გიგა ბოკერია

13 Apr. 2026, 14:49

"უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, ტისამ გაიმარჯვა.

ვიქტორ ორბანმა აღიარა მარცხი და ტისას ლიდერს, პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა.

ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდა მრავალი წელია ორბანს ყოველმხრივ სამაგალითო ლიდერად წარმოგვიჩენს.

ამიტომ, ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან — ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება".

დაწერა პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!

"მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!" — დაწერა X-ზე…