გურჯაანში გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა, თბილისში, მონასტერში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახში იმყოფება.

სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი, დაახლოებით, ორი თვის წინ, ნეომბერში გაუჩინარდა. მას ოჯახის წევრები და პოლიცია ეძებდა.