მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები
3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და "მითების დეტექტორმა" გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც 2025 წელსა და 2026 წლის იანვარ-აპრილში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული და დისკრედიტაციის კამპანიების ტენდენციებს აჯამებს.
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა 42 შემთხვევა, რომლებიც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მანიპულაციური ან მცდარი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდი ვიზუალური მანიპულაცია იყო — 26 შემთხვევა, მათ შორის ვიდეომანიპულაცია (15) და ფოტომანიპულაცია (11).
კვლევა აჩვენებს, რომ დისკრედიტაციის ტაქტიკები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და საზოგადოების უნდობლობის გაღვივება ფიქსირდება (12 შემთხვევა). თითქმის იმავე სიხშირით გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაცია და სლატშეიმინგი (11). სხვა ტაქტიკებს შორისაა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა, ჟურნალისტების გაქილიკება, შეურაცხადად გამოცხადება, ორმაგ სტანდარტებში დადანაშაულება და ცალკეულ შემთხვევებში ჯაშუშობის ბრალდებაც.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი სამიზნე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები იყვნენ. განსაკუთრებულად ხშირად ფიქსირდებოდა თავდასხმები "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე, ასევე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე. პარალელურად, მსგავსი შინაარსის მასალები ვრცელდებოდა სხვა კრიტიკული მედიის წინააღმდეგაც.
ცალკე თავი ეთმობა მზია ამაღლობელის საქმეს, რომელიც ანგარიშის მიხედვით, როგორც დეზინფორმაციის, ისე პოლიტიკური დისკრედიტაციის სამიზნე გახდა. დოკუმენტში საუბარია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებზეც, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად. ასევე იკვეთება კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) სოციალურ ქსელებში — ანონიმური ანგარიშებისა და გვერდების აქტიური მონაწილეობით.
"პატიმრობაში მყოფი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი მზია ამაღლობელი როგორც დეზინფორმაციის, ასევე მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე იყო, რასაც ანონიმური ფეისბუქ გვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც ერთვოდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ "ბათუმელების" დამფუძნებელი დამნაშავედ მანამ გამოაცხადა, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანდა და ის პოლიციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნული ქმედება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მზია ამაღლობელს მისი რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან სასამართლომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა," — აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე, ფონდი ყურადღებას ამახვილებს მედიის მიმართ უნდობლობის გაღვივებაზე, რაც სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება — მათ შორის ვიდეომანიპულაციით, ყალბი ციტატებითა და ჟურნალისტების უცხო ქვეყნის აგენტებად წარმოჩენით.
განსაკუთრებით პრობლემურად სახელდება გენდერული დეზინფორმაცია. ანგარიშის მიხედვით, ქალი ჟურნალისტები ხშირად ხდებიან სექსუალიზაციისა და სლატშეიმინგის სამიზნე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკოსების მხრიდანაც ვრცელდება. ასევე გამოვლინდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალების გამოყენების პრაქტიკა.
"ქალი ჟურნალისტების წინააღმდეგ გენდერული დეზინფორმაციის და სლატშეიმინგის გამოყემება წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა. თუმცა, თუ ადრე ამ მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშები იყენებდნენ, წელს გამოიკვეთა შემთხვევა, როცა ჟურნალისტის და აქტივისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სექსუალურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგში მხილებულ, ამერიკელ ბიზნესმენ, ჯეფრი ეპსტინთან ერთად ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის წევრის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიზუალი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მის მიერ სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე ინფორმაციის ილუსტრაციად იყო გამოყენებული, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა კი ("რუსთავი 2", "პოსტვ", "იმედი" და საინფორმაციო სააგენტო "ჯორჯიან თაიმსი") ის უცველად და უკრიტიკოდ გააშუქეს ჟურნალისტის მორალური განსჯის მიზნით.
ჟურნალისტების სლატშეიმინგის და სექსუალიზაციის მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ანგარიშები მიმართავდნენ, რომლებიც მედიასთან ერთად არასამთავრობოების და ოპოზიციის დისკრედიტაციის ამოცანასაც ასრულებდნენ. ასეთი ფეისბუქ გვერდები ჟურნალისტების ცალკეული ფრაზების მანიპულაციური დამონტაჟებით და უკონტექსტოდ გავრცელებით მათ სექსუალიზაციას ახდენდნენ. ამ მხრივ ერთ-ერთი სამიზნე ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია იყო, რომლის სიტყვებს არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით მანიპულაციური მონტაჟის შედეგად სექსუალური კონოტაცია ეძლეოდა, მეორე შემთხვევაში კი მისი სექსუალური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენება ხდებოდა.
ჟურნალისტების სლატშეიმინგის მიზნით ფოტოფაბრიკაციის მეთოდიც გამოიყენებოდა და ყველაზე ხშირი სამიზნე ამ მხრივ ტვ პირველის ჟურნალისტი და აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რომლის სექსუალურ ობიექტივიზაციას და მრუშობით შერცხვენას ანონიმური ფეისბუქ გვერდები და სხვადასხვა ანგარიშები მიმართავდნენ. გარკვეულ შემთხვევებში ასეთი შინაარსის პოსტების კოორდინირებული გავრცელების ტენდენციაც იკვეთებოდა," — წერია ანგარიშში.
დოკუმენტი ცალკე გამოყოფს ონლაინ თაღლითობის შემთხვევებსაც, სადაც ჟურნალისტების გამოსახულებები და ხმები გამოიყენება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
"ფინანსური სარგებლის მიღების ან პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თაღლითურ მასალებში ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენების პრაქტიკა ბოლო დროს გახშირდა, რასაც ინფორმაციის სანდოდ წარმოჩენის მიზნით მიმართავენ. მითების დეტექტორის მიერ გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა სამედიცინო ხასიათის შინაარსს ეხება და მასში სხვადასხვა მედიების (საზოგადეობრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, ევრონიუს საქართველო, აპრილი, იმედი) ჟურნალისტები ფიგურირებენ. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობაში ხმის ხელოვნური ინტელექტით დამუშავების ტენდენცია გამოვლინდა," — წერს "მედიის განვითარების ფონდი" და "მითების დეტექტორი".
ანგარიშის ბოლოს ფონდი აღნიშნავს, რომ "მედიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალების გავრცელებაში მეტწილად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქ გვერდები ფიგურირებენ, რომელთა ნაწილი სახელწოდებიდან გამომდინარე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით (განულებული ოპოზიცია, ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, პოლიტიკური საღორე N5, მიხეილ მზეთუნახავი, მიშა სააკიანი, არა ნაცებს- არა დიქტატურას, მიხუნ ჰაუზენი) არის შექმნილი, ზოგის სახელწოდებაში "მედია" ფიგურირებს, ზოგიერთისაში — მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი (ლიდერი 41). ჟურნალისტების და მედიის მიმართ მტრული რიტორიკის გარდა, რამდენიმე შემთხვევაში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია მმართველი პარტიის დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმაც გაავრცელეს, ასევე სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედის ყოფლმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ. მედიის წინააღმდეგ სახელისულებო დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გავრცელებაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები (იმედი, პოსტვ, რუსთავი 2) და ონლაინ მედიებიც (ნიუსჰაბი, მარშალპრესი, INFO9, Exclusive Media, დაიჯესტი, The Georgian Times) იყვნენ ჩართულნი,"
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
კომენტარები