რატომ გვეჩვენება, რომ ყველა სხვა ჩვენზე უკეთ ართმევს ცხოვრებას თავს?
ფოტო: Pinterest
ახლა, როცა ამ ტექსტს ვწერ (და სათაურშიც მაგას ვამტკიცებ, პრინციპში), დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე უკეთესი დღეები გაქვს — დაღლილი არ იღვიძებ, საწოლიდან შენი ადგომა სარკოფაგიდან მუმიის წამოდგომასაც არ ჰგავს, არც კისრისტეხით იდუღებ პირველ ყავას; მერე უფრო ენთუზიაზმით ჯდები კომპიუტერთან, მუშაობ, გეგმავ და ზუსტად იცი, შენი ცხოვრება საითაც მიდის.
როგორც აღმოჩნდა, ამ შეგრძნებებში მარტო არ ვარ — ხშირად გვგონია, რომ ჩვენ გარდა ყველას საიდუმლო ინსტრუქცია დაურიგეს, როგორ იცხოვრონ სწორად.
ფოტო: Pinterst
გამოგიცდია, ალბათ, როცა უბრალოდ მეგობრებს უსმენ ან სოციალურ ქსელს ხსნი, სქროლავ და უცებ ხვდები, რომ მართლა ყველა სადღაც მიდის. ვიღაცამ ახალი სამსახური დაიწყო ან, საერთოდაც, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ვიღაც მოგზაურობს ან უბრალოდ ყოველ დილით 7 საათზე იღვიძებს და ვარჯიშობს. შენ კი ამ დროს იმაზე ფიქრით ხარ დაღლილი, საუზმედ ისეთი რა შეჭამო, რის მომზადებასაც სამ წუთზე მეტი არ დასჭირდება.
სინამდვილეში, პასუხი იმაზე, თუ რატომ გვეჩვენება ყველა ჩვენზე უკეთესი, ძალიან მარტივია და თან ცოტა უსამართლოც — სხვების ცხოვრების მხოლოდ ფასადს ვხედავთ, მეტწილად. ჩვენამდე მხოლოდ კარგი ამბები აღწევს და იშვიათად ვართ იქ, როცა ამ ადამიანებს ეჭვი შეაქვთ საკუთარ თავში, შფოთავენ, იღლებიან ან უბრალოდ მთელს შაბათ-კვირას საწოლში ატარებენ.
სამაგიეროდ, საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალი ზეპირად ვიცით — ქაოსით, შეცდომებით, გადადებული საქმეებით და ვერასდროს დაწყებული ჯანსაღი ცხოვრებით.
ფოტო: Pinterst
ჰოდა, ისე გამოდის, რომ წაგებულ და უსამართლო ბრძოლაში შევდივართ — სხვების ჩვენამდე მოტანილ შედეგს ვადარებთ ჩვენსას, რომლის მისაღწევადაც მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენი ვიშრომეთ.
სინამდვილეში კი, ბოლომდე ზუსტად არავინ იცის, რას აკეთებს. ის ადამიანიც კი, რომელიც შორიდან ყველაფერს იდეალურად აგვარებს, შეიძლება ზუსტად ისევე ღელავდეს თავის მომავალზე, როგორც შენ.
ამიტომ, როცა შემდეგ ჯერზე მოგეჩვენება, რომ ცხოვრებას სხვებივით კარგად ვერ ართმევ თავს, გაიხსენე — არანაირი საიდუმლო ინსტრუქცია არ არსებობს. შენ ზუსტად ისე მიიწევ წინ, როგორც საჭიროა. ზოგჯერ კი მხოლოდ ის, რომ ლოგინიდან ადექი და რთული დღე როგორღაც გადააგორე, უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა

კომენტარები