აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამნისტიის აქტი წარადგინა , რომელიც შესაძლოა 20 000-მდე ადამიანს შეეხოს. პროსამთავრობო მედიის ცნობით, ეს აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ამნისტია იქნება.
განცხადება ორშაბათს გასაჯაროვდა. პროსამთავრობო მედიასაშუალება APA იუწყება, რომ ამნისტია "კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წელს" დაემთხვევა და "ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენასა და კონსტიტუციის იურიდიული ძალის სრულად დამკვიდრებას" მიეძღვნება.
ამნისტიის შედეგად 5000-ზე მეტი მსჯავრდადებული გათავისუფლდება, 3 000-ზე მეტ პირს სასჯელი შეუმცირდება, 7000 ადამიანი გათავისუფლდება პირობითი მსჯავრისგან, დაახლოებით 4 000 მსჯავრდადებული გათავისუფლდება გადავადებული სასჯელისგან, ხოლო კიდევ 1 000 პირს მოეხსნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თავად დეკლარაციაში პირდაპირ არ არის დაკონკრეტებული, რომელ დანაშაულებს მოიცავს ამნისტია, თუმცა აღნიშნულია, რომ ის 2020 წელს მეორე მთიანი ყარაბაღის ომში მონაწილე პირებს, ასევე 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის საბოლოო შეტევის მონაწილეებს შეეხება. ამნისტია ასევე გავრცელდება იმ პირთა ახლო ნათესავებზე, რომლებიც ბრძოლებში დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, აგრეთვე იმ ადამიანებზე, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად შშმ სტატუსი მიიღეს.
სამშაბათს APA-მ პოტენციური ბენეფიციარების დეტალური სია გამოაქვეყნა, რომელშიც შედიან პირები, რომლებიც ისეთ დანაშაულებში არიან ბრალდებულნი, რომლებიც საზოგადოებისთვის მაღალი საფრთხის შემცველი არ არის; ისინი, ვისაც დაუდევრობით ჩადენილი დანაშაულისთვის ხუთ წლამდე ვადის სასჯელი აქვთ; და ნაკლებად მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებულები.
APA-ის მიერ ამნისტიის გაშუქება ილჰამ ალიევის ქებით იყო გაჯერებული. მედია ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა სუვერენიტეტის აღდგენა მისი "მტკიცე და შორსმჭვრეტელი სტრატეგიისა და ურყევი ლიდერობის" შედეგად შეძლო. გამოცემა მას მოიხსენიებს როგორც "გამარჯვებულ უმაღლეს მთავარსარდალს" და მისი მამის, ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის "ღირსეულ მემკვიდრეს".
მიუხედავად იმისა, რომ ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანში სახელმწიფო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ამნისტიებს რეგულარულად აცხადებს, ძირითადად ეს დეკრეტები ძალიან იშვიათად მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ადგილობრივი აქტივისტებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად არიან მიჩნეულნი. თუმცა, ზოგჯერ აზერბაიჯანში მსჯავრდადებულ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს პრეზიდენტის შეწყალება შეეხოთ, რაც მათ სასჯელის შემსუბუქებას ან გათავისუფლებას უზრუნველყოფდა.
ამნისტიის გამოცხადება აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ფონზე მოხდა. პარტიის თავმჯდომარე ალი ქერიმლი ნოემბერში, ათეულობით სხვა პირთან ერთად, დააკავეს.
ბოლო წლებში ხელისუფლებამ ასევე დ დაახლოებით 30 ჟურნალისტი დააკავა Meydan TV-დან, Abzas Media-დან და Toplum TV-დან, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილია.
ივნისში Abzas Media-ს (რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაწყებული რეპრესიების პირველი სამიზნე გახდა) ექვსი თანამშრომლის, ასევე RFE/RL-ის ჟურნალისტ ფარიდ მეჰრალიზადისთვის, ხანგრძლივი პატიმრობა კონტრაბანდის ბრალდებით დასრულდა.
12 დეკემბერს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ Meydan TV-ს საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გამართა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში
გადახედვა
-
გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
-
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
-
Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა
გადახედვა
-
როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
-
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა
გადახედვა
-
მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
გადახედვა
-
10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს 10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
-
სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ დოკუმენტებს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ დოკუმენტებს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს?
-
Coca-Cola x FIFA World Cup — მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე Coca-Cola x FIFA World Cup — მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე
-
კორუფციის საქმეზე 2 მუნიციპალიტეტში მერიის 2 წარმომადგენელი დააკავეს კორუფციის საქმეზე 2 მუნიციპალიტეტში მერიის 2 წარმომადგენელი დააკავეს
გადახედვა
-
რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
გადახედვა
-
კახა კალაძე: სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას წელსაც ვახორციელებთ კახა კალაძე: სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას წელსაც ვახორციელებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქცია დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქცია დაემატა
-
პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო
-
საქართველოს რაგბის კავშირი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი საქართველოს რაგბის კავშირი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი
გადახედვა
კომენტარები