა, რის გამოც სამინისტრომ არასანდოდ მიიჩნია აბოს მიერ დასახელებული პრობლემები. აბოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში ლტოლვილთა სამინისტრო წერს:
"თქვენი მასალების განხილვის შედეგად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში თქვენ არ დადგებით არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხის წინაშე, ასევე, ერაყის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტების შემთხვევები."
სამინისტროს გადაწყვეტილებას აბო სასამართლოში გაასაჩივრებს. აპირებს, მიმართოს სახალხო დამცველსაც. ომბუდსმენის აპარატში On.ge-ს დაუდასტერს, რომ მიმართვის შემთხვევაში საქმეს შეისწავლიან.
იმის გასაგებად, თუ როგორია ერაყში ცხოვრება ქრისტიანებისთვის, უახლესი ისტორიის გადახედვაც საკმარისია. თუმცა მანამდე, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ერაყის 67 მოქალაქიდან მხოლოდ ერთს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო შვიდს - ჰუმანიტარული. 42 ერაყელს თავშესაფარზე უარი უთხრეს.
2016 წელს, თავშესაფრის 259 მაძიებლიდან ლტოლვილის სტატუსი ერაყის 9 მოქალაქემ მოიპოვა, ჰუმანიტარული სტატუსი კი 143-ს მიანიჭეს. ამავე წელს, 103 ერაყელს თავშესაფარზე უარი ეთქვა.
ქრისტიანების დევნა ერაყში
თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ქრისიტიანები დაახლოებით 2 000 წლის განმავლობში ცხოვრობდნენ. იყო დრო, როდესაც ერაყელი ასურული ქრისტიანების რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა, თუმცა მათი რიცხვი დროთა განმავლობაში დრამატულად შემცირდა. 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომამდე, მათი რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს აღწევდა. 2003 წელს, აშშ-ის შეჭრის დროს ქრისტიანთა რაოდენობა 800 ათასის ტოლი იყო. მას შემდეგ, ერაყის ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ავსტრალიაში გაიქცა, უფრო მეტი კი, ISIS-ის გამო, იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ერაყის კონსტიტუცია რამდენიმე ჯგუფის რელიგიურ თავისუფლებას აღიარებს, მათ შორის, მუსლიმების, ქრისტიანებისა და იეზიდების.
ბევრმა ქრისტიანმა ერაყი სადამ ჰუსეინის რეჟიმის მარცხის შემდეგ დატოვა, როდესაც მათ მიმართ დევნა გაძლიერდა. ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკავებასთან ერთად, ქრისტიანებსა და სხვა უმცირესობებს სარწმუნოების შეცვლას, სადამსჯელო გადასახადის გადახდას აიძულებდნენ, ან მოკვლით ემუქრებოდნენ. 100 ათასმა ადამიანმა დატოვა მოსული, ქრისტიანებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასახლებული რეგიონი ჩრდილოეთ ერაყში.
პროპაგანდისტული მიზნებისთვის ISIS-ს არაერთხელ გაუვრცელებია ქრისტიანების მკვლელობის ამსახველი ვიდეოები. ორგანიზაცია მამრობითი სქესის არა მუსლიმ ბავშვებს რელიგიის შეცვლას აიძულებდა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებსა და გოგოებს კი სექს ტრაფიკინგსა და მონობაში რთავდა. ისლამურმა სახელმწიფომ გაანადგურა ქრისტიანული ადგილები, გაძარცვა და გადაწვა სახლები და ეკლესიები. ერაყში უძველესი 1 400 წლის ქრისტიანული მონასტერი მოსულში გამოჩენიდან რამდენიმე თვეში ISIS-მა მიწასთან გაასწორა.
უმცირესობების მიმართ ISIS-ის ქმედებები აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გენოციდად შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ სამწლიანი ომის შემდეგ, ერაყმა ისლამურ სახელმწიფოზე სრული გამარჯვება 9 დეკემბერს გამოაცხადა, ზიანი, რომელიც ISIS-მა ქრისიტიანულ ანკლავებს მიაყენა ძალიან დიდია. ISIS-ის გამოჩენამდე ერაყში 300 ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა, თუმცა არავინ იცის რამდენი გადარჩა და რამდენი დაბრუნდება უკან ახალი ცხოვრების დასაწყებად.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა


კომენტარები