შოთა დიღმელაშვილი

16 Oct. 2017, 18:35

გასული წლის განმავლობაში ბიორკზე დასასწრები ფასები ქართულ ექვივალენტში რომ გადავთვალოთ, მინიმალური 200 ლარს ურტყამს, და საშუალო ფასი 1000-ს. ბიორკი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტია. მოდი გადავდოთ ყანწები და ავიღოთ კალკულატორები. ანგარიშგასაწევია, რომ 200 ლარი ყველაზე იაფი ბილეთი ჯდება სტადიონებზე, რომელიც ათობით ათას ადამიანს იტევს. ჩვენი ფილარმონიის ტევადობა 2 500 ადამიანია, ოპერასთან ერთად კი ჯამში 3 000 ადგილზე ვსაუბრობთ. ანუ 3 000-მა ქართველმა უნდა იტვირთოს ის, რაც ათიათასობით ადამიანზე ნაწილდება ევროპებში და მიუხედავად ამისა, ქართული საშუალო ფასი 4-5-ჯერ ჩამოუვარდება ნებისმიერი დასავლეთევროპული ქვეყნისას – იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მსგავსი კონცერტის ლოჯისტიკა შეუდარებლად იაფი ჯდება, რადგან ბიორკი ერთი ფლეშკის ამარა არ დადის კონცერტებზე.

იდეალურად ორგანიზებული ამ ქვეყნად არაფერია, მაგრამ მგონი ძალიან უსამართლოდ ურტყამთ სოუს და ეძახით ღორს ფესტივალს, რომელმაც ზაფხულში ორი თვის განმავლობაში, კვირაში რამდენიმეჯერ ინტენსივობით, ჯამში ერთი ვიკენდის ფასად გაგულავათ, როცა, როგორც მინიმუმ, ორჯერ ძვირად შეეძლო ყველაფერი გაეყიდა, თვითონაც კარგად იხეირებდა და მაინც იმაზე იაფი დაგიჯდებოდათ თითო ივენთი, ვიდრე 15 ხინკლითა და 2 კათხა ლუდით პახმელიაზე გამოსვლა ბერნარში. არასაქველმოქმედო ფორმატში, საქართველოში ბიორკის საბაზრო ფასი ეგაა და ჰა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
  2. ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
  3. ქვიზი: ასხვავებ თუ არა მითებსა და რეალობას ძილის შესახებ
  4. სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
  5. 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე,…