რატომ აღარ უჭერს მხარს ნატა ფერაძე ალეკო ელისაშვილს
პარტიზანი მებაღე და სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილის მხარს აღარ უჭერს. როგორც ფერაძე ამბობს, მან არჩევანი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა. ფერაძე გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებზე On.ge-ს ესაუბრა.
მისი თქმით, ის ელისაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო და ანაზღაურებადი სამსახური კამპანიაში ჩართვის მიზეზით დატოვა. თუმცა, მოგვიანებით, როცა მისი მისამართით ინტერნეტში მასალები გავრცელდა, რომლის მიზანიც ელისაშვილის დისკრედიტაცია იყო, მერობის კანდიდატმა უარყოფითად აღიქვა. ფერაძე ამბობს, რომ გარდა ამ საკითხისა, ელისაშვილის შტაბში სიარულის დროს სხვა პრობლემებიც შენიშნა.
"გუნდის წევრობას პოლიტიკურად რას ჰქვია არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებდი არანაირ თანამდებობზე მერიაში მუშაობს. თუმცა მე ვთვლიდი, რომ მე ვიყავი ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრი, მაგრამ არცერთი ჩემი და პარტიზანი მებაღეების შენიშვნები არ გაითვალისწინა კადრების შერჩევასა და სტრატეგიის დაგეგმვაში", - ამბობს ფერაძე, რომელიც დასძენს, რომ მერობის კანდიდატი სხვა მიმართულებითაც არ ითვალისწინებს პროფესიონალების რჩევებს.
ყოფილი მხარდამჭერი ფიქრობს, რომ ელისაშვილი საკითხს პოპულისტურად მიუდგა.
"იგივე დაპირებაა გამწვანების გაოთხმაგება, რაც [დავით] ნარმანიას [თბილისის მოქმედი მერი] მილიონი ხე იყო. უარესი, ნარმანია ამასაც არ დაგვპირებია, არარეალურია, რომ თბილისში გამწვანება გაოთხმაგდეს", - ამბობს ფერაძე.
ის ელისაშვილის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს ხეების მოჭრასთან დაკავშირებულ განცხადებებსაც ეხმიანება. ფერაძის თქმით, ქალაქის განვითარებისთვის ხეების მოჭრა არ გამოირიცხება, თუმცა მსგავსი ქმედება სწორი სტრატეგიით უნდა იყოს გათვალისწინებული.
"მისი დაპირებები ნარმანიაზე გაცილებით არარეალურია და მოწყვეტილია რეალობას... ერთხელ უკვე იძახა ნარმანიამ, რომ მილიონ ხეს დავრგავო და მისცეს ბედნიერებმა ხმა და ვნახეთ, რომ მილიონი ხე არ არის. მეორედ, როცა ტიპი იძახის, რომ მე გავაოთხმაგებ გამწვანებას - რამდენჯერ შეიძლება, რომ ამომრჩეველი დებილად ჩავთვალოთ", - ამბობს ფერაძე.
ელისაშვილმა ამ საკითხზე ვრცელი საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ნატა ფერაძე მისი გუნდის წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა აქტიური მხარდამჭერი იყო.
"საკრებულოს ინციდენტის დროს ჩემთვის ძალიან მიუღებელი რაღაცები თქვა ნატამ. ლექსიკა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი [ჩემთან მიმართებაში]", - ამბობს მერობის კანდიდატი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები