წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
წელიწად ნახევარში ქვეყანამ სუს-ის 3 უფროსი გამოიცვალა, მეოთხე თამაზ ბორაშვილი პრემიერმა კობახიძემ 14 სექტემბერს წარადგინა, დღეს კი მის კანდიდატურას პარლამენტმაც დაუჭირა მხარი. ის ამ პოსტზე 6 წლის ვადით იქნა არჩეული.
თამაზ ბორაშვილს დღეს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.
ბორაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სუს-ის მთავარ საფრთხეებად კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან მომდინარე გამოწვევები, მათ შორის ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, უკანონო დაკავებები და ბორდერიზაცია რჩება. მისი თქმით, სამსახური ასევე გააგრძელებს ჰიბრიდულ ომთან, პროპაგანდასთან, "რბილ ძალასთან", ფარულ ოპერაციებთან და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებთან ბრძოლას. ამასთან, ბორაშვილის განცხადებით, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით სუს-ის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა გაძლიერდება.
"მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან მომდინარე საფრთხეები რჩება. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, უკანონო დაკავებები და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციის მიზნით.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატება აქვს მიღწეული და დღემდე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", — განაცხადა ბორაშვილმა.
სუს-ის 4 უფროსი წელიწადნახევარში:
2025 წლის აპრილში, გრიგოლ ლილუაშვილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სათავეში ანრი ოხანაშვილი ჩაუდგა, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს აირჩია, თუმცა თანამდებობა იმავე წლის სექტემბერში დატოვა; მის შემდეგ, 2025 წლის 3 სექტემბერს, სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩიეს, რომელმაც თანამდებობა 2026 წლის აპრილში დატოვა. მის შემცვლელად უწყების ხელმძღვანელად გეკა (გელა) გელაძე აირჩიეს, თუმცა 2026 წლის 14 სექტემბერს მანაც დატოვა თანამდებობა.
- ირაკლი კობახიძემ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძე წარადგინა
- ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
რა ვიცით თამაზ ბორაშვილზე?
როგორც 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თამაზ ბორაშვილი 20 წელზე მეტია სამართალდამცავ სისტემას ემსახურება. მან კარიერა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში ქვედა პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის მიმართულებით გაიარა კარიერული გზა. 2017-2022 წლებში ის შსს-ის გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა, 2022 წელს კი სუს-ში დაბრუნდა და თბილისის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 2026 წელს ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017-22 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის ბიუროს უფროსის მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ", — განაცხადა კობახიძემ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები