თურქული მედია: ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევი მოკლეს
თურქული პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალება Daily Sabah ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი აჰმედ ჩატაევი. Daily Sabah ეყრდნობა სხვა თურქულ გამოცემა Haberturk-ს. Haberturk ვარაუდობს, რომ მოკლულებს შორის აჰმედ ჩატაევია, თუმცა არ ასახელებს, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.
აჰმედ ჩატაევი თურქეთის ხელისუფლების მიერ მიჩნეულია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2016 წელს განხორციელებული ტერაქტის ავტორად. აღნიშნულ ფაქტს მაშინ 45 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Daily Sabah წერს, ჩატაევმა და მისმა თანამებრძოლებმა საქართველოს საზღავრი არალეგალურად გადაკვეთეს და მათ სამართალდამცავებს დანებებაზე უარი უთხრეს.
აჰმედ ჩატაევი საქართველოში 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დააკავეს. ის იყო მომლაპარაკეებლი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს ლაფანყურის ტყეში.
ჩატაევს ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის წაუყენეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, ჩატაევი წინასწარი პატიმრობიდან პროკურატურის მოთხოვნით გირაოთი გაათავისუფლეს. 2013 წლის იანვარში კი ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის გამო და გირაოს თანხაც უკან დაუბრუნდა. მან საქართველო დატოვა. ბოლო წლებში ის სირიაში იმყოფებოდა და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა.
21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი.
სპეცოპერაციის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული იყო მოსახლეობა, სკოლასა და სამ ბაღში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. სპეცოპერაციის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი და გარემოება ამ დრომდე უცნობია.
ქართული სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა იდენტიფიცირება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები