თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუ მცირე ბიზნესს მართავ, ალბათ უკვე იცი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი ფუნქციის შეთავსება გიწევს — ზოგჯერ მარკეტერი ხარ, ხან კი ფინანსისტი ან გაყიდვების მენეჯერი. სწორედ ამიტომ, ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე ღირებული რესურსი ხშირად არა დამატებითი დრო, არამედ ცოდნაა.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge მცირე და საშუალო ბიზნესებს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება — პრაქტიკული, სრულად დაფინანსებული ონლაინ კურსებით, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული. თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი უფრო ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი და ციფრულად გამართული გახდეს, ეს 8 კურსი განსაკუთრებით დაგაინტერესებს.
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
დღეს ბიზნესში მხოლოდ ინტუიცია ხშირად აღარ არის საკმარისი — სწორი გადაწყვეტილებები მონაცემებიდან გამომდინარე მიიღება. ეს კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ გამოიყენო მონაცემები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და როგორ ჩამოაყალიბო ორგანიზაციაში მონაცემებზე დაფუძნებული კულტურა. კურსს უძღვება ქრისტინე ლორთქიფანიძე, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ანოვას თანადამფუძნებელი.
მუშაობის დროს ბევრი კარგი იდეა იბადება, თუმცა მათი რეალობად ქცევა ხანდახან დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, პროდუქტის განვითარების კურსზე გაეცნობი პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება იდეა რეალურ პროდუქტად აქციო, არსებული სერვისი გააუმჯობესო და თანამედროვე მიდგომები დანერგო. კურსს უძღვება ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი ერეკლე ინაშვილი.
Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში პროფესიონალურ დონეზე გამოჩნდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. აქ ისწავლი, როგორ შექმნა ვიზუალურად გამართული სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და მარკეტინგული მასალები, რომლებიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს. კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება.
გაიარეთ ბიზნესკურსი საჯარო გამოსვლის უნარების შესახებ და გახდით უკეთესი პრეზენტატორი. ამ კურსით გაიგებთ, რატომ არის აუცილებელი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის საჯარო გამოსვლისა და დარწმუნების უნარები და როგორ შეგიძლიათ მათი განვითარება. კურსს უძღვება რუსუდან კვაჭანტირაძე, ICF-ის მიერ სერთიფიცირებული PCC ქოუჩი.
ონლაინ გაყიდვები უკვე დიდი ხანია, ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ელექტრონული კომერციის კურსი გასწავლის, როგორ შექმნა ონლაინ მაღაზია, რომელი პლატფორმები გამოიყენო, როგორ დაგეხმარება ხელოვნური ინტელექტი და რა როლი აქვს ციფრულ მარკეტინგს წარმატებული eCommerce ბიზნესის განვითარებაში. მას ელკომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი უძღვება.
Excel დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესისთვის. კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა გამართული და მარტივად სამართავი ფაილები, როგორ დაამუშაო მონაცემები და გამოიყენო დაგროვებული ინფორმაცია ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი გიორგი დათუკიშვილი.
ნებისმიერ ბიზნესში, სადაც რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, პროექტების მართვის უნარი აუცილებელი ხდება. ამ კურსზე გაიგებ, როგორ იგეგმება პროექტი, რა ეტაპებს გადის იდეიდან განხორციელებამდე და როგორია წარმატებული პროექტის მართვის მეთოდოლოგია. კურსს პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე უძღვება.
დღეს მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ წარადგინო შენი პროდუქტი ან მომსახურება სოციალურ მედიაში ისე, რომ სასურველ აუდიტორიამდე სწორად მიაღწიო. კონტენტის მენეჯმენტის კურსი ამ პროცესის უკეთ გააზრებაში დაგეხმარება. კურსს ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება.
Businesscourse.ge-ის მთავარი უპირატესობაა ის, რომ კურსები შეგიძლია შენ მიერ არჩეულ ტემპში გაიარო, ანუ მაშინ, როცა შენთვის მოსახერხებელია. პლატფორმაზე განთავსებული მასალები ადგილობრივ, პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ბიზნეს ტენდენციებზეა დაფუძნებული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს რეალურ განვითარებაში ეხმარება.
თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი უფრო ეფექტურად მართო, პროცესები გაამარტივო და თანამედროვე ციფრულ გარემოს უკეთ მოერგო — Businesscourse.ge-ზე შენთვის საჭირო ცოდნას აუცილებლად იპოვი.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები