ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, ბევრად უფრო დიდი ევროკავშირის შესახებ საკუთარი ხედვა წარადგინა და თქვა, რომ ევროკავშირი 40 ევროპულ ან არაევროპულ სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს და ამ კონტექსტში ახსენა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი და კანადაც.
მისი თქმით, 27-წევრიანმა ბლოკმა "მასშტაბურად უნდა იაზროვნოს" და გლობალურ ასპარეზზე ძალის პროეცირებისთვის არსებული მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ოთხშაბათს, ფინეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სტუბმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა წევრთა რაოდენობის 40 სახელმწიფომდე გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი და პოტენციურ კანდიდატებად დიდი ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი, ნორვეგია და ისლანდია დაასახელა.
სტუბმა კონფერენციაზე, Eurelectric Power Summit, განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის "შესაძლებლობების ფანჯარა საკმაოდ ვიწროა, რადგან როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და, შესაძლოა, აშშ-ის ადმინისტრაციაც შეიცვლება (არ ვიცი), მაშინ ადამიანები გაზის პედალს ფეხს აუშვებენ და ისევ უმნიშვნელო საკითხებზე დაიწყებენ კინკლაობას".
ფინეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ "ევროპული სტრატეგიული ავტონომია თუ ევროპული გეოპოლიტიკური ძალა ხშირად ეფუძნება ზომასა და მასშტაბს, ხოლო საუკეთესო ევროპული პოლიტიკა ისტორიაში ყოველთვის იყო ევროკავშირის გაფართოება".
"ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება მასშტაბური ფიქრი და გეოგრაფიულად უნდა გავფართოვდეთ, ან სულ მცირე, შევქმნათ ისეთი მოქნილი წევრობის ფორმატები, რომლებიც გააერთიანებს ჯამში 40 ევროპულ — ან თუნდაც არაევროპულ — სახელმწიფოს", — განაცხადა სტუბმა.
CNBC-ის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა მზერა დასავლეთ ფლანგისკენაც უნდა მიმართოს და დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ბლოკი 2020 წელს დატოვა, კვლავ ოჯახში დააბრუნოს, ან სულ მცირე, "რაც შეიძლება მეტად დააახლოოს".
სტუბის აზრით, კიდევ ერთ ვარიანტად კანადაც უნდა განიხილებოდეს.
"განა მშვენიერი არ იქნება, თუ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების 51-ე შტატის ნაცვლად, ევროკავშირის 28-ე სახელმწიფო გახდება?", — განაცხადა მან.
მან კომენტარი გააკეთა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზეც. მისი თქმით, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განხილვის შემდეგ, "სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ თურქეთზე".
"აღარავინ საუბრობს თურქეთზე და ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი გონება, რათა გავიგოთ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, თურქეთი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს", — თქვა სტაბმა.
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
კომენტარები