NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების შესახებ აბიტურიენტებს რეკომენდაციებს აძლევს. კერძოდ,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.
- პროგრამების არჩევამდე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტები ყურადღებით გაეცნონ განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
- პროგრამის არჩევისას, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ: პროგრამის ტიპს - საბაკალავროა, თუ პროფესიული; სწავლის საფასურს; ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება; პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
- მინიმალური კომპეტენციის ზღვარი — აბიტურიენტებმა უნდა გადაამოწმონ ასევე, გაზრდილია თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.
- საგამოცდო შედეგები და საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები — პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია საკუთარი შედეგებისა და, აგრეთვე, საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების გათვალისწინება - კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე (საგანში მიღებული სკალირებული ქულა შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება). შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს, რა კოეფიციენტი აქვს აბიტურიენტის მიერ ჩაბარებულ თითოეულ საგანს კონკრეტულ პროგრამაზე. თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.
- კონკურსი და პროგრამების რაოდენობა — აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, სარეგისტრაციო გვერდზე გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. აღნიშნული მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება და მათ არჩევანის გაკეთებისას კონკურსის გათვალისწინების შესაძლებლობას აძლევს. მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა.
- პროგრამები და მათი თანმიმდევრობა — იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული პროგრამები.
ხოლო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, შეუძლიათ მხოლოდ პროფესიული პროგრამების არჩევა. - მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით აირჩევენ აბიტურიენტები პროგრამებს. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისა და სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა 18 სექტემბრის 18:00 საათზე იწურება.
შეგახსენებთ, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახულ, თუმცა კონკურსის გამო მიღმა დარჩენილ 1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 31 აგვისტოს გააკეთა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით, საგამონაკლისო წესით მიიღეს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები