"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ფოტო: თეგეტა
იაპონური ხარისხი და სანდოობა — "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი Toyota bZ4X საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პადელის კორტებზე, "ჯიმ ბრიზზე", გაიმართა და 300-ამდე სტუმარს — კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს — უმასპინძლა. ავტომობილის წარდგენა კომპანიამ სპორტულ აქტივობას დაუკავშირა.
"bZ4X ჩვენი ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა — ავტომობილი, რომელშიც "ტოიოტასთვის" დამახასიათებელ სანდოობასა და გამძლეობას ელექტრომობილის უპირატესობებთან აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, bZ4X-ის წარდგენა განსხვავებულ გარემოში გამართულიყო. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ პადელის კორტები და ჩვენი მომხმარებლებისთვის Toyota Center Tegeta-ს სპეციალური ტურნირი გავმართეთ. ამავდროულად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გამოეცადათ ახალი, სრულად ელექტრო bZ4X და თავად შეეგრძნოთ მისი მართვის გამოცდილება. გვინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც ახალი მოდელის გაცნობა, სპორტი და სასიამოვნო ემოციები ერთ გამოცდილებად გაერთიანდებოდა", — მარიამ მელიაშვილი, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გენერალური დირექტორი.
bZ4X საქართველოში სამი კომპლექტაციითაა წარმოდგენილი, მათ შორის მხოლოდ წინა და ასევე ოთხივე წამყვანი თვლით. სრული დამუხტვით ავტომობილს 450-იდან 500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. მოდელს დიდი სალონი და ტევადი საბარგული აქვს. bZ4X პირველი იაპონური ელექტრომობილია საქართველოში, რომელიც გამორჩეული იქნება გამძლეობითა და ხარისხით.
ოფიციალურ წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილი ათ დღემდე ვადით სატესტოდ გადასცა და მათი შთაბეჭდილებები ვიდეორგოლის სახით გამოაქვეყნა.
"პრეზენტაციამდე ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს bZ4X ერთი კვირით ან ათი დღით გადავეცით, რათა ავტომობილი ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარ მარშრუტებზე გამოეცადათ. არანაირი სცენარი და მითითება არ გვქონია — შემდეგ უბრალოდ მათი რეალური შთაბეჭდილებები ჩავიწერეთ და თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: ავტომობილმა მოლოდინს გადააჭარბა. იგივე განწყობა იყო ღონისძიებაზეც — ტესტდრაივისა და ტურნირის პარალელურად სტუმრები ერთმანეთს სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებდნენ. პადელი ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება, ელექტრომობილი კი — სუფთა გარემოსთან. ამ ორის გაერთიანება ბუნებრივი არჩევანი იყო და საშუალება მოგვცა, მოდელი ახალი აუდიტორიისთვისაც წარგვედგინა", — ანი თედიაშვილი, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მარკეტინგის მენეჯერი.
bZ4X-ის წარდგენის ოფიციალური ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: "სარაჯიშვილი", "თიბისი დაზღვევა", "თიბისი ლიზინგი", "ალდაგი", "ჯიპიაი ჰოლდინგი" და "ვისოლი".
ახალი მოდელის გაყიდვები საქართველოში უკვე წარმატებით დაიწყო. ავტომობილი "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" შოურუმშია წარმოდგენილი და შესაძლებელია ტესტდრაივის დაჯავშნაც. bZ4X-ს, "ტოიოტას" სხვა მოდელების მსგავსად, 10-წლიანი გარანტია აქვს, ტექნიკურ მომსახურებას კი ავტომფლობელები "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" სერვისცენტრში მიიღებენ.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში", შემავალი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად "ტოიოტას" ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს "ტოიოტას" უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა



კომენტარები