"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს სათაურით — "მეზობლობა ახალი ქსელების ეპოქაში" და წერს, რომ ჰქონდა ხანგრძლივი საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან მისი "სამსახურებრივი მიმართულების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და მის გარშემო არსებული გარემოს განვითარების პერსპექტივების შესახებ". მისივე თქმით, "მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ".
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი სამსახურებრივი მიმართულების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და მის გარშემო არსებული გარემოს განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ბოლო ცხრა თვის განმავლობაში თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესწავლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი სანაპირო ქვეყანა, თავისი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურითა და ბაზრებთან არსებული კავშირებით, შეიძლება იყოს ირანისა და მისი გარემომცველი სივრცის დამაკავშირებელი ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი.
თუმცა მთავარი საკითხი არ არის კონკურენცია იმაზე, თუ რომელი მარშრუტი ჩაანაცვლებს მეორეს; მთავარი არის ისეთი პირობების შექმნა, რომ მარშრუტებმა ერთმანეთი შეავსონ და ეკონომიკებს მეტი და უფრო საიმედო არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
იმ ეკონომიკებისთვის, რომლებიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში მდებარეობენ, ისევე როგორც ირანისთვის, რომელიც ინდოეთის ოკეანის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სხვა მეზობელი ბაზრების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მდებარეობს, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არსებობდეს, — "რომელი მარშრუტით გავიაროთ?" — არამედ ის, თუ როგორ გავზარდოთ საიმედო და ხელმისაწვდომი მარშრუტების რაოდენობა.
თეირანში ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ცვლილებებს და მუდმივად ვსწავლობთ და განვიხილავთ ჩვენს გარემომცველ სივრცესთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოსთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გზებს.
მსოფლიოში, სადაც მარშრუტები სულ უფრო მეტად ქსელური ხდება, ერთი ახალი შესაძლებლობის დამატება უფრო ღირებულია, ვიდრე რომელიმე შესაძლებლობის გაუქმება; ხოლო მარშრუტების ერთმანეთთან დაკავშირება უფრო მდგრადია, ვიდრე მათი ერთმანეთისგან გამიჯვნისთვის კონკურენცია.
თუ იმ საუბრისა და იმ ანგარიშის შედეგს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე, ერთ წინადადებაში შევაჯამებ: მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ", — წერს ელჩი.
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა.
14 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მოჯანი წერს, რომ საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური და ადამიანური შედეგები მოჰყვეს. მისი თქმით, საჰაერო კავშირების შეზღუდვა მხოლოდ ტურიზმზე არ აისახება და დააზარალებს ვაჭრობას, ბიზნესს, სტუდენტებს, ოჯახურ და სოციალურ კავშირებს, მათ შორის ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობას.
მანამდე საქართველოში ირანის ელჩმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს. ელჩმა შავი ზღვის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მხოლოდ ნახევარი ჩანს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა ირანელი ტურისტები ახალ მიმართულებებს აირჩევენ და "შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს".
"რადიო თავისუფლების" კითხვას, შეიცავდა თუ არა რუკის ამგვარად გამოქვეყნება პოლიტიკურ გზავნილს, ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ საკუთარი პოსტით გასცა პასუხი: "ზოგჯერ დიპლომატს შეუძლია არაფერი თქვას, არც არაფერი დაწეროს და მხოლოდ ფოტო გააზიაროს... წყალი საზღვრებს არ ცნობს; კავკასიასა და ირანს დაკავშირებული საერთო მომავალი სჭირდებათ"
საელჩომ ამ საკითხზეც კიდევ ერთი განცხადება სოციალურ ქსელში 13 სექტემბერს გააკეთა. ელჩი წერს, რომ პატარა ეკონომიკებმა დივერსიფიკაციისას არსებული სავაჭრო მარშრუტები და პარტნიორები არ უნდა გამორიცხონ — "მდგრადობა ხშირად არა ერთი მარშრუტის არჩევაში, არამედ რამდენიმე მარშრუტის არჩევის შესაძლებლობაში მდგომარეობს".
საქართველოს საგარეო უწყება ირანის ელჩის განცხადებებს არ გამოხმაურებია.
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები