კახა კახიშვილი: ძლიერი სახელმწიფო ის კი არაა, რომელიც საკუთარ მოქალაქეს ყველაზე მკაცრად სჯის, ძლიერი სახელმწიფოა ის, რომელიც კანონს აღასრულებს სამართლიანად
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში საგზაო ჯარიმების, პარკინგისა და საგადასახადო სანქციების გამკაცრებაზე ვრცელ ტექსტს აქვეყნებს. მისი თქმით, "ყველაფერი მკვეთრად გამკაცრდა. თუმცა მთავარი პრობლემა მხოლოდ თანხები აღარ არის. პრობლემა არის ის, როგორ აღიქვამს მოქალაქე სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ".
კახიშვილის აზრით, "ისტორია გვაჩვენებს, რომ სოციალური პროტესტი ხშირად იწყება არა მხოლოდ ეკონომიკური სირთულეებით, არამედ უსამართლობის განცდითა და ადამიანის ღირსების შელახვით. ძლიერი სახელმწიფო ის კი არ არის, რომელიც საკუთარ მოქალაქეს ყველაზე მკაცრად სჯის, ძლიერი სახელმწიფოა ის, რომელიც კანონს აღასრულებს სამართლიანად, ადამიანურად და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებით". მისივე თქმით, "იქ, სადაც ქრება სამართლიანობის განცდა — იწყება საზოგადოების გაღიზიანება. ხოლო გაღიზიანება, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება, საბოლოოდ ყოველთვის მძიმე სოციალურ შედეგებამდე მიდის".
კახა კახიშვილის მიერ გავრცელებულ ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"დღეს სამწუხაროდ, საქართველოში სულ უფრო ხშირად ვხედავთ არა მხოლოდ ჯარიმების ზრდას, არამედ საჯარო მოხელეების დამოკიდებულების ცვლილებას ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ.
საგზაო ჯარიმები, პარკინგი, საგადასახადო სანქციები — ყველაფერი მკვეთრად გამკაცრდა. თუმცა მთავარი პრობლემა მხოლოდ თანხები აღარ არის. პრობლემა არის ის, როგორ აღიქვამს მოქალაქე სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში კანონის ძალა მხოლოდ მკაცრ ჯარიმებში არ გამოიხატება.
იქ მთავარი არის სამართლიანობა, პროპორციულობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა.
მაგალითისთვის, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც “smart cameras” ან საშუალო სიჩქარის კონტროლის სისტემები მუშაობს, მძღოლი წინასწარ არის გაფრთხილებული, რომ იწყება კონკრეტული მონაკვეთი, სადაც სიჩქარე იზომება არა ერთ წერტილში, არამედ A პუნქტიდან B პუნქტამდე. არის შესაბამისი ნიშნები და განმარტებები, რათა სისტემა არ გადაიქცეს მოქალაქისთვის "ხაფანგად".
მოქალაქემ უნდა იცოდეს:
* სად იწყება კონტროლი;
* სად მთავრდება;
* რა ტიპის კამერა მუშაობს;
* კონკრეტულად რის გამო ჯარიმდება.
როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე მონაკვეთზე იღებს რამდენიმე ჯარიმას — ჯერ საშუალო სიჩქარისთვის და შემდეგ იმავე მონაკვეთში დამატებით სხვა კამერებიდანაც სიჩქარის გადაჭარბების გამო — საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სისტემა უკვე უსაფრთხოებაზე კი არა, ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული.
პარკინგის თემაც ცალკე პრობლემად იქცა.
მსოფლიოს მრავალ ქალაქში საღამოს საათების შემდეგ — 7-8 საათიდან — კონტროლი ან წყდება, ან ბევრად უფრო მოქნილი ხდება. საქართველოში კი ხშირად ღამის 10 საათზეც პარკინგის სამსახური აჯარიმებს მოქალაქეს, ხოლო დაახლოებით, დილის 1 საათიდან უკვე საპატრულო ეკიპაჟი აგრძელებს დაჯარიმებას. დილის 4 ზეც კი დააჯარიმეს მანქანები არასწორი პარკირების გამო (ამის მაგალითი არსებობს).
ამასთან, როდესაც სახელმწიფო მოქალაქისგან წესრიგს მოითხოვს, მას პარალელურად ვალდებულება ეკისრება შექმნას შესაბამისი პირობები.
თუ ქვეყანაში:
* პარკინგის ადგილები არასაკმარისია;
* გზები დაზიანებულია;
* საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია;
* მოძრაობის ორგანიზება ხშირად გაუგებარია;
* მოქალაქეს რეალური ალტერნატივა არ აქვს —მხოლოდ ჯარიმების ზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
დღეს ხშირად გვესმის მოწოდებები, რომ მოქალაქეებმა პირადი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოქალაქეები დაინახავენ, რომ მაღალი თანამდებობის პირებიც ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ბევრად უფრო ძლიერი მაგალითი იქნება, ვიდრე ნებისმიერი განცხადება ან მოწოდება.
ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებაა, პარალელურად შექმნას ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იქნება:
* კომფორტული;
* უსაფრთხო;
* დროულად მოძრავი;
*ხელმისაწვდომი ყველა უბნისა და რაიონისთვის.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეფექტური სისტემა იწყება:
* მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით;
* დამატებითი საპარკინგე სივრცეების შექმნით;
* ხარისხიანი გზებით;
* მკაფიო მონიშვნებით;
* გამართული ტრანსპორტით;
* და მხოლოდ ამის შემდეგ — სამართლიანი კონტროლით.
ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ტენდენცია - დამოკიდებულების ცვლილება მოქალაქის მიმართ.
შესამჩნევი გახდა, რომ ადრე მოქალაქესა და სახელმწიფო მოხელეს შორის ურთიერთობაში უფრო მეტი ზრდილობა და პატივისცემა იგრძნობოდა. დღეს კი სულ უფრო ხშირად ისმის ადამიანებისგან, რომ საბაჟოზე, საგადასახადოში, ან სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებაში მათ უკვე არა როგორც მოქალაქეს, არამედ როგორც პოტენციურ დამნაშავეს უყურებენ.
რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან შეასრულონ საკუთარი საქმე და გამოავლინონ სამართალდარღვევა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის აღსრულება არ უნდა გადადიოდეს აგრესიაში, დამცირებაში ან ადამიანის მიმართ უპატივცემულობაში.
როდესაც მოქალაქე ყოველდღიურად გრძნობს ზედმეტ ზეწოლას, მუდმივ კონტროლს, უსამართლო დამოკიდებულებას და დაუსრულებელ სანქციებს, მისი გაღიზიანება უკვე კონკრეტული თანამშრომლის მიმართ აღარ წყდება. ეს გაღიზიანება გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის, მმართველი ძალისა და ქვეყნის მართვის მიდგომის მიმართ.
ისტორია გვაჩვენებს, რომ სოციალური პროტესტი ხშირად იწყება არა მხოლოდ ეკონომიკური სირთულეებით, არამედ უსამართლობის განცდითა და ადამიანის ღირსების შელახვით.
ძლიერი სახელმწიფო ის კი არ არის, რომელიც საკუთარ მოქალაქეს ყველაზე მკაცრად სჯის, ძლიერი სახელმწიფოა ის, რომელიც კანონს აღასრულებს სამართლიანად, ადამიანურად და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებით.
ჩემი აზრით: * ჯარიმები უნდა იყოს მოსახლეობის შემოსავლებთან თანაზომიერი;
* კონტროლი უნდა იყოს გამჭვირვალე და წინასწარ გასაგები;
* სახელმწიფომ ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას;
* საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს რეალურად ხელმისაწვდომი;
* სახელმწიფო მოხელე მოქალაქეს პატივისცემით უნდა ესაუბრებოდეს;
* ხოლო სახელმწიფომ მოქალაქეში პარტნიორი უნდა დაინახოს და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი.
რადგან იქ, სადაც ქრება სამართლიანობის განცდა — იწყება საზოგადოების გაღიზიანება. ხოლო გაღიზიანება, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება, საბოლოოდ ყოველთვის მძიმე სოციალურ შედეგებამდე მიდის.
გთხოვთ, ეს სტატუსი არ მიიღოთ ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად.
მიიღეთ, როგორც მოქალაქის პოზიცია და მიმართვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისადმი, რათა მეტი ყურადღება მიექცეს იმ საკითხებს, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს აწუხებს. (ამის შესახებ პარლამენტში ყოფნის დროსაც ვსაუბრობდი) კანონი, წესრიგი და უსაფრთხოება აუცილებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა და სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ნდობის შენარჩუნება", – წერს სოციალურ ქსელში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი.
კახა კახიშვილი 2014 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ხოლო 2015 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები