რუსეთის ვიცეპრემიერის განცხადებას, აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენის შესახებ, პრორუსი მამუკა ფიფია ეხმაურება
რუსეთი განიხილავს საქართველოსთან რკინიგზის აღდგენას აფხაზეთის გავლით, — ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები. მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოსკენ აფხაზეთის გავლით მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია რეგიონში "ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებისთვის".
"ჩვენ იმედი გვაქვს რეგიონის ყველა სახელმწიფოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადაჭრაში", — განაცხადა ოვერჩუკმა და აღნიშნა, რომ მარშრუტის აღდგენა აუცილებელია, სხვა საკითხებთან ერთად, არა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანისა და თურქეთის ხალხების ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ჩვენი [ქართული] ჯავშანმატარებელი, თბილისიდან მოსკოვში ჩავა უახლოეს მომავალში და აუცილებლად აფხაზეთის გავლით!".
"ჩვენი ჯავშანმატარებელი, თბილისიდან მოსკოვში ჩავა, უახლოეს მომავალში და აუცილებლად ჩამოვა აფხაზეთის გავლით!
მსოფლიო გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ, როცა ჩვენს რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი ცდილობს საკუთარი ინტერესები გაატაროს და მოსალაპარაკებლად ჯდება ყველასთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან!
ზანგეზურის დერეფანი, ახალი დერეფანი — რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი — თურქეთთან კავშირში და რჩება შთაბეჭდილება რომ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს გაქრობის სურვილი აქვთ საქართველოს დაუძინებელ მტრებს!!!
ცნობილია რომ რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. მან დასძინა, რომ ამ მონაკვეთების აღდგენით, რუსეთი თურქეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან რკინიგზის მიმოსვლას გახსნის. მოსკოვი ასევე განიხილავს საქართველოსთან რკინიგზის მიმოსვლის აღდგენას აფხაზეთის გავლით.
ამიტომაც გავიმეორებ: ჩვენი ჯავშანმატარებელი, რომელიც თბილისიდან მოსკოვში ჩავა, უახლოეს მომავალში და აუცილებლად ჩამოვა აფხაზეთის გავლით!", — წერს პრორუსი მამუკა ფიფია.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები