მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს
ფოტო: Vic
შფოთვითი აშლილობის მკურნალობა ხშირად მედიკამენტებს, თერაპიას და დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. ამ ყველაფერს კი ხშირად ახლავს გვერდითი ეფექტები და დამატებითი სტრესი. თუმცა ახალი კვლევები აჩვენებს, რომ შფოთვის მართვაში შესაძლოა გაცილებით მარტივმა და ხელმისაწვდომმა მეთოდმა ითამაშოს როლი: მუსიკის მოსმენამ.
იანვარში სამეცნიერო ჟურნალ PLOS Mental Health-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის თანახმად, მუსიკის მოსმენა სპეციალურ აუდიოსტიმულაციასთან ერთად შფოთვის სიმპტომების შესამჩნევ შემცირებას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სესია დაახლოებით 24 წუთს გრძელდება.
ABS-ის გამოყენებით შექმნილი ტრეკები შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა YouTube და Spotify
ფოტო: Vice
კვლევა ტორონტოსა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა ჩაატარეს და მასში მონაწილეობდა 144 ადამიანი, რომლებიც შფოთვის სამკურნალოდ მინიმუმ ერთ მედიკამენტს იღებენ. მონაწილეები ორ შემთხვევით ჯგუფად გადანაწილდნენ: ერთმა ჯგუფმა ე.წ. "ვარდისფერ ხმაურს" უსმინა, სტაბილურ, ჩანჩქერის მსგავს ხმას, რომელიც საკონტროლო პირობად გამოიყენებოდა; მეორე ჯგუფმა კი მოუსმინა მუსიკას აუდიორიტმული სტიმულაციით (ABS), ტექნიკით, რომლის დროსაც თითოეულ ყურში ოდნავ განსხვავებული ტონი ჟღერს და ტვინში რიტმული პულსის აღქმას ქმნის.
მოსმენის სესიები 12, 24 ან 36 წუთს გრძელდებოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც მუსიკას ABS-თან ერთად უსმენდა, შფოთვის დონე მნიშვნელოვნად შეუმცირდათ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც მხოლოდ "ვარდისფერ ხმაურს" უსმენდა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხანგრძლივ სესიებს ზოგ შემთხვევაში უფრო ძლიერი ეფექტიც ჰქონდა, საუკეთესო და ყველაზე სტაბილური შედეგი 24-წუთიანმა მოსმენამ აჩვენა.
მკვლევრების თქმით, რაც უფრო სწორია ხანგრძლივობა, მით უკეთესია შედეგი, ანუ ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ მეთოდზე, არამედ მის ხანგრძლივობაზეც. 24 წუთი აღმოჩნდა ოპტიმალური დრო: საკმარისად გრძელი, რომ შფოთვაზე რეალური გავლენა მოახდინოს, და ამავდროულად იმდენად მოკლე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად ჩაჯდეს და დამატებით ტვირთად არ იქცეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუსიკა შფოთვის სრულ განკურნებას არ წარმოადგენს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეფექტი ზომიერია და შედეგების დასაზუსტებლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო. თუმცა არსებული მეთოდების ფონზე (მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, თერაპიის სიძვირე, ხელმისაწვდომობის პრობლემები) აუდიოსტიმულაციასთან ერთად მუსიკის მოსმენა, შეიძლება გახდეს იაფი, დაბალი რისკის და ადვილად გამოსაყენებელი დამატებითი საშუალება შფოთვის მართვაში.
შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც მუდმივი სტრესისა და შინაგანი "ხმაურის" ჩახშობა სურთ, ეს შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი გამოსავალი, მაგრამ შეიძლება იყოს ერთი პატარა, რეალური შვება. და ზოგჯერ ესეც საკმარისია.
რა არის ABS და როგორ მუშაობს
აუდიორიტმული სტიმულაცია (ABS) არის ბგერაზე დაფუძნებული ტექნიკა, რომლის დროსაც თითოეულ ყურში ოდნავ განსხვავებული სიხშირის ბგერა ჟღერს, შედეგად კი ტვინი აღიქვამს მესამე, რიტმულ ბითს. მკვლევრები სწავლობენ, შეუძლია თუ არა ამ ეფექტს გავლენა მოახდინოს ტვინის იმ ტალღებზე, რომლებიც დაკავშირებულია მოდუნებასთან, ძილთან და შფოთვასთან. ზოგიერთი ადრეული კვლევა მიუთითებს, რომ დაბალი სიხშირის ABS შეიძლება ასოცირებული იყოს შფოთვის შემცირებასა და დამშვიდებასთან, თუმცა ეს მეთოდი არ ანაცვლებს შფოთვის სამედიცინო მკურნალობას და განიხილება მხოლოდ როგორც დამხმარე საშუალება. ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ყურსასმენების გამოყენება, რადგან თითოეულ ყურში განსხვავებული ბგერა უნდა ისმოდეს
სად და როგორ შეიძლება მოვუსმინოთ მუსიკას ABS-თან ერთად
მუსიკის მოსმენა აუდიორიტმული სტიმულაციით დღეს უკვე მარტივად ხელმისაწვდომია და სპეციალურ ტექნიკას არ საჭიროებს. ABS-ის გამოყენებით შექმნილი ტრეკები შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა YouTube და Spotify, ძებნაში საკმარისია ჩავწეროთ "binaural beats", "music with binaural beats" ან "anxiety relief binaural beats". ასევე არსებობს სპეციალური მობილური აპლიკაციები (მაგალითად, Brain.fm, Endel, Meditative Mind და სხვა), რომლებიც მუსიკას აუდიოსტიმულაციასთან აერთიანებს და მოსმენის სესიების ხანგრძლივობასაც გვთავაზობს. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია მშვიდ გარემოში, ხარისხიანი ყურსასმენებით და დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში მოსმენა, თუმცა შედეგები ინდივიდუალურია და შეიძლება ყველასთვის ერთნაირი არ იყოს.
ასევე ნახეთ:
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
კომენტარები