სააპელაციოს პასუხი ნიკა გვარამიას: სასამართლო კანონის ფარგლებში მოქმედებდა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ბრალდების პასუხად განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ 12 დღეში გადასცა მხარეებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია მოამზადოს აღნიშნული დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლო აცხადებს, რომ იგი საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მოქმედებდა:
"ყოველგვარი საუბარი, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ქმედება გასულია კანონის ჩარჩოებიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".
სააპელაციოს განმარტებით, 2591 მუხლი, რომელზეც მხარის მიერ ხდება მითითება, ის სპეციალური მუხლია, სადაც განსაზღვრულია მხარის მხოლოდ ვალდებულება გამოცხადდეს სასამართლოში არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. თუკი იგი თავს აარიდებს ამ მოვალეობას, გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად და დაიწყება ვადის ათვლა 30 დღიდან.
სასამართლოს განცხადებში ნათქვამია, რომ 2591 მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო გაუგზავნოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო თუ იგი 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული. ასევე განმარტავენ, რომ კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა კანონით განსაზღვრულია 21 დღით, მისი ათვლა კი იწყება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მოსამართლე გამოაცხადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამას ესწრება მხარე:
"ფუნდამენტალური ღირებულებაა მხარეს ჰქონდეს 21 დღე მას შემდეგ, როდესაც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გაეცნობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა".
სააპელაციო აბსურდულს უწოდებს იმას რომ მხარეებს გასაჩივრების ვადის დინება ეწყებათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს:
"დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მათ აქვთ 21 დღე, რაც შეიძლება მოსამართლის დისკრეციით განხორციელდეს საქმის განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ გონივრულ დროს და აქედან დაიწყოს ვადის ათვლა".
სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ტელეკომპანია საქართველო არ იმყოფებოდა საქმეში მითითებულ მისამართზე და წარმომადგენლებმა უარი თქვეს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე:
"ყველა წარმომადგენელმა (პირადად და/ან ოფისის წარმომადგენლების მიერ) უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რაც 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლების შესაბამისად ითვლება არასაპატიოდ და/ან წარმოადგენს უარის თქმას".
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები