"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია ზახაროვამ პრორუსი ბიზნესმენის, პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერის, მამუკა ფიფიას კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთის საგარეო უწყება, სისტემურად დაუჭიროს მხარი რუსულ-ქართულ ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებს, რათა ახალგაზრდებმა "ობიექტური ინფორმაცია" მიიღონ, განაცხადა, რომ "ბედნიერები არიან", რომ სავიზო კედლები დაინგრა და რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა.
ცნობისათვის, ფიფია ეკატერინბურგში, 40-კაციან ქართულ დელეგაციასთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალს ესწრება.
მისი კითხვის საპასუხოს ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა "ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად იპოვონ პასუხი კითხვაზე: როგორია და რა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები — როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი?".
ამას გარდა, ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთში ჩასულმა ქართველებმა თავად უნდა ნახონ ქვეყანაში არსებული ვითარება — მოინახულონ თეატრები, მუზეუმები, რესტორნები, საქართველოსა და რუსეთს საერთო ისტორიის ძეგლები და მემორიალები, გაესაუბრონ სხვადასხვა თაობის ადამიანებს და სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეცნონ, როგორ არის წარმოდგენილი ქართული ისტორია და ლიტერატურა. მისი თქმით, "სიმართლის" გასაგებად რუსეთში ჩამოსვლა და ვითარების ადგილზე შეფასებაა საჭირო.
"ნება მომეცით, გიპასუხოთ ამ კითხვაზე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე უბრალოდ როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქემ — და გარდა ყველაფრისა, როგორც ადამიანმა, რომელსაც საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად იპოვონ პასუხი კითხვაზე: როგორია და რა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები — როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი?
იცით, ამბობენ ხოლმე, რომ სიმართლე უფასოა. ის მართლაც უფასოა. მაგრამ აი ეს კონკრეტული სეგმენტი, სიმართლის ეს ნაწილი, მართლაც შეიძლება შეფასდეს — იცით, რა ღირს? ის ღირს საქართველოდან რუსეთში ფრენის ბილეთის ფასი.
ჩამოდით და თავად ნახეთ. დაელაპარაკეთ ჩვენს მოქალაქეებს, იარეთ ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში, რესტორნებშიც კი, შეგიძლიათ შეადაროთ, სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო — მოსკოვში თუ თბილისში... ეს გემრიელი ძალაა.
ამიტომ ჩამოდით და ნახეთ, თავად ჩამოდით! შეიძლება თვითმფრინავით არა, როგორც გირჩევნიათ, უბრალოდ ჩამოდით და ნახეთ. გაიგეთ, რა მდგომარეობაშია ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან თუ ჩვენს საერთო ისტორიასთან. მოინახულეთ ჩვენი საერთო საბრძოლო დიდების ადგილები, ნახეთ, რა მდგომარეობაშია მემორიალები, რომლებზეც ამოკვეთილია ქართული გვარები და სახელები. დაელაპარაკეთ ყველას: ახალგაზრდებს, უფროს თაობას. შედით ბიბლიოთეკებში და ნახეთ, როგორ არის წარმოდგენილი ქართული ლიტერატურა, როგორ ვამაყობთ იმით, რომ გვქონდა ასეთი საერთო წარსული. შედით სკოლებში, გადაშალეთ ისტორიის სახელმძღვანელოები და ნახეთ, რამხელა პატივისცემით ისწავლება ის ნაწილი, რაც საქართველოსა და ჩვენს საერთო ისტორიას ეხება", — თქვა ზახაროვამ.
ზახაროვა ამბობს, რომ მისი შეფასებით, დასავლური პროპაგანდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთის როლს მალავს და საქართველოში დასავლურ გრანტებზე დამოკიდებულ პოლიტიკოსებს რუსოფობიური პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგებდა. ამასთან, ის ქართველებს მოუწოდებს, რუსეთში ჩავიდნენ და იქ თავად ნახონ ვითარება და საკუთარი პასუხები იპოვონ.
ბრიფინგზე მამუკა ფიფიამ ისიც თქვა, რომ რუსეთში 40-კაციანი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობას მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიერ ქართველი ახალგაზრდების ანტირუსული განწყობების ჩამოყალიბების მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდები რუსეთთან პირდაპირი კონტაქტით ინტერესდებიან.
მეტი მამუკა ფიფიას შესახებ:
- მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
- პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
- ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
- პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
- პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
- მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
- რუსეთის ვიცეპრემიერის განცხადებას, აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენის შესახებ, პრორუსი მამუკა ფიფია ეხმაურება
- კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები