ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
ფოტო: Alamy Live News
ირანში თითქმის სამი თვის წინ მთლიანად გათიშული ინტერნეტის აღდგენა დაიწყო. ირანის მთავრობამ ინტერნეტზე წვდომა მას შემდეგ შეზღუდა, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე თავდასხმები დაიწყეს. ბლოკადის შემდეგ, ირანელებს ინტერნეტზე სრული წვდომა სულ რაღაც ერთი თვე ჰქონდათ. აშშ-ისა და ირანის თავდასხმების დაწყების შემდეგ კი კავშირი ისევ სრულად გაუწყდათ გარე სამყაროსთან.
ოფიციალური პირების განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი თვალთვალის, ჯაშუშობისა და კიბერშეტევების პრევენცია იყო. ირანში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეროვნული ბლოკადაა.
"კიბერსივრცეზე თავისუფალი და რეგულირებადი წვდომისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა", — განაცხადა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამად რეზა არეფმა სოციალურ ქსელ X-ში.
ონლაინსივრცის ნაწილობრივმა გახსნამ ქალებისთვის მცირე შვება მოიტანა, თუმცა ბლოკადისას დაკარგულ დროს, შესაძლებლობებსა და ემოციურ ზარალს ვეღარაფერი აანაზღაურებს.
"როდესაც ინტერნეტს პირველად დავუკავშირდი, საოცრად აღელვებული და გახარებული ვიყავი. გათიშვის შემდეგ იმდენი რამ მოხდა... ბაბუა გარდამეცვალა, მე კი ორ თვეზე მეტია, უმუშევარი ვარ. იოგას ინსტრუქტორი ვარ და ახლა ჩემს სფეროში საერთოდ აღარ არის სამუშაო. ეკონომიკური ზეწოლა იმდენად დიდია, რომ რეალურად, კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ თავს ვირჩენ", — ჰყვება პარინაზი (სახელი შეცვლილია).
ფოტო: Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტზე წვდომა თანდათან აღდგა, დღეს იმაზე ბევრად უფრო მეტ რამეს ფილტრავენ და ზღუდავენ, ვიდრე იანვრის ანტისამთავრობო პროტესტებისა და მისი სისხლიანი ჩახშობის პერიოდამდე. მათ შორის, დამატებითი აკრძალვები დააწესეს ისეთ აპლიკაციებზე, როგორიც WhatsApp-ია, რაც ნიშნავს, რომ ოჯახებს ახლობლებთან დაკავშირება, შესაძლოა, გარკვეული დროით მაინც გაუჭირდეთ.
გარე სამყაროსთან მოწყვეტამ ტრაგიკულად იმოქმედა მათზეც, ვინც ქვეყნიდან გაღწევას და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავდა.
"სამ წელზე მეტია, რაც სასწავლებელი დავამთავრე, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზაზე შემეტანა განაცხადი. თუმცა, ინტერნეტის სრული გათიშვის გამო, საბუთების წარდგენის ყველა დედლაინი გამომრჩა. ახლა ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდი", — ამბობს იასი (სახელი შეცვლილია), რომელიც პროფესიით ბებიაქალია და ბლოკადის გამო დიდი ხნის ოცნებაზე უარის თქმა მოუწია.
ირანის ინტერნეტ-ტრაფიკი და გლობალურ ქსელთან წვდომის დონე 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდში.
ფოტო: Kentik
ინტერნეტის გათიშვამ და საომარმა მდგომარეობამ მწვავე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რამაც მომსახურების სფერო სრულ პარალიზებამდე მიიყვანა. ამ რეალობამ ყველაზე მეტად ის ქალები დააზარალა, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყაროც მცირე თუ საშუალო ბიზნესს უკავშირდებოდა.
"ირანში ტურიზმის სექტორში ვმუშაობ და ეს ინდუსტრია მთლიანად ჩამოიშალა, შიდა ტურიზმიც კი. ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ საშუალოსტატისტიკურ ირანელს მოგზაურობის ფუფუნება უბრალოდ არ აქვს. ომისა და არასტაბილურობის პირობებში კი, უცხოელი ტურისტების ჩამოსვლაზე ფიქრიც ზედმეტია. ჩემნაირი ქალებისათვის მუშაობა და ელემენტარული არსებობისთვის ფულის გამომუშავება უკვე სიურრეალისტურ კონცეფციად იქცა", — ამბობს ფარი (სახელი შეცვლილია).
ქალებისთვის არანაკლებ დამანგრეველი აღმოჩნდა ტექნიკური და სამშენებლო სფეროები, რომლებშიც ვირტუალურ ბლოკადას რეალური ომის კვალიც დაემატა.
"მე სამოქალაქო ინჟინერი ვარ. ინტერნეტის გათიშვამ კატასტროფული გავლენა მოახდინა ჩვენს სამუშაოზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. ამას დაემატა ნავთობქიმიური და ფოლადის მრეწველობის ობიექტების — ანუ ჩვენი მთავარი კონტრაქტორების — დაბომბვა და განადგურება, რამაც საშინელი შედეგები გამოიწვია. უამრავი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და სამუშაო ფაქტობრივად აღარ არის", — ამბობს სამოქალაქო ინჟინერი მანა, (სახელი შეცვლილია).
ბლოკადის დროს ირანელები გარე სამყაროს ძვირადღირებული VPN-ებითა და ქვეყანაში არალეგალურად შეპარებული სატელიტური მოწყობილობებით უკავშირდებოდნენ. 8 აპრილის ზავის შემდეგ კი, ხელისუფლებამ უცნაური სქემა აამოქმედა — ბიზნესებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს ე.წ. "ინტერნეტ პრო" პაკეტი შესთავაზა. ეს იყო პრემიუმ ტარიფი, რომელიც პირადი მონაცემების ვერიფიკაციისა და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, შედარებით ხარისხიან ინტერნეტს იძლეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები ამ ნაბიჯს დროებითად აფასებდნენ, საზოგადოებაში ამ იდეამ დიდი პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, ერთ-ერთმა ისფაჰანელმა ექიმმა, რომელმაც პრინციპული უარი თქვა მთავრობის ამ შეთავაზებაზე, BBC-ისთან საუბარში დაადასტურა, რომ სამშაბათს ინტერნეტით სარგებლობა ჩვეულებრივი, სახლის WiFi-ითაც თავისუფლად შეძლო.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები