ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა
"კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელშიც სახელმწიფომ დაახლოებით 30 მილიონი დახარჯა, რასაც ხელშესახები შედეგი არ ჰქონია.
"ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც, იმიტომ, რომ სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სჭარბობს ხოლმე ემოციები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისთვის ვერ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ. შეუძლებელია ბავშვის მშობელი გაამტყუნო თუნდაც ჭარბი ემოციებისთვის, როდესაც საუბრობენ ასეთ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რაციონალური მსჯელობის გაგრძელება ამ საკითხზე. ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელიც მთავრობამ კონკრეტული ფორმით გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 30 მილიონი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ისეთ რამეში, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ იოლი გამოსავალი ენახა მთავრობას, არ მიეღო ზედმეტი პიარული ტვირთი საკუთარ თავზე, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადასახადის გადამხდელს დაუჯდა 30 მილიონი ლარი. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იქნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიღებული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჯანსაღი დისკუსია ამ თემაზე. ჩვენ მზად ვართ საპატრიარქოსთანაც მსჯელობისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო იქნება სრულად ჩართული დისკუსიებში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ მიღებული იქნას რაციონალური გადაწყვეტილება. მე ასევე საზოგადოებას ვთხოვდი, რომ მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს ამ საკითხს. მარტივი მესიჯია, რომ ბავშვს უნდა წამალი და მივცეთ წამალი. როგორც კი კითხვა დავუსვი კონკრეტულ ადამიანს, იცით თუ არა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი იწვევს განკურნებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, ეტლში ჩაჯდომის გადავადებას და ა.შ. არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, იქნებ მართლა ვცდებით, იქნებ არ ვცდებით, მაგრამ როდესაც მოქალაქე გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ მანამდე ჩაუღრმავდნენ თითოეულ დეტალს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული დისკუსიის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ ყველამ ერთად რაციონალური გადაწყვეტილებები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისგან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი და სადაც ჭარბი ემოციებიც კი შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ, მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა", — განაცხადა კობახიძემ.
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
კომენტარები