FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
ფოტო: OC Media
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის მონაწილეობით, ოპერაცია ჩაატარა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც იარაღის უკანონო დამზადებასა და უკანონო ბრუნვაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
FSB-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებით, ორშაბათს, ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის 43 რეგიონში 111 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ჩრდილოეთ კავკასიის ხუთი რესპუბლიკა — დაღესტანი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე.
FSB-ის ინფორმაციით, დაკავებულები იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო დამზადებასა და გაყიდვაში, ასევე სამოქალაქო იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში აღდგენაში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 37 არალეგალური სახელოსნოს საქმიანობა აღკვეთეს.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია სულ 297 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 11 ყუმბარმტყორცნი, ექვსი ტყვიამფრქვევი, ოთხი ავტომატი, ერთი საიერიშო შაშხანა, 74 ავტომატური შაშხანა, 77 პისტოლეტი და რევოლვერი, ასევე 124 შაშხანა, კარაბინი და სანადირო თოფი. FSB-ის ცნობით, ასევე ამოიღეს 223 ყუმბარა, 82.5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და 92 ათასი საბრძოლო ვაზნა.
უსაფრთხოების სამსახურს ჩრდილოეთ კავკასიაში დაკავებულების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს თითოეულ რესპუბლიკაში, კონკრეტულად სად ჩატარდა ჩხრეკა ან უკავშირდებოდნენ თუ არა სავარაუდო მონაწილეები ერთმანეთს. FSB-ს ასევე არ განუმარტავს, საიდან მიიღეს ეჭვმიტანილებმა იარაღი ან ვისზე ყიდდნენ მას.
უსაფრთხოების სამსახურების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში დაკავებისა და ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იარაღის კადრებია ნაჩვენები. ზოგიერთ ვიდეოში ჩანს დაკავებისას ძალის გამოყენება — პოლიციელები ადამიანებს მანქანებიდან უხეშად გადმოათრევენ, უყვირიან და მათკენ იარაღს მიმართავენ.
FSB-ის განცხადებით, ამოღებული იარაღი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მუხლებით.
იარაღის უკანონო ბრუნვაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ FSB მსგავს მასშტაბურ ოპერაციებს პერიოდულად ატარებს. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის 51 რეგიონში 288 ადამიანის საქმიანობა აღკვეთა. მათ შორის იყო დაღესტანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი და ჩრდილოეთი ოსეთი. მაშინ, უწყების ინფორმაციით, ამოღებული იყო 586 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნები და ცეცხლმტყორცნები, 467 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება და 153 ათასი საბრძოლო ვაზნა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები