სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე კამპანია - თანასწორობა ჩვენ გარშემო დაიწყო. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონის მიღების მიუხედავად, თანასწორობის მიღწევის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.

მისი განმარტებით, კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების შეცვლა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაა.

"არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები და სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების სიმწირე, ყოველდღიურ რეჟიმში უარყოფითად აისახება დაუცველ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მას მიაჩნია, რომ ცალკეული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებისა და არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით, აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად ჩაერთონ დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში.

სახალხო დამცველის მთავარ რეკომენდაციად კვლავ რჩება საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებები.