27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
"აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!" — 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზთა კრება ავრცელე.
მსვლელობას უერთდებიან საპროტესტო ჯგუფები: "კულტურა დემოკრატიისთვის", "დამკვირვებლები", "მთა თავისუფლებისთვის", "დაიცავი განათლება — სსუ", "300 ქალი", "თავისუფალი აუდიტორია", "ერთი ხალხი — ერთი საქართველო" და "საფიხვნო". ამას გარდა, მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიებიც: ახალი, დროა, გირჩი — მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი, ჯერ საქართველო, ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
"27 სექტემბერი სოხუმის აღების დღეა — დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1 წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.
საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.
ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის.
მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.
27 სექტემბერს, 19:00 საათზე შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.
დიდება გმირებს! აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი მტერია!" — წერია განცხადებაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები