განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ისტორიის ახალ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით უკუკავშირის მისაღებად მზად არიან. მისივე განმარტებით, ამისთვის სპეციალური პლატფორმაც შექმნეს, სადაც ოქტომბრიდან ყველას ექნება საშუალება თითოეულ საკითხზე მოსაზრება გააზიაროს.
"საქართველოს ისტორიაში წარმოდგენილი გვაქვს ისტორიული წყაროებით გამდიდრებული მასალები, რაც მოსწავლეებს ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების შესახებ ინფორმაციის გააზრებაში ეხმარება. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების მიერ გამოითქვა უკმაყოფილება, თუ რატომ ვსაუბრობთ ფარნავაზზე, ქუჯიზე, ერეკლე მეორეზე — ამ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკიდან უკვე ჩანს მათი დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის მიმართ და ამას პასუხსაც არ გავცემთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კვალიფიციურმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სახელმძღვანელოები, ჩვენ ღია ვართ უკუკავშირის მისაღებად. ამისთვის ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა. პირველი ოქტომბრიდან ყველას — დარგის სპეციალისტს, ექსპერტს, მასწავლებელს, მშობელს, მოქალაქეს — შეეძლება გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრება თითოეულ საკითხზე, თემაზე, პარაგრაფზე, თუ ილუსტრაციაზე.
ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ რა შეიძლება იყოს უკეთესად ფორმულირებული. სწორედ ამიტომ, ერთი წელი გვექნება საპილოტე პროცესი, რაც გულისხმობს, უკუკავშირების მიღებას და საჭიროების შემთხვევაში მათ გათვალისწინებას," — განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
თამარ მახარაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა არ დაეყრდნონ ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას. მისი თქმით, რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და არა ქრონოლოგიურად, არამედ თემატურად არის შედგენილი.
"საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ.
რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეები ცალ-ცალკე სწავლობენ საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას. აქ სასწავლო პროცესი ქრონოლოგიურ პრინციპს ეფუძნება. მე-10 კლასში კი საქართველოს ისტორიის სწავლების განსხვავებული მიდგომაა შემოტანილი, რომელიც "მსოფლიო ისტორიის" პროცესებთან შესაბამის კავშირებს ქმნის", — თქვა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, თემატური პრინციპით აგებული სახელმძღვანელო მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ისტორიული პროცესები სხვადასხვა ჭრილში განიხილოს და ერთმანეთთან დააკავშიროს.
"მე-10 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი თემაა "პიროვნება და ისტორია". შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია ისტორიულ პიროვნებებსა და მათ დახასიათებაზე. შემდეგ მოდის საზოგადოებრივი წყობა, ურთიერთობები, სახელმწიფოს მოწყობა და სხვა თემები. ეს მიდგომა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ისტორიული პროცესები სხვადასხვა ჭრილში განიხილოს და ერთმანეთთან დააკავშიროს.
კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, რომ მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შემთხვევაში თემების მიხედვით არის დალაგებული ისტორია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაშალოს სახელმძღვანელო და თავადაც ნახოს ეს", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
- რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
- ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
ცნობისთვის, წელს სკოლებში დაიწყო "ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის" დანერგვა, რაც თითოეულ კლასსა და საგანში თითო სახელმძღვანელოს გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს. რამდენიმე კლასში რამდენიმე საგნის ახალი სახელმძღვანელოები ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა და როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები ვალდებული არიან სწორედ განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო გამოიყენონ.
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება "ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს".
აღსანიშნავია, რომ ახალი სახელმძღვანელოების ნახვა მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეძლეს, რასაც მათი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საკითხს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს "რეფორმას", წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ა.შ".
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები