საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამოღებულია 28, 388 გრამი ჰეროინი. ბრალის სრულად დამტკიცების შემთხვევაში, 15-წლით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;
  • 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი: საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.