რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების მიხედვით 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათზე, გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს ყელში ხელების წაჭერით და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ის 20 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.