"დაიცავი ილიაუნის" 100-საათიანი მარათონით 1 670 938 ლარი შეგროვდა
"დაიცავი ილიაუნის" 100-საათიანი მარათონი დასრულდა — სტუდენტებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის 1 670 938 ლარის შეგროვება შეძლეს. თანხა დაავადებული ბავშვების მშობლებს გადაერიცხათ. "დაიცავი ილიაუნის" ცნობით, თანხის შეგროვება არ შეწყვეტილა და "შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი".
"დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა!!!
ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938, 48 ლარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დაიცავი ილიაუნის გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ — შევცდით!
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!!!
ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო — ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას. აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა.
მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს. მაგრამ დაიცავი ილიაუნის ფონდი, რა საკვირველია, არ წყვეტს თანხის შეგროვებას და შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.
დაიცავი ილიაუნის გუნდი აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნათელი მომავლისთვის", — წერს "დაიცავი ილიაუნი" სოციალურ ქსელში.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად კამპანიას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მათ შორის გამომცემლობები "არტანუჯი", "ინტელექტი", "პალიტრა ელ", "სულაკაურის გამომცემლობა", "საქართველოს უნივერსიტეტი", სხვადასხვა ბიზნესკომპანიები, მათ შორის "წიწილა", Auto Home, "ჩიკიტაი", "ფოტო ცენტრი", Khma, Arte, Trend House, "ქიდომატიკში", Zura's Bike Shop, "საკურა" და ა.შ.
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად არტარეა ED მიმდინარე ერთი თვის შემოსავლის 10%-ს ფონდში გადარიცხავს;
23 მაისს, "ფოტო ცენტრის" სამივე ფილიალში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში გადაირიცხა;
"ჩიკიტაი" 22 მაისიდან ერთი კვირის მანძილზე ყველა გაყიდული პროდუქტიდან 10₾ გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის;
Khma 22 მაისის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხა;
In Posteri 22 მაისიდან ერთი კვირის მანძილზე, თითოეული გაყიდული პოსტერიდან 5 ლარი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის გადაირიცხება;
Arte მაისის ბოლომდე შემოსული თითოეული შეკვეთიდან თანხის ნაწილს გადაირიცხავს დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად;
Trend House 23 და24 მაისს თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარს დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გადაირიცხა;
დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, "ქიდომატიკში" შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი ბავშვებისთვის გადაირიცხა;
დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, 23 და 24 მაისს "არგეაში" ჩატარებული თითოეული თერაპიიდან თანხა ბავშვების ფონდში გადაირიცხა;
დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 23 მაისიდან, 31 მაისის ჩათვლით, Zura's Bike Shop-ში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი ბავშვებთან გადაირიცხება;
23 და 24 მაისს "საკურას" ორივე ფილიალში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი ფონდში გადაირიცხა.
შეგახსენებთ, მარათონი 20 მაისს, საღამოს 19:00 საათზე დაიწყო.
- რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია
- ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა
- "ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატარებთ აქციას" — კახა წიქარიშვილმა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა
- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
- ანდრია ჯაღმაიძე: ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება
- ირაკლი კობახიძე: [დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს ხალხის ფულია, მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა
გადახედვა
-
23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება — რუსთაველის გამზირი და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი 4 თვით დაიკეტება 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება — რუსთაველის გამზირი და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი 4 თვით დაიკეტება
გადახედვა
-
კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება
გადახედვა
-
რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება
გადახედვა
-
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
კომენტარები