"ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი
სანდენსის კინოფესტივალზე წარმოდგენილ ახალ დოკუმენტურ ფილმში, მწერალი სალმან რუშდი, 2022 წლის სასიკვდილო თავდასხმის შემდგომ გამოჯანმრთელებასა და გამძლეობაზე საუბრობს.
2022 წლის 12 აგვისტოს, როცა სალმან რუშდი ნიუ-იორკის შტატში ლექციას იწყებდა თემაზე: "რატომ არის აუცილებელი მწერლების დაცვა ძალადობისგან", შავნიღბიანი კაცი სცენაზე ავარდა და მას დანით დაესხა თავს. გადაჭედილი ამფითეატრის თვალწინ, თავდამსხმელმა ინდოეთში დაბადებული, ბრიტანელ-ამერიკელი ავტორი, რომელიც 1980-იან წლებში ირანის ლიდერის მიერ გამოცხადებული ცნობილი ფატვის ობიექტი იყო, სახეში, კისერსა და მუცელში 15-ჯერ დაჭრა, სანამ მაყურებლები სცენაზე აცვივდებოდნენ და მას განიარაღებდნენ. რუშდი სასწაულებრივად გადარჩა: თავდასხმამ ის ხელოვნურ სუნთქვაზე დატოვა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
მისი გამოჯანმრთელებისა და გამძლეობის შესახებ ფილმს ხსნის რუშდის პერსპექტივიდან თავდასხმის სრული რეკონსტრუქცია, 27 წამიანი ბრძოლა, უცნობი კაცის სახე, დანის არაერთი გულისამრევი დარტყმა. ფილმმა სანდენსის კინოფესტივალზე მაყურებლის ფეხზე წამოდგომა და ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა.
სალმან რუშდი 2026 წლის სანდენსის კინოფესტივალზე, სადაც დოკუმენტურმა ფილმმა Knife: The Attempted Murder of Salman Rushdie მაყურებლის ფეხზე წამოდგომა და ოვაციები დაიმსახურა.
ფოტო: Chris Pizzello / Invision / AP
ფილმი Knife: The Attempted Murder of Salman Rushdie (დანა: სალმან რუშდის მკვლელობის მცდელობა), რომლის რეჟისორიც ალექს გიბნია და რომელიც რუშდის ამავე სახელწოდების მემუარზეა დაფუძნებული, დაუნდობლად აჩვენებს თავდასხმის შედეგებს. აქ პირველად ჩანს კადრები, რომლებიც მწერლის მეუღლემ, რეიჩელ ელაიზა გრიფითსმა გადაიღო: რუშდი საშინლად დასახიჩრებულია, კანის ფერი შეცვლილი აქვს, მუცელი მთლიანად ნაკერებით არის სავსე, შესიებული კისერზეც ნაკერები ადევს, თვალი კი აუწერელ მდგომარეობაშია. როგორც თავად იხსენებს ფილმში, გონზე მოსვლის შემდეგ მისი პირველი ფიქრი იყო: "ეს უნდა დავაფიქსიროთ".
რუშდის გამოჯანმრთელების დაუფარავი დოკუმენტირება, მედდების მიერ ჩატარებული გაწმენდების ჩათვლით, ნაწილობრივ გამკლავების მექანიზმი იყო. "ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში არ გვიფიქრია, მოდი, ფილმი გადავიღოთ", — თქვა გრიფითსმა, პოეტმა და ავტორმა, სავსე დარბაზში ფილმის პრემიერისას — "უფრო ის კითხვა გვქონდა: რა გვემართება? როგორ მოხდა ეს? და აი, ამ მომენტში ვართ".
მაგრამ ეს ასევე პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ უფრო ფართო დაუმორჩილებლობის აქტიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურ ფილმში რუშდი ერთდროულად სუბიექტიცაა და მთხრობელიც, როგორც თავად 78 წლის მწერალმა სანდენსის აღელვებულ მაყურებელს უთხრა, რომელთა ნაწილს ცრემლები არ შეუკავებია, "ეს ჩემზე არ არის".
"ეს უფრო დიდ რამეზეა, რომლის მაგალითიც ეს შემთხვევაა. ეს არის ძალადობა. ძალადობა, რომელიც უპასუხისმგებლო ადამიანებმა, უმეცრების გამოყენებით, კულტურის წინააღმდეგ მიმართეს".
"ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია", — დაამატა მან — "უცოდინარი, უმეცარი და ტირანი ადამიანები კულტურას ვერ იტანენ და მის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რასაც ყოველდღე ვხედავთ".
გიბნი, რომლის წინა ფილმები ისეთ რთულ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა საიენტოლოგია, ელიზაბეთ ჰოლმსი და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კოვიდზე რეაგირება, თავდასხმას მომავლისკენ სვლის წერტილად იყენებს, რუშდისა და გრიფითსის ინტიმური ურთიერთობა აქ თავისთავად გამძლეობის სასწაულად წარმოჩნდება, და ასევე წარსულში ბრუნდება: მწერლის ბავშვობა ინდოეთში, სეკულარულ მუსლიმურ ოჯახში, შემდეგ კი ლონდონში, სადაც მის ტექსტებს იმ ადამიანების წინააღმდეგობა შეხვდა, ვინც მათ ანტი-ისლამურად მიიჩნევდა.
მწერლის 1988 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა The Satanic Verses (ეშმაკეული აიები), რომლის სათაურიც ყურანში მოხსენიებულ სამ ქალღმერთს უკავშირდება მექადან, მრავალი მუსლიმის პროტესტი გამოიწვია, რომლებმაც წიგნი ღვთისმგმობლობად ჩათვალეს. აიათოლა ხომეინის მიერ გამოცხადებული ფატვა, რომელიც რუშდისა და მისი გამომცემლების სიკვდილს ითხოვდა, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ფილმში ნაჩვენებია არაერთი კადრი, სადაც ლონდონში, ნიუ-იორკში, ბომბეისა და სხვა ქალაქებში პროტესტის მონაწილეები რუშდის ფიგურებს წვავენ. ასევე ჩანს საინფორმაციო გამოშვებების კადრები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები, კაცები და ქალები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები, პირდაპირ ამბობენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, თავად მოკლავდნენ რუშდის.
ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას ფუნდამენტალისტები 1989 წელს სალმან რუშდის ფიგურას წვავენ.
ფოტო: Nabil Ismail / AFP / Getty Images
რუშდიმ, რომელმაც თითქმის ათი წელი გაატარა მალულად ცხოვრებაში ბრიტანეთის პოლიციის დაცვის ქვეშ, თქვა, რომ ამ პერიოდის გახსენება არ სურდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ მოვლენებმა შთააგონა ის 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც ფატვის გამოცხადების დროს ჯერ დაბადებულიც არ იყო, 30 წლის შემდეგ მას თავს დასხმოდა. თუმცა მალევე გააცნობიერა: "თუ არ გესმის, რა ხდებოდა მაშინ, ვერც ახლა გაიგებ, რა ხდება".
ფილმის შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე, გიბნიმაც დააკავშირა რუშდის წიგნის წინააღმდეგ გამართული მასობრივი პროტესტები აწმყოსთან. მან ირიბად ახსენა მინეაპოლისში მიმდინარე არეულობაც, სადაც წინა დღით ICE-ის აგენტებმა ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს. გიბნის თქმით, სიკვდილის ის მუქარები, რომლებმაც რუშდის მალული ცხოვრება აიძულა, დღესაც აისახება, "როგორ შეიძლება უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერის მიერ გაღვივებული ძალადობა უკონტროლოდ გავრცელდეს".
გიბნიმ პარალელები დაინახა რუშდის გამოჯანმრთელებაშიც, ამ პროცესში, როგორც გრიფითსის კადრები აჩვენებს, მას არ დაუკარგავს "არც სამართლიანობის გრძნობა და არც პრინციპები", და არც იუმორი. (როდესაც თავდამსხმელმა ციხიდან New York Post-ს უთხრა, რომ გაკვირვებული იყო, როგორ გადარჩა რუშდი, მწერლის პასუხი ასეთი იყო: "გმადლობთ! ეს განზრახვას ადასტურებს".)
ავტორიტარული მმართველობის "მზარდი იმპულსის" ფონზე, გიბნის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "ადამიანობა შევინარჩუნოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ის ინტიმური კავშირები შევინარჩუნოთ, რომლებიც ადამიანებად გვაქცევს, მაშინაც კი, როცა უფრო დიდ პოლიტიკურ გამოწვევას ვეჯახებით".
დოკუმენტური ფილმი ბოლო წუთებში ისევ თავდასხმას უბრუნდება, ამჯერად მესამე პირის თვალით, კონფერენციის კამერების ჩანაწერით, რომლებმაც თავიდან ბოლომდე დააფიქსირეს სისხლიანი თავდასხმა. მძიმე კადრებში ჩანს დანის თითქმის ყველა დარტყმა და ის უცნობი ადამიანები, რომლებმაც თავდამსხმელი შეაკავეს და რუშდის სიცოცხლე გადაარჩინეს. იმ დღეს, როგორც თავად უთხრა სანდენსის მაყურებელს, მან "თითქმის ერთდროულად ნახა ადამიანური ბუნების ყველაზე ცუდი მხარე, უმეცრებითა და უპასუხისმგებლობით გამოწვეული ძალადობა", და, ამავე დროს, მისი საუკეთესო მხარე, რადგან პირველი ადამიანები, ვინც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, სწორედ აუდიტორიაში მყოფი ადამიანები იყვნენ.
"ეს ადამიანები იყვნენ, ვინც იდეოლოგიურად მოტივირებული დანიანი კაცისგან ჩემს დაცვას ცდილობდნენ", — დაამატა მან — "მათ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო ჩემს გადასარჩენად. ესეც ჩვენ ვართ".
დოკუმენტურ ფილმს ახლა სანდენსის კინოფესტივალზე უჩვენებენ და მისი ნახვა მოგვიანებით ფართო საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები